პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი სახელმწიფო რეგულირებას დაექვემდებარება

 

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი სახელმწიფო რეგულირებას დაექვემდებარება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ბიზნესოპერატორები, რომლებიც ახორციელებენ - პესტიციდების და აგროქიმიკატების იმპორტს, დისტრიბუციასა და საბოლოო მომხმარებელზე რეალიზაციას, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ მათი საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა მთავრობის მიერ დადგენილი ფასის რეგულირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან.

მთავრობა განმარტავს, რომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის ფასების არასტაბილურობა ფიქსირდება.

„კვლევის თანახმად, აგროქიმიკატების ნაწილში, 2022-2025 წლებში, 75 შემთხვევა დაიდენტიფიცირდა, როდესაც პროდუქციის იმპორტის დონიდან საცალო დონემდე ფასნამატი 100%-ს აღემატებოდა. რაც შეეხება პესტიციდებს, ანალოგიურ პერიოდში, დაიდენტიფიცირდა 86 შემთხვევა, როდესაც ფასნამატი იმპორტიდან საცალო ქსელამდე ასევე 100%-ს აჭარბებდა. აღინიშნებოდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასნამატი მნიშვნელოვნად აღემატებოდა 100%-ს. მიმდინარე ანალიზის თანახმად, ზემოაღნიშნულმა ფაქტორებმა შესაძლოა, ბაზარზე ხელოვნური მოთხოვნით განპირობებული მაღალი ფასები განაპირობოს, რაც თავის მხრივ აისახება ადგილობრივი მცენარეული წარმოშობის სოფლის მეურნეობის პროდუქციის პროდუქტიულობასა და კონკურენტუნარიანობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბაზრებზე სამართლიანი გარემოს ფორმირების უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის რეგულირების პოლიტიკის ჩამოყალიბება", - ნათქვამია პროექტში.

 

 





მსგავსი სიახლეები
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი სახელმწიფო რეგულირებას დაექვემდებარება
მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდარ ვუჩიჩი პატრიარქ შიო III-ს შეხვდნენ
გურამ მაჭარაშვილი: ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიციელი იძულებულია, პროპორციული ძალა გამოიყენოს. უფრო მეტიც, ეს მისი ვალდებულებაა
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ნავთობტანკერ SMYRTOS-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გია ვოლსკი - თაღლითური სცენარია, წარმოაჩინონ თითქოს 45 000 პოლიციელიდან რამდენიმეს გადაცდომა სისტემური დანაშაულია, ეს მტკიცება გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭადაც არ ღირს
გია ვოლსკი - ცაჰკნას და მისნაირებს საქართველოში უნდათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე წავა, ცალ ფეხზე დადგება და მუხლებზე დაიჩოქებს
პაატა სალია ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს
მიხეილ ყაველაშვილმა ალექსანდრ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა
კახა კალაძე - ოპოზიციაში რაც ხდება, საზოგადოება კარგად ხედავს, მათ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, აქვთ დღის წესრიგი, რომელიც მოდის გარედან და მას მიჰყვებიან
კახა კალაძე - ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება, დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა
კახა კალაძე - ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან როცა ვისმენთ შანტაჟს, ხომ ვიცით მიზეზებიც - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას
კახა კალაძე - პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა აკერმანის სახელმძღვანელოდანაა, თუმცა იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს მეთოდები დაძველდა
პრეზიდენტის სასახლეში ალექსანდრ ვუჩიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
გიორგი შარაშიძე - არ მგონია, ვეტოს საკითხზე ევროკავშირს საბოლოო გადაწყვეტილება ჰქონდეს მიღებული, უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება
გავაგრძელებთ საქართველოში იმ ადამიანთა მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ, იმუშაონ დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით -შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
საქართველოში სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ვიზიტი დაიწყო
ირაკლი კობახიძე - მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე შეთანხმებას, ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო საჭირო პირობების შექმნას
ლევან ჟორჟოლიანი - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო, მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შსს-ს, რათა გამოვლენილი იქნას ელექტროენერგიით სარგებლობის უკანონო ფაქტები
ლევან მაჭავარიანი - ჩასაფრებულ რადიკალურ ოპოზიციასა და მათ მედიასაშუალებებს, რომლებიც ბინძურ კამპანიას ეწევიან სამართალდამცველთა მისამართით, არცერთ სიტყვას არ გავუტარებთ
ირაკლი კობახიძე - მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს", პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე