რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო განახლებული სარაგბო ინფრასტრუქტურით შეხვდება
საქართველოში ივნის-ივლისში მსოფლიოს ჩემპიონატი მცირე ასაკის მორაგბეებს შორის ტარდება, რაც ქვეყნისთვის, თავისთავად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, რაგბის ფედერაციასთან ერთად, უმოკლეს ვადაში ხუთი სტადიონის რეაბილიტაცია განახორციელა. იმედი მაქვს, ღონისძიება საქართველოში ღირსეულად ჩაივლის და წარმატებას ვუსურვებ ქართველ მორაგბეებს ამ ჩემპიონატზე, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ავჭალის სარაგბო ბაზაზე ჩატარებული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2026 წლის ივნის-ივლისში დაგეგმილი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს.
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ და რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ აბაშიძემ დაათვალიერეს.
მსოფლიო ჩემპიონატისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაგბის სამი სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციას ახორციელებს, რაც ჯამში ხუთ სათამაშო მოედანს მოიცავს. სამუშაოები მიმდინარეობს თბილისში, ავჭალისა და „შევარდენის" სარაგბო კომპლექსებში, ასევე ქუთაისში, „აიას" კომპლექსში შემავალ სამ სტადიონზე. ხუთივე სტადიონზე უკვე დასრულებულია უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული საფარის მოწყობა და მიმდინარეობს მისი მოვლა-პატრონობის სამუშაოები. ჰიბრიდული საფარი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც უზრუნველყოფს მოედნების გამძლეობასა და მაღალი ხარისხის სათამაშო გარემოს.
გარდა საფარისა, პროექტები ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობების, ტრიბუნების, გასახდელების, სველი წერტილების, ფასადებისა და განათების სისტემების განახლებას, ასევე გარე და დამხმარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას. ავჭალის სარაგბო კომპლექსში ტრიბუნებზე სკამების მონტაჟი პრაქტიკულად დასრულებულია, დასრულებულია სველი წერტილების მოწყობის სამუშაოებიც და მიმდინარეობს გარე ფასადის მოწყობა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე და აღნიშნა, რომ ფონდს, ჯამში, 22 რაგბის ტექნიკური ცენტრის პროექტირება და მშენებლობა აქვს დაგეგმილი, საიდანაც 12 ლოკაციაზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
„ჩვენ, ზოგადად, სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ და სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოს შესაძლოა უკვე გაცილებით უფრო მასშტაბური, მსოფლიო დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის შესაძლებლობა ჰქონდეს. ეს მნიშვნელოვანია როგორც სპორტის პოპულარიზაციისა და ტურიზმის განვითარებისთვის, ისე, პირველ რიგში, თავად სპორტის შემდგომი განვითარებისთვის," - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო განახლებული სარაგბო ინფრასტრუქტურით შეხვდება
კინოდაჯილდოება "ელისო" 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
Tbilisi Open Air - ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება
15 ივნისის ამინდის პროგნოზი
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი - პარასპორტი მხოლოდ სპორტული შედეგების მიღწევა არ არის, ეს არის ღირსების, თანასწორობის, თავდაჯერებისა და საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ჩართულობის სიმბოლო
"განუსაზღვრელი შესაძლებლობები" - ბაჩო ოდიშარიას ფილმის პრეზენტაციას პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და ხელისუფლების წევრები დაესწრნენ
პატრიარქი შიო III - მადლი რომ მოვიხვეჭოთ, აუცილებლად უნდა ვისწავლოთ თავმდაბლობა
საქართველოს პრეზიდენტი მოხარულია, რომ დღეს „სტუდფესტი 2026"-ის ფარგლებში გამართულ მოხალისეობრივ გარბენს შეუერთდა
შვილის გადარჩენის დროს, მამა დაიხრჩო - ტრაგედია კახეთში
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოველთა წმინდანთა ხსენებას აღნიშნავს
სტუდენტური ფესტივალი 2026-ის ფარგლებში, თბილისში ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე 5 კმ-იანი გარბენი გაიმართება
14 ივნისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
14 ივნისის ამინდის პროგნოზი
სტუდფესტის" ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდება - თბილისის მერია
ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
"გვახსოვს, რა საშინელება დატრიალდა დედაქალაქში, თუმცა, ამავე დროს, ეს დღე იყო ერთად დგომის სიმბოლოც"-კახა კალაძემ 13 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო