ირაკლი კობახიძე - სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ეს ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ქართულ-სერბულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ყველა მიმართულებით

ეს გახლავთ სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ქართულ-სერბულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ყველა მიმართულებით.



„ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, დღეს ვმასპინძლობდეთ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ალექსანდარ ვუჩიჩს. დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი, რომელიც მტკიცედ ზრუნავს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაზე, განმტკიცებაზე და მაქსიმუმს აკეთებს სერბი ხალხის კეთილდღეობისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, ვმასპინძლობდეთ დღეს ბატონ ალექსანდარ ვუჩიჩს, სერბეთის პრეზიდენტს.

 

აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ქართულ-სერბულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ყველა მიმართულებით.

 

საქართველოსა და სერბეთს შორის ურთიერთობები ემყარება მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და ხალხთაშორისი კავშირების ხანგრძლივ ტრადიციებს. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული მემკვიდრეობა და საერთო ფასეულობები. ამ კუთხითაც, ხაზი უნდა გაესვას ბატონი პრეზიდენტის განსაკუთრებულ ძალისხმევას იმისათვის, რომ სერბეთმა მტკიცედ იზრუნოს საკუთარი რელიგიური და ეთნიკური იდენტობის დაცვაზე, რაც განსაკუთრებულად დასაფასებელია, განსაკუთრებით, თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში. ეს ღირებულებითი კავშირი კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ქმნის ახალ იმპულსს და ძალიან მნიშვნელოვან იმპულსს ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

 

ჩვენი ქვეყნები და ჩვენი ხელისუფლებები ძალიან კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტის დაცვის ფუნდამენტურ მნიშვნელობას. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ბატონი პრეზიდენტის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო, ბუნებრივია, არის სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი", - განაცხადა პრემიერმა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკვანძო საკითხებს.

 

„მოხარული ვარ, რომ დღეს გვქონდა შესაძლებლობა დეტალურად გვესაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკვანძო საკითხებზე და განგვეხილა ჩვენი კავშირების, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას. სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში უმაღლესი დონის კონტაქტები უფრო ინტენსიური გახდა. უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია სერბეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ. დარწმუნებული ვარ, დიპლომატიური წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას", - განაცხადა პრემიერმა.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
ალექსანდრ ვუჩიჩი - 2012 წლიდან დღემდე საქართველომ საოცარი შედეგები აჩვენა, სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა პირველ კვარტალში იყო 9.3%, ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ აქვს
ალექსანდრ ვუჩიჩი - საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, გვექნება საშუალება, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ
ირაკლი კობახიძე - სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ეს ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ქართულ-სერბულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ყველა მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და სერბეთს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივად გამოცდილების გაზიარება და მჭიდრო კოორდინაცია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ - ცესკო
ირაკლი კობახიძე - მზად ვართ, გავაღრმაოთ პარტნიორობა სერბეთთან, რათა სრულყოფილად იყოს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, ევროკავშირს „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს
ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი სახელმწიფო რეგულირებას დაექვემდებარება
მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდარ ვუჩიჩი პატრიარქ შიო III-ს შეხვდნენ
გურამ მაჭარაშვილი: ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიციელი იძულებულია, პროპორციული ძალა გამოიყენოს. უფრო მეტიც, ეს მისი ვალდებულებაა
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ნავთობტანკერ SMYRTOS-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გია ვოლსკი - თაღლითური სცენარია, წარმოაჩინონ თითქოს 45 000 პოლიციელიდან რამდენიმეს გადაცდომა სისტემური დანაშაულია, ეს მტკიცება გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭადაც არ ღირს
გია ვოლსკი - ცაჰკნას და მისნაირებს საქართველოში უნდათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე წავა, ცალ ფეხზე დადგება და მუხლებზე დაიჩოქებს
პაატა სალია ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს
მიხეილ ყაველაშვილმა ალექსანდრ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა
კახა კალაძე - ოპოზიციაში რაც ხდება, საზოგადოება კარგად ხედავს, მათ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, აქვთ დღის წესრიგი, რომელიც მოდის გარედან და მას მიჰყვებიან
კახა კალაძე - ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება, დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა
კახა კალაძე - ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან როცა ვისმენთ შანტაჟს, ხომ ვიცით მიზეზებიც - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას