კახა კალაძე - ოპოზიციაში რაც ხდება, საზოგადოება კარგად ხედავს, მათ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, აქვთ დღის წესრიგი, რომელიც მოდის გარედან და მას მიჰყვებიან

ყველა ადამიანს თავისი მორალი აქვს და მე არ მინდა, შევიდე ვინმეს გადაწყვეტილებების მორალის განხილვაში. საზოგადოებამ თავად განსაჯოს ვინ, რა და როგორ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხისას ახალგაზრდების მისამართით ნანუკა ჟორჟოლიანის მოწოდებებთან დაკავშირებით.

 

როგორც კალაძემ განაცხადა, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ოპოზიციაში არსებულ ვითარებას და მათ დამოკიდებულებას ადამიანებისადმი.

 

„მე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო ჩვენს გუნდზე, განსახორციელებელ პროექტებზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს ქვეყანაშია და რა ნაბიჯებს ვდგამთ ამისთვის. ის, რაც ხდება ოპოზიციაში, ამასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს - იმ განხეთქილებას, დაპირისპირებას. საზოგადოება ხედავს, რომ ადამიანების ბედი საერთოდ არ აინტერესებთ. გავიხსენოთ იგივე ბავშვების თემა წამლებთან დაკავშირებით, როგორ დაუწყეს ლანძღვა მშობლებს მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მშობლებთან ერთად გადაწყვეტილება მიიღო აღნიშნულ მედიკამენტებზე. საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, მათ აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, რომელიც მოდის გარედან, რასაც დაუწერენ და დაავალებენ, მიჰყვებიან და იმას აკეთებენ", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
გურამ მაჭარაშვილი: ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიციელი იძულებულია, პროპორციული ძალა გამოიყენოს. უფრო მეტიც, ეს მისი ვალდებულებაა
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ნავთობტანკერ SMYRTOS-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გია ვოლსკი - თაღლითური სცენარია, წარმოაჩინონ თითქოს 45 000 პოლიციელიდან რამდენიმეს გადაცდომა სისტემური დანაშაულია, ეს მტკიცება გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭადაც არ ღირს
გია ვოლსკი - ცაჰკნას და მისნაირებს საქართველოში უნდათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე წავა, ცალ ფეხზე დადგება და მუხლებზე დაიჩოქებს
პაატა სალია ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს
მიხეილ ყაველაშვილმა ალექსანდრ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა
კახა კალაძე - ოპოზიციაში რაც ხდება, საზოგადოება კარგად ხედავს, მათ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, აქვთ დღის წესრიგი, რომელიც მოდის გარედან და მას მიჰყვებიან
კახა კალაძე - ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება, დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა
კახა კალაძე - ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან როცა ვისმენთ შანტაჟს, ხომ ვიცით მიზეზებიც - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას
კახა კალაძე - პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა აკერმანის სახელმძღვანელოდანაა, თუმცა იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს მეთოდები დაძველდა
პრეზიდენტის სასახლეში ალექსანდრ ვუჩიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
გიორგი შარაშიძე - არ მგონია, ვეტოს საკითხზე ევროკავშირს საბოლოო გადაწყვეტილება ჰქონდეს მიღებული, უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება
გავაგრძელებთ საქართველოში იმ ადამიანთა მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ, იმუშაონ დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით -შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
საქართველოში სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ვიზიტი დაიწყო
ირაკლი კობახიძე - მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე შეთანხმებას, ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო საჭირო პირობების შექმნას
ლევან ჟორჟოლიანი - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო, მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შსს-ს, რათა გამოვლენილი იქნას ელექტროენერგიით სარგებლობის უკანონო ფაქტები
ლევან მაჭავარიანი - ჩასაფრებულ რადიკალურ ოპოზიციასა და მათ მედიასაშუალებებს, რომლებიც ბინძურ კამპანიას ეწევიან სამართალდამცველთა მისამართით, არცერთ სიტყვას არ გავუტარებთ
ირაკლი კობახიძე - მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს", პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე
პრემიერი - 2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში, დღეს 300-ზე მეტი სპორტსმენია 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას
ფრაზებს აყალბებენ და ამით ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას - გურამ მაჭარაშვილი