შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, ევროკავშირს „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს

ევროკავშირი ყოველთვის იყო წესებზე დაფუძნებული პროექტი, რაც გულისხმობს, რომ ყველა წევრი ამ წესების წინაშე თანასწორია. ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ამ ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ევროკავშირის პლაკატურ ფრაზას „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“, პრაქტიკაში სულ უფრო მეტად ანაცვლებს ლოზუნგი „არ გადაუხვიო გენერალურ ხაზს“, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგიღებენ, თუ შენი ხმა მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას შეასრულებს.

 

„გუშინ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა, აღნიშნა, რომ ევროკავშირში განიხილება იდეა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იგივე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წევრებს.

 

ამავე დროს, ეს იმასაც გულისხმობს, რომ წევრობის ეტაპზე გადასვლის შემდეგ საქართველოს, ისევე როგორც სხვა ახალ წევრ სახელმწიფოებს, კვლავ ევროკავშირის სხვა წევრების მსგავსი ვალდებულებები ექნება, თუმცა უფლებრივად მათთან თანასწორი არ იქნება. პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირს შეეძლება, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე გადაწყვეტილებები საქართველოს გარეშე მიიღოს.

 

ასეთ მომენტში, ბევრს, ალბათ, გაახსენდება ბრიუსელის მიერ ხშირად გამეორებული ფრაზა – „არანაირი გადაწყვეტილება უკრაინაზე, უკრაინის გარეშე“. ევროკავშირში განხილული იდეა სწორედ ამ მიდგომის გაუქმებაა, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ეს უკრაინელებმაც კარგად დაინახეს და განაცხადეს, რომ მეორეხარისხოვან წევრობას არ დათანხმდებიან.

 

ამგვარი ტენდენციები აჩვენებს, რომ ევროკავშირის პლაკატურ ფრაზას „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“, პრაქტიკაში სულ უფრო მეტად ანაცვლებს ლოზუნგი „არ გადაუხვიო გენერალურ ხაზს“, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგიღებენ, თუ შენი ხმა მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას შეასრულებს. მართლაც, ასეთი მიდგომა ხომ კიდევ უფრო გაამარტივებს გადაწყვეტილებების მიღებას – აღარ იქნება საჭირო რთული დისკუსიები, განსხვავებული პოზიციები და დემოკრატიის ის ნაწილი, რომელიც განსხვავებულ აზრს გულისხმობს.

ევროკავშირი ყოველთვის იყო წესებზე დაფუძნებული პროექტი, რაც გულისხმობს, რომ ყველა წევრი ამ წესების წინაშე თანასწორია. ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ამ ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს.

ამიტომ, ერთი რამ აქვე უნდა ითქვას მკაფიოდ – ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში, ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა და არც ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია.

საქართველოს უკვე აქვს ნომინალური და უთანასწორო კავშირის წევრობის 70-წლიანი გამოცდილება, რომლის გამეორებასაც ჩვენ არ ვაპირებთ. თუკი ევროკავშირის წევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნები ამგვარ ცვლილებას დაუშვებენ, გამოვა, რომ მათ, პრობლემა არა საბჭოთა კავშირთან ჰქონიათ, არამედ იმასთან, თუ ვინ დომინირებს ამგვარ კავშირში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

 

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ.





მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, ევროკავშირს „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს
ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი სახელმწიფო რეგულირებას დაექვემდებარება
მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდარ ვუჩიჩი პატრიარქ შიო III-ს შეხვდნენ
გურამ მაჭარაშვილი: ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიციელი იძულებულია, პროპორციული ძალა გამოიყენოს. უფრო მეტიც, ეს მისი ვალდებულებაა
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ნავთობტანკერ SMYRTOS-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გია ვოლსკი - თაღლითური სცენარია, წარმოაჩინონ თითქოს 45 000 პოლიციელიდან რამდენიმეს გადაცდომა სისტემური დანაშაულია, ეს მტკიცება გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭადაც არ ღირს
გია ვოლსკი - ცაჰკნას და მისნაირებს საქართველოში უნდათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე წავა, ცალ ფეხზე დადგება და მუხლებზე დაიჩოქებს
პაატა სალია ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს
მიხეილ ყაველაშვილმა ალექსანდრ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა
კახა კალაძე - ოპოზიციაში რაც ხდება, საზოგადოება კარგად ხედავს, მათ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, აქვთ დღის წესრიგი, რომელიც მოდის გარედან და მას მიჰყვებიან
კახა კალაძე - ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება, დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა
კახა კალაძე - ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან როცა ვისმენთ შანტაჟს, ხომ ვიცით მიზეზებიც - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას
კახა კალაძე - პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა აკერმანის სახელმძღვანელოდანაა, თუმცა იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს მეთოდები დაძველდა
პრეზიდენტის სასახლეში ალექსანდრ ვუჩიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
გიორგი შარაშიძე - არ მგონია, ვეტოს საკითხზე ევროკავშირს საბოლოო გადაწყვეტილება ჰქონდეს მიღებული, უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება
გავაგრძელებთ საქართველოში იმ ადამიანთა მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ, იმუშაონ დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით -შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
საქართველოში სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ვიზიტი დაიწყო
ირაკლი კობახიძე - მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე შეთანხმებას, ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო საჭირო პირობების შექმნას
ლევან ჟორჟოლიანი - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო, მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შსს-ს, რათა გამოვლენილი იქნას ელექტროენერგიით სარგებლობის უკანონო ფაქტები