"აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს: "მსოფლიოს გემებო, ჩართეთ ძრავები! დაე, ნავთობი მდინარესავით მოდიოდეს!"-BBC

 

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBC) აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს: „მსოფლიოს გემებო, ჩართეთ ძრავები! დაე, ნავთობი მდინარესავით მოდიოდეს!“, რომელშიც გამოხატულია პოზიტიური დამოკიდებულება ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურის რეგიონში ომის შეწყვეტის თაობაზე.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 

პაკისტანმა გამოაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება აშშ-სა და ირანს შორის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. თავის მხრივ, დონალდ ტრამპმაც აუწყა მსოფლიოს, რომ აშშ წყვეტს ირანის ნავსადგურების ბლოკადას, ხოლო ირანი ხსნის ჰორმუზის სრუტეს, ანუ გემების თავისუფალი ცურვა განახლდება. თეირანმა ყველაფერი დაადასტურა, თუმცა შეთანხმების დეტალები ჯერ კიდევ არ არის ზუსტად ცნობილი.

 

„ინტენსიური მოლაპარაკების შედეგებით, ჩვენ მოხარული ვარ გაუწყოთ, რომ უმოკლეს ხანში ხელი მოეწერება შეთანხმებას აშშ-სა და ირანს შორის. ორივე მხარემ  განაცხადა საომარი მოქმედებების შეწყვეტა ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანშიც“, - დაწერავ „იქს“-ქსელში შაჰბაზ შარიფმა, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა.

 

„შეთანხმებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია პარასკევს, 19 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართება“, - აღნიშნა პაკისტანელმა ლიდერმა, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს. შაჰბაზ შარიფმა მადლობა გადაუხადა ვაშინგტონს და თეირანს, აგრეთვე კატარს, საუდის არაბეთს და თურქეთს, რომლებიც შეთანხმების მიღწევაში მონაწილეობდნენ და მასში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

 

დონალდ ტრამპმა, - ისე როგორც მას შეეფერება - ემოციურად დაწერა თავის სოციალურ ქსელში - Truth Social-ში: „ყველას გილოცავთ! სანქციას ვიძლევი ჰორმუზის სრუტის უბაჟო თავისუფალ ცურვაზე და [ირანის] ნავსადგურებისადმი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ბლოკადის მოხსნაზე. მსოფლიოს გემებო, ჩართეთ ძრავები! დაე, ნავთობი მდინარესავით მოდიოდეს!“.

 

მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას, დონალდ ტრამპმა დააზუსტა, რომ ჰორმუზის სრუტეში გემების თავისუფალი მოძრაობა შეთანხმებაზე ხელმოწერისთანავე განახლდება. თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყასემ ჰარიბაბადიმ დაადასტურა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას ყველა ფრონტზე, ლიბანის ჩათვლით, რომლის სამხრეთ ტერიტორიას ისრაელი ბოლო დღეებში განუწყვეტლივ ბომბავდა პროირანული სამხედრო დაჯგუფების „ჰეზბოლას“ ქვედანაყოფების ბაზირების გამო.

 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმს დევიდ ვენსმა განაცხადა, რომ იგი გეგმავს პირადად დაესწროს ჟენევაში დაგეგმილ ცერემონიას, თუმცა მან ტელეარხ „ფოქს ნიუსისადმი“ მიცემულ ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ იქ შეიძლება პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ჩავიდეს.

 

მართლაცდა, ჟენევაში დონალდ ტრამპის ჩასვლა გამორიცხული არ არის, თუ გავითვალისწინებს იმას, რომ იგი დღეს, 15 ივნისს, საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტში იღებს მონაწილეობას და პარიზში თავის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონსაც შეხვდება.

 

შექმნილ სიტუაციას კომენტარს უკეთებს სებასტიან აშერი, BBC-ის კორესპონდენტი:

 

„ირანის მეზობელი არაბული ქვეყნები, რომლებიც სპარსეთის ყურის ნაპირებზე მდებარეობენ, ალბათ, შვებით ამოისუნთქებენ იმის გამო, რომ ახლა, ამ ეტაპზე მაინც, მათზე დამიზნებული ირანული რაკეტების საფრთხე შემცირდა და მალე საბოლოოდ გაქრება.

 

რაც შეეხება შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს, რომლითაც აშშ არის დაინტერესებული: ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ რამდენად ყოვლისმომცველია დოკუმენტი გარანტიებისა და მექანიზმების  თვალსაზრისით, რომელთა მეშვეობით სამომავლოდ თავიდან იქნება აცილებული ბირთვულინ იარაღის შემუშავება ირანის  მიერ.

 

აშშ-სა და ისრაელს სწორედ ამ საფრთხის განეიტრალება სურდათ, როცა ირანის წინააღმდეგ ომში ჩაებნენ.

 

როგორც ირანული მასმედიის ინფორმაციებიდან გამომდინარეობს, ისე ჩანს, რომ ასეთი მექანიზმები და გარანტიები უკვე შექმნილია, მაგრამ მისი დეტალები საბოლოოდ ჯერ კიდევ დაზუსტებული არ არის.. ალბათ, ინტენსიური შეხვედრები შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგაც გაგრძელდება.

 

ჟენევა აშშ-სა და ირანის დელეგაციების მისაღებად ემზადება, მაგრამ... იმ დრამატული და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენების გათვალისწინებით, რომელიც თან ახლდა მოლაპარაკებას, დღეს არავინ არ არის მტკიცედ დარწმუნებული იმაში, რომ 19 ივნისამდე დარჩენილ დღეებში ისეთი რამ არ მოხდება, რომელმაც შეიძლება პროცესს ხელი შეუშალოს.

მოკლედ, დარჩენილი სამი დღე იოლი არ იქნება, თუმცა იმედია, რომ მხარეები ხელმოწერამდე რაიმე ხელის შემშლელ კონფრონტაციას აღარ დაუშვებენ.

 

წყარო:





მსგავსი სიახლეები
,,თეთრი სახლის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ისრაელისთვის სავალდებულო ძალის მქონე არ არის''- ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი მზად არიან, „გააკეთონ რაღაც“ უკრაინაში ომის დასასრულებლად
ჯეი დი ვენსი - ირანთან შეთანხმებას ელექტრონულად მოვაწერეთ ხელი, თუ დავინახავთ, რომ რეალურ ნაბიჯებს დგამენ, მაშინ ამას სანქციების შემსუბუქება მოჰყვება
,,გემები ჰორმუზის სრუტიდან თავისუფლად გადაადგილებას იწყებენ''- ტრამპი
დონალდ ტრამპი - გემები, მათგან ბევრი ნავთობით დატვირთული, იწყებენ მოძრაობას ჰორმუზის სრუტიდან, მიემართებიან სამხრეთის „მაგისტრალით“, რომელიც სრულიად უსაფრთხო და უპრობლემოა
ისრაელ კაცი - ისრაელი არ გაიყვანს საკუთარ ძალებს ლიბანში დაკავებული ტერიტორიებიდან
"აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს: "მსოფლიოს გემებო, ჩართეთ ძრავები! დაე, ნავთობი მდინარესავით მოდიოდეს!"-BBC
მასშტაბური თავდასხმა კიევზე -კიევ-პეჩერის ლავრაში ხანძარი გაჩნდა
დონალდ ტრამპი - ბეირუთზე თავდასხმა არ უნდა მომხდარიყო - ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, რომელიც მშვიდობას მოიტანს რეგიონში
„როიტერი“ - ირანი ბირთვული იარაღის წარმოებისა და შეძენის შესახებ აშშ-ის შეთანხმების პროექტის პირობებს დათანხმდა
უნგრეთის მმართველმა პარტიამ "ტისა", სახელმწიფო მედიის რეფორმირების შესახებ კანონპროექტი წარადგინა - Reuters
კალასი ფონ დერ ლაიენის ამბიციების წინააღმდეგ - Euronews ბრიუსელის შიდა დაპირისპირების დეტალებს აქვეყნებს
ლიეტუვა, პოლონეთი და საფრანგეთი რუსეთის საზღვართან სამხედრო წვრთნას ჩაატარებენ
კირ სტარმერი - შეიარაღებულ ძალებს მივეცი მითითება, შეეჩერებინათ ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი - ოპერაცია კიდევ ერთ დარტყმას აყენებს რუსეთს
,, რუსული არმია ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით სტრატეგიულ უპირატესობას ინარჩუნებს-უკრაინული თავდასხმები ამ ვითარებას ვერ შეცვლის''- პუტინი
„ევრონიუსი“ - კაია კალასის მიმართ მზარდი კრიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში სტრუქტურულ ნაკლოვანებებსა და დაძაბულობას ავლენს
„ჰეზბოლამ“ სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალებზე იერიში მიიტანა
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერება
აშშ-მ რამდენიმე მიგრანტი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გააძევა - Deutsche Welle
ვიქტორ ორბანი პარტია „ფიდესის“ ლიდერად ხელახლა აირჩიეს