მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, საქართველოს საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიული ღონისძიებებისა და კომპლექსურად ჩატარებული საბაჟო პროცედურების ფარგლებში, დადგინდა, რომ ბელარუსში რეგისტრირებულმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი „წითელი ხიდის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა.

 

მათივე ცნობით, სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და საქონლის თანმხლები სხვა საბუთების თანახმად, სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო 290 ცალი ლითონის კარით და საქონლის საბოლოო დანიშნულების ქვეყანას ჩეხეთის რესპუბლიკა წარმოადგენდა.

 

„რისკის კრიტერიუმების შეფასებისა და ანალიზის შედეგად, მოხდა აღნიშნული სატვირთო ავტომობილის შეჩერება და ავტოსატრანსპორტო საშუალებას განესაზღვრა საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსება, შემდგომი დეტალური დათვალიერების მიზნით. უფლებამოსილი პირების მიერ, ერთ-ერთი კარის შიგთავსის გახსნის შედეგად, აღმოჩენილ იქნა, მალულად განთავსებული 1 496 კოლოფი არადეკლარირებული, უაქციზო სიგარეტი. მთლიანად ტვირთის დათვალიერებისას, საერთო ჯამში - გამოვლინდა 433 840 კოლოფი სხვადასხვა დასახელების ფილტრიანი სიგარეტი, კერძოდ - ,Menthol Queen, ასევე NZ და MINSK. აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 2 429 504 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
ქურდიანის ქუჩაზე მომხდარზე 2 პირი დააკავეს
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან დღემდე, საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა, 7 საქმე კი შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასრულდა
მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს
პოლიციამ მესტიაში დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოიღო, ჯამში ამოღებულია 330 ე.წ. მაინერი
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანასკოლელს დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, სისტემატურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას
შსს ხაშურში ცეცხლსასროლი იარაღით ორი პირის მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საფრანგეთში ქართველები პუშკინის და გოგოლის იშვიათი გამოცემების ქურდობისთვის გაასამართლეს
პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი
თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია 4 პირი - შსს
საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში ჩადენილ დანაშაულს, პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულია - შსს
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია კიდევ 4 პირი დააკავეს
შსს „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფ პირებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი: ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურსა და ჩვენს ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები
„დედა, მეუღლე და მისი მეგობარი ქალი დანით დაჭრა...“ - შსს განცხადებას ავრცელებს
,,მე არ ვიცი სად და რა დაიწვა, თუმცა ეგეც რომ მომხდარიყო, რა კავშირში ვართ იქ მყოფი ადამიანები''- ნიკა გვარამია
დამიან მაზორი - განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი თბილისის, ასევე, ბათუმის შესაბამისი ქვეგანყოფილების თანამშრომლებს
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი AudiA6, ინტერნეტსივრცეში კიბერდამნაშავეების და სხვა კრიმინალებისთვის უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტის გათეთრებას - საქართველოს, აშშ-ის და პოლონეთის ერთობლივი ოპერაცია
ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც გარდაცვალება გამოიწვია, ერთი პირი დააკავა
პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 42 ე.წ. მაინერი ამოიღო