სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ - ცესკო

საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიმართ გავრცელებულ არაზუსტ ინტერპრეტაციებთან დაკავშირებით, საჭიროდ მივიჩნევთ, დეტალურად განვმარტოთ ცესკოს მიერ 2023-2024 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები - ამის შესახებ ცესკო ავრცელებს განცხადებას:

 

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს მთავარი გარემოება - გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარი არ არის რაიმე არსებით კანონდარღვევაზე, ფინანსური სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე ან სხვა სახის გადაცდომაზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ცესკოს საქმიანობის კანონიერებას და კეთილსინდისიერებას. ყველა საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ახსნა-განმარტება უწყებას წარდგენილი აქვს აუდიტის სამსახურში, ხოლო მიღებული 7 რეკომენდაციიდან 6 უკვე შესრულდა, 1 კი შესრულების პროცესშია და ატვირთულია აუდიტის სამსახურის შესაბამის ონლაინ პლატფორმაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხისმგებლობით ეკიდება აუდიტის თითოეულ რეკომენდაციას და მუდმივად მუშაობს საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებაზე.

 

ამის მიუხედავად დაინტერესებული მხარეები ცდილობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა მანიპულაციური განცხადებებით ცესკოს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ. ცდილობენ საკითხის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს გარკვეული პროცესები, მათ შორის შესყიდვების პროცესში ბაზრის კვლევა, თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, საწვავის ლიმიტების განსაზღვრა არ ხორციელდებოდა და დანამატები უსაფუძვლოდ და გადაჭარბებულად იქნა გაცემული.

 

სიმართლე კი შემდეგია:

ანგარიშში საუბარია სამუშაო დროის აღრიცხვისა და ხელფასის გაანგარიშების საკითხებზე - თუმცა დასკვნაშივე მითითებულია, რომ ცესკოს შენობის შესასვლელში ფუნქციონირებს ტურნიკეტი და აღნიშნულ მონაცემებს ამუშავებს კომპეტენტური სტრუქტურული ერთეული, მაგრამ აუდიტი თვლის რომ აღნიშნული ბიზნესპროცესი უმჯობესია სხვა ფორმით განხორციელდეს.

 

რაც შეეხება ქვეყნის შიგნით მივლინებებთან დაკავშირებულ საკითხს, აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის შიგნით მივლინებებისას, სასტუმრო მომსახურების სფეროში არსებული ბაზრის კვლევის სათანადო და სრულყოფილი შესწავლით, შესაძლებელი იქნებოდა ცესკოს მიერ სამივლინებო თანხების ეკონომიური ხარჯვა. განვმარტავთ, რომ ეს შეეხება ქვეყნის შიგნით ისეთ მივლინებებს, სადაც მონაწილეთა დიდი რაოდენობა იყო. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები შესაბამისი რაოდენობის ნომრებისა და საკონფერენციო სივრცის მქონე სასტუმროების გარდა, სხვაგან ვერ ჩატარდებოდა.

 

ზოგადად, შესყიდვების საკითხთან დაკავშირებით, დასკვნაშივე მითითებულია, რომ ცესკოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დადგინდა, რომ ცესკო ბაზრის კვლევას ახორციელებდა არანაკლებ 2 მომწოდებელთან კომუნიკაციით.

 

რაც შეეხება ე.წ. Design-build მეთოდით განხორციელებულ შესყიდვას, ამ მეთოდით გამოცხადებული ტენდერის შედეგად მოეწყო ცესკოს საოპერაციო/სასაწყობო ინფრასტრუქტურა, რომელიც თავისი ფუნქციური დანიშნულებით საკვანძო რგოლია ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არჩევნების ჩატარებისას. უდავოა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბრის თვეში შესული ცვლილებებისა და კონსოლიდირებული შესყიდვის საფუძველზე, საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების მიწოდების თაობაზე 2023 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, არსებობდა შესაბამისი საოპერაციო/სასაწყობო სივრცის უკიდურესად შემჭიდროებულ ვადაში მოწყობის დასაბუთება და აუცილებლობა, რაც წარმატებით და სამაგალითოდ განხორციელდა. თავის მხრივ, კონცეპტუალური პროექტის შემუშავების მიზნით, კონკურსისა თუ ტენდერის გამოცხადება პროექტის დროულად დასრულებას საფრთხეს შეუქმნიდა, რის გამოც, სამუშაოს მოცულობები განისაზღვრა ცესკოს მიერ დაქირავებული პირის მიერ. სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე შეირჩა პროექტის განხორციელების შესაბამისი მოდელი, რომელმაც უზრუნველყო სამუშაოების დროული და წარმატებული დასრულება.

 

რაც შეეხება საწვავის ლიმიტების განსაზღვრის წესის შემუშავების შესახებ აუდიტის რეკომენდაციას, აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ ყოველთვიური საწვავის ხარჯი მნიშვნელოვნად დაბალი იყო განსაზღვრულ ლიმიტებთან შედარებით და ადგილი არ ჰქონია ლიმიტის გადაჭარბებას ან არამიზნობრივ გამოყენებას, რის გამოც გაიცა რეკომენდაცია შესაბამისი წესის შემუშავება/დახვეწასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება თანამდებობრივი სარგოს საკითხს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2023 წელს ჯამურად გაცემული დანამატის ოდენობამ შეადგინა თანამდებობრივი სარგოს 12.5%, ხოლო 2024 წელს - 12.3%.

 

საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულ ყველა პირთან მიმართებით (კომისიის წევრები, საჯარო მოხელეები, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები) თანხები გაიცემოდა ცესკოს - როგორც კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილი წესების შესაბამისად. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ დანამატის გაცემის აღნიშნულ წესებს, სრულად ითვალისწინებს მოქმედი საარჩევნო კოდექსის შესაბამისი ნორმებიც.

 

გვსურს ხაზი გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ 2023-2024 წლების განმავლობაში გაიმართა სამი არჩევნები (ორი შუალედური/რიგგარეშე, ერთი სრულმასშტაბიანი საპარლამენტო). შესაბამისად, აუდიტის ანგარიშში მოყვანილი ჯამური თანხა 80 მილიონი ლარი შეადგენს 2 წლის განმავლობაში გაცემული თანხების ჯამს. აღნიშნულ პერიოდში დანამატი გაცემულია საარჩევნო ადმინისტრაციის 1 716 თანამშრომელზე, ხოლო სარგო 59 309 თანამშრომელზე (მოიცავს საარჩევნო ადმინისტრაციის სამივე დონეს: ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ანგარიშში ასახული საკითხები სწორედ ბიზნესპროცესების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული და კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ადგილი არ ჰქონია არსებით გადაცდომას ან დარღვევას.

 

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაო და ის რეკომენდაციები, რომელიც გაიცა ცესკოს მიმართ. მოკლე დროში რეკომენდაციების თითქმის 100%-იანი შესრულებაც იმის დადასტურებაა, რომ უწყება პასუხისმგებლობით უდგება ამ საკითხს და მოტივირებულია არსებული ბიზნესპროცესი კიდევ უფრო გააუმჯობესოს, ეფექტური გახადოს და დაუახლოოს კარგ პრაქტიკას და სტანდარტებს. ცესკო ყოველთვის ღიაა საზოგადოებრივი კონტროლის, პროფესიული კრიტიკისა და ანგარიშვალდებულებისთვის, თუმცა არ დატოვებს უყურადღებოდ არც ერთ უსაფუძვლო ბრალდებას, ცილისწამებას და დეზინფორმაციას, მიზანმიმართულ მცდელობას, რომელიც უწყების დისკრედიტაციისკენ იქნება მიმართული.

 

დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობა ეფუძნება ფაქტებს, გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობას. სწორედ ამ პრინციპებით აგრძელებს ცესკო საქმიანობას და მომავალშიც უზრუნველყოფს საკუთარი საქმიანობის მაქსიმალურ გამჭვირვალობასა და ეფექტიანობას", - წერია განცხადებაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
ალექსანდრ ვუჩიჩი - 2012 წლიდან დღემდე საქართველომ საოცარი შედეგები აჩვენა, სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა პირველ კვარტალში იყო 9.3%, ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ აქვს
ალექსანდრ ვუჩიჩი - საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, გვექნება საშუალება, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ
ირაკლი კობახიძე - სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ეს ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ქართულ-სერბულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ყველა მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და სერბეთს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივად გამოცდილების გაზიარება და მჭიდრო კოორდინაცია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ - ცესკო
ირაკლი კობახიძე - მზად ვართ, გავაღრმაოთ პარტნიორობა სერბეთთან, რათა სრულყოფილად იყოს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, ევროკავშირს „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს
ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი სახელმწიფო რეგულირებას დაექვემდებარება
მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდარ ვუჩიჩი პატრიარქ შიო III-ს შეხვდნენ
გურამ მაჭარაშვილი: ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიციელი იძულებულია, პროპორციული ძალა გამოიყენოს. უფრო მეტიც, ეს მისი ვალდებულებაა
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ნავთობტანკერ SMYRTOS-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გია ვოლსკი - თაღლითური სცენარია, წარმოაჩინონ თითქოს 45 000 პოლიციელიდან რამდენიმეს გადაცდომა სისტემური დანაშაულია, ეს მტკიცება გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭადაც არ ღირს
გია ვოლსკი - ცაჰკნას და მისნაირებს საქართველოში უნდათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე წავა, ცალ ფეხზე დადგება და მუხლებზე დაიჩოქებს
პაატა სალია ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს
მიხეილ ყაველაშვილმა ალექსანდრ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა
კახა კალაძე - ოპოზიციაში რაც ხდება, საზოგადოება კარგად ხედავს, მათ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, აქვთ დღის წესრიგი, რომელიც მოდის გარედან და მას მიჰყვებიან
კახა კალაძე - ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება, დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა
კახა კალაძე - ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან როცა ვისმენთ შანტაჟს, ხომ ვიცით მიზეზებიც - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას