ნინო წილოსანი - მაკრონი ამბობს, რომ ამერიკა კანონების მიღებას ვერ უკარნახებს, სასტიკია კარმა, გვახსოვს, ევროკავშირის ლიდერები როგორ მიუთითებდნენ საქართველოს, როგორი კანონები ჰქონოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხმა ამოიღო და განაცხადა, რომ ამერიკა საფრანგეთს ვერ უკარნახებს, როგორი კანონები მიიღონ და როგორი პოლიტიკა შეიმუშაონ. სასტიკია კარმა. გვახსოვს, ევროკავშირის ლიდერები როგორ მიუთითებდნენ საქართველოს, როგორი კანონები ჰქონოდა, - პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

 

ნინო წილოსანის თქმით, ევროკავშირის იდეა ნიშნავდა, რომ წესები ყველას ერთი ჰქონდა, თუმცა, წილოსანის შეფასებით, ეს წესები მაშინ დაარღვიეს, როცა საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტის გადაწყვეტილებები მიიღეს.

 

„კარმა ასეთი სასტიკია. საქართველოს შემთხვევაში მოგვიწოდებდნენ, რომ მათი მითითებები მიგვეღო. ახლა თავად იმავე ფაქტების წინაშე დადგნენ. ამერიკის მხრიდან მითითება და შეთავაზებაა, რომ ტარიფებთან დაკავშირებით თუ ვერ მორიგდებიან, ფრანგულ ალკოჰოლურ სასმელებს 100-პროცენტიანი ტარიფი დაუწესდება. აქედან გამომდინარე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხმა ამოიღო და განაცხადა, რომ ამერიკა საფრანგეთს ვერ უკარნახებს, როგორი კანონები მიიღონ და როგორი პოლიტიკა შემოიშაონ. სასტიკია კარმა, რადგან გვახსოვს, ევროკავშირის ლიდერები როგორ მიუთითებდნენ საქართველოს, როგორი კანონები ჰქონოდა. თუნდაც, გაიხსენეთ, როგორ გვაკრიტიკებდნენ „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებისას. პრინციპია, რაც დიდ ქვეყანაში მისაღები და აუცილებელია, პატარა ქვეყნებს ამის უფლება არ აქვთ. ევროკავშირის იდეა იმას ნიშნავდა, რომ წესები ყველას ერთი ჰქონდა. მათ ეს წესები მაშინ დაარღვიეს, როცა საქართველოს მიმართ უსამართლოდ ორმაგი სტანდარტის გადაწყვეტილებები მიიღეს", - განაცხადა წილოსანმა.

 

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთისგან ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გადასახადის გაუქმებას ითხოვს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი პასუხობს, რომ აშშ არ წყვეტს ფრანგების კანონმდებლობის საკითხებს.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
დონალდ ტრამპი - რუსეთმა შეთანხმება უნდა დადოს, რვა ომი მოვაგვარე, ამის მოგვარება ყველაზე ადვილი მეგონა, ორ ლიდერს შორის დიდი ანტიპათიაა
პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა
ალექსანდრ ვუჩიჩი - გაუმარჯოს სერბ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობას
ნინო წილოსანი - მაკრონი ამბობს, რომ ამერიკა კანონების მიღებას ვერ უკარნახებს, სასტიკია კარმა, გვახსოვს, ევროკავშირის ლიდერები როგორ მიუთითებდნენ საქართველოს, როგორი კანონები ჰქონოდა
ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
ალექსანდრ ვუჩიჩი - 2012 წლიდან დღემდე საქართველომ საოცარი შედეგები აჩვენა, სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა პირველ კვარტალში იყო 9.3%, ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ აქვს
ალექსანდრ ვუჩიჩი - საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, გვექნება საშუალება, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ
ირაკლი კობახიძე - სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ეს ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ქართულ-სერბულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ყველა მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და სერბეთს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივად გამოცდილების გაზიარება და მჭიდრო კოორდინაცია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ - ცესკო
ირაკლი კობახიძე - მზად ვართ, გავაღრმაოთ პარტნიორობა სერბეთთან, რათა სრულყოფილად იყოს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, ევროკავშირს „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს
ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი სახელმწიფო რეგულირებას დაექვემდებარება
მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდარ ვუჩიჩი პატრიარქ შიო III-ს შეხვდნენ
გურამ მაჭარაშვილი: ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიციელი იძულებულია, პროპორციული ძალა გამოიყენოს. უფრო მეტიც, ეს მისი ვალდებულებაა
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ნავთობტანკერ SMYRTOS-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გია ვოლსკი - თაღლითური სცენარია, წარმოაჩინონ თითქოს 45 000 პოლიციელიდან რამდენიმეს გადაცდომა სისტემური დანაშაულია, ეს მტკიცება გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭადაც არ ღირს
გია ვოლსკი - ცაჰკნას და მისნაირებს საქართველოში უნდათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე წავა, ცალ ფეხზე დადგება და მუხლებზე დაიჩოქებს