გურამ მაჭარაშვილი: ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიციელი იძულებულია, პროპორციული ძალა გამოიყენოს. უფრო მეტიც, ეს მისი ვალდებულებაა

 

პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე მედიაში გავრცელებულ მასალაზე საუბრისას ხაზი გაუსვა რადიკალური ოპოზიციის მცდელობას, ჩირქი მოსცხოს მთელ სამართალდამცავ სისტემას.

დეპუტატმა გაიხსენა ძალადობრივი აქციები და თქვა, რომ რადიკალურად განწყობილი მომიტინგეები ცდილობდნენ პოლიციელების პროვოცირებას, ისროდნენ მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს. მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთ შემთხვევაში პოლიცია ვალდებბულიც კია, მიიღოს შესაბამისი, პროპორციული ზომები:

„პოლიციელები, კორდონს ქმნიდნენ და რადიკალურად განწყობილი მომიტინგეები მათთან მიდიოდნენ, სხვადასხვა საგანს ესროდნენ, ცდილობდნენ, გამოეწვიათ პოლიციელები. რადიკალებისთვის არაფერს ნიშნავს, პოლიციელების უკან სახელმწიფო და მათი ოჯახები რომ დგანან", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ველზე საქმიანობა რაც შეიძლება სწრაფად, სამართლებრივად უნდა დასრულდეს.

„რადიკალური ოპოზიცია არ ფიქრობს, რა მოჰყვება პოლიციის დისკრედიტაციას სამართალდამცავ სისტემაში, ძალოვან უწყებებში, შსს-ში, პოლიციელების ოჯახებში. ამაზე რომ ფიქრობდნენ, აქციებზე მდგარი ხალხი მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ხომ არ ესროდა, ხომ არ შეურაცხყოფდა პოლიციას. თან საუბარია არა ერთსა და ორ შემთხვევაზე, არამედ ათეულობით პოლიციელის შეურაცხყოფაზე. ხაზგასასმელია, რომ ეს პოლიციელები, კორდონს ქმნიდნენ და რადიკალურად განწყობილი მომიტინგეები მათთან მიდიოდნენ და სხვადასხვა საგანს ესროდნენ, ცდილობდნენ, გამოეწვიათ პოლიციელები.

რადიკალებისთვის არაფერს ნიშნავს, რომ პოლიციელების უკან სახელმწიფო და მათი ოჯახები დგანან, ეს მათთვის არაფერს წარმოადგენს. ვიმეორებ, ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიციელი იძულებულია, რომ პროპორციული ძალა გამოიყენოს. ეს მისი ვალდებულებაც არის, სხვა მოქალაქეების უფლებების დაცვა რომ შეძლოს. ამის შემდეგ კი რადიკალები მთელ სისტემას ჩირქს სცხებენ. ეს ის ძალაა, რომელსაც რაც მალე დავასრულებთ სამართლებრივად, უკეთესი იქნება. სხვა შემთხვევაში, არაფერი შეიცვლება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდარ ვუჩიჩი პატრიარქ შიო III-ს შეხვდნენ
გურამ მაჭარაშვილი: ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიციელი იძულებულია, პროპორციული ძალა გამოიყენოს. უფრო მეტიც, ეს მისი ვალდებულებაა
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ნავთობტანკერ SMYRTOS-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გია ვოლსკი - თაღლითური სცენარია, წარმოაჩინონ თითქოს 45 000 პოლიციელიდან რამდენიმეს გადაცდომა სისტემური დანაშაულია, ეს მტკიცება გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭადაც არ ღირს
გია ვოლსკი - ცაჰკნას და მისნაირებს საქართველოში უნდათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე წავა, ცალ ფეხზე დადგება და მუხლებზე დაიჩოქებს
პაატა სალია ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს
მიხეილ ყაველაშვილმა ალექსანდრ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა
კახა კალაძე - ოპოზიციაში რაც ხდება, საზოგადოება კარგად ხედავს, მათ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, აქვთ დღის წესრიგი, რომელიც მოდის გარედან და მას მიჰყვებიან
კახა კალაძე - ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება, დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა
კახა კალაძე - ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან როცა ვისმენთ შანტაჟს, ხომ ვიცით მიზეზებიც - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას
კახა კალაძე - პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა აკერმანის სახელმძღვანელოდანაა, თუმცა იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს მეთოდები დაძველდა
პრეზიდენტის სასახლეში ალექსანდრ ვუჩიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
გიორგი შარაშიძე - არ მგონია, ვეტოს საკითხზე ევროკავშირს საბოლოო გადაწყვეტილება ჰქონდეს მიღებული, უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება
გავაგრძელებთ საქართველოში იმ ადამიანთა მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ, იმუშაონ დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით -შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
საქართველოში სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ვიზიტი დაიწყო
ირაკლი კობახიძე - მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე შეთანხმებას, ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო საჭირო პირობების შექმნას
ლევან ჟორჟოლიანი - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო, მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შსს-ს, რათა გამოვლენილი იქნას ელექტროენერგიით სარგებლობის უკანონო ფაქტები
ლევან მაჭავარიანი - ჩასაფრებულ რადიკალურ ოპოზიციასა და მათ მედიასაშუალებებს, რომლებიც ბინძურ კამპანიას ეწევიან სამართალდამცველთა მისამართით, არცერთ სიტყვას არ გავუტარებთ
ირაკლი კობახიძე - მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს", პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე
პრემიერი - 2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში, დღეს 300-ზე მეტი სპორტსმენია 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას