ალექსანდრ ვუჩიჩი - 2012 წლიდან დღემდე საქართველომ საოცარი შედეგები აჩვენა, სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა პირველ კვარტალში იყო 9.3%, ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ აქვს

სერბეთის რესპუბლიკა აღიარებს საქართველოს მიღწევებს, 2012 წლიდან დღემდე საქართველომ საოცარი შედეგები აჩვენა, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში იყო 9.3% და მსგავსი მაჩვენებელი ევროპაში არსად არის, სწორედ ამიტომ, სერბეთი ბევრს სწავლობს საქართველოსგან.

 

„დიპლომატიური კავშირების მიღმა, ჩვენს ქვეყნებს აქვთ განსაკუთრებული ურთიერთობები. მე ვარ სერბეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ჩამოვედი თქვენს ქვეყანაში და მადლობას გიხდით ასეთი თბილი მიღებისთვის. მადლობას გიხდით, ასევე, ამ ურთიერთობებისთვის. საქართველოს ჩვენ ვუყურებთ არა მხოლოდ როგორც მეგობარ ქვეყანასა და ერს, არამედ ჩვენ ხანგრძლივი მართლმადიდებლური ტრადიციები გვაქვს და ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება, პატრიარქ შიო მესამესთან მქონოდა ურთიერთობა. ჩვენი ძმური მართლმადიდებლური ურთიერთობა განსაკუთრებულია. ასევე მესმის, რამდენად შორს მიმავალია თქვენი ხედვა სამომავლოდ. ჩვენ მეგობრები ვართ და ყოველთვის პატივს ვცემთ ერთმანეთს. გვქონდა შეხვედრები, სხვა ღონისძიებები, სადაც ძალიან თბილად ვურთიერთობთ. ჩვენ ყოველთვის გვესმის ერთმანეთის, იმ პოლიტიკის, რასაც ვახორციელებთ ჩვენს ქვეყნებში. მიხარია სერბეთის შედეგები და ვამაყობ იმითაც, რასაც თქვენ მიაღწიეთ. 2012 წლიდან დღემდე საქართველომ საოცარი შედეგები აჩვენა. ვსაუბრობ სერბეთის სახელით, სერბეთის რესპუბლიკა აღიარებს თქვენს მიღწევებს. ზოგი ამას აღიქვამს ისე, რომ თავისთავად ასე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში იყო 9.3%. ჩვენ ვიცით, რომ ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ აქვს და ჩვენც ვამაყობთ თქვენი ამ შედეგით. პირველი კვარტალი როცა დაჯამდება, ჩვენც ვნახავთ, რა მაჩვენებლით გაიზარდა ჩვენთან ეკონომიკა, მაგრამ ვხედავთ, საქართველოში რამხელა წინსვლაა და რა ტემპი აქვს საქართველოს განვითარებას. დასავლეთში ვამბობთ, რომ დასავლეთ ევროპაში ასეთი ტენდენცია რომ არსებობდეს, ეკონომიკური განვითარების ასეთი ტემპი რომ იყოს, საოცარი იქნებოდა. ვამაყობ იმით, რაც ხდება საქართველოში, ძალიან მიხარია თქვენი მიღწევები და ბევრს ვსწავლობ თქვენგან. 12% იყო მშენებლობის დარგში ზრდის მაჩვენებელი საქართველოში, ესეც განსაკუთრებული მაჩვენებელია, ტურიზმშიც ძალიან მაღალი იყო ზრდა. ჩვენ ვხედავთ, სად შეიძლება ვისწავლოთ თქვენგან, რაზე უნდა ვიმუშაოთ სერბეთში უფრო მეტად, რომ თქვენს მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ", - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
ალექსანდრ ვუჩიჩი - 2012 წლიდან დღემდე საქართველომ საოცარი შედეგები აჩვენა, სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა პირველ კვარტალში იყო 9.3%, ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ აქვს
ალექსანდრ ვუჩიჩი - საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, გვექნება საშუალება, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ
ირაკლი კობახიძე - სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ეს ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ქართულ-სერბულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ყველა მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და სერბეთს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივად გამოცდილების გაზიარება და მჭიდრო კოორდინაცია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ - ცესკო
ირაკლი კობახიძე - მზად ვართ, გავაღრმაოთ პარტნიორობა სერბეთთან, რათა სრულყოფილად იყოს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, ევროკავშირს „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს
ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი სახელმწიფო რეგულირებას დაექვემდებარება
მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდარ ვუჩიჩი პატრიარქ შიო III-ს შეხვდნენ
გურამ მაჭარაშვილი: ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიციელი იძულებულია, პროპორციული ძალა გამოიყენოს. უფრო მეტიც, ეს მისი ვალდებულებაა
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ნავთობტანკერ SMYRTOS-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გია ვოლსკი - თაღლითური სცენარია, წარმოაჩინონ თითქოს 45 000 პოლიციელიდან რამდენიმეს გადაცდომა სისტემური დანაშაულია, ეს მტკიცება გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭადაც არ ღირს
გია ვოლსკი - ცაჰკნას და მისნაირებს საქართველოში უნდათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე წავა, ცალ ფეხზე დადგება და მუხლებზე დაიჩოქებს
პაატა სალია ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს
მიხეილ ყაველაშვილმა ალექსანდრ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა
კახა კალაძე - ოპოზიციაში რაც ხდება, საზოგადოება კარგად ხედავს, მათ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, აქვთ დღის წესრიგი, რომელიც მოდის გარედან და მას მიჰყვებიან
კახა კალაძე - ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება, დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა
კახა კალაძე - ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან როცა ვისმენთ შანტაჟს, ხომ ვიცით მიზეზებიც - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას