შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
პარლამენტის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში სერბეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას.
„შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის ურთიერთობები საერთო ევროპულ ღირებულებებსა და მომავლის საერთო ხედვას, მათ შორის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მიზანს, ეფუძნება. პარლამენტის თავმჯდომარემ სერბულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და დაადასტურა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისადმი ქართული მხარის ურყევი მხარდაჭერა.
ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობები. მისი თქმით, მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობის წარმატებით დასრულება, ბიზნესის წარმომადგენლებს შორის კავშირების გაძლიერება, ასევე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაზრდა. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა სერბეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ჩამოყალიბება.
მხარეებმა განიხილეს გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ბოლო განცხადება, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალ წევრებს შესაძლოა, არ მიენიჭოთ იგივე ხმის უფლება, როგორიც მოქმედ წევრებს აქვთ. მხარეებმა აღნიშნეს, რომ არსებული სიტუაციის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი მიზნების დასახვა. ალექსანდრ ვუჩიჩმა შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკაში მიიწვია.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა, სერბეთთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი მეზურნიშვილმა", - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო
შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს
,,უკრაინულმა ძალებმა ყირიმში ტიტანის მწარმოებელ მსხვილ ქარხანას დაარტყეს, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუშაობდა''- მედია
თამარ ტალიაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტსა და UFC-ს შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
სოფო ხორგუანი - მივმართავ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა - მთავარი განსახილველი საკითხი უნდა იყოს რუსეთის მიერ ცხინვალის ტერიტორიაზე მიმდინარე ბოლო პროცესები
შალვა პაპუაშვილი - შხამიანი თესლიდან კარგი ნაყოფი ვერ გაიზრდება, რადიკალური ოპოზიცია საფუძველშივე დგას ანტიქართულ იდეოლოგიაზე
ევროკომისიის პრესსპიკერი - ქართულ მხარესთან შეხვედრა იყო ტექნიკური, წარიმართა ფაქტებზე დაფუძნებით, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ მთავრობასთან
ფრიდრიხ მერცი:უკრაინა შორეულ პერსპექტივაში ევროკავშირის ნაწილი გახდება
ირაკლი კობახიძე - 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპულ ბიუროკრატიას გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი, დარჩათ ვიზალიბერალიზაცია, ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, რომელიც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს, როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და თავდაცვის უფლებას იტოვებს - CBS News
ემანუელ მაკრონი - ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინასა და კრემლს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს
შალვა პაპუაშვილი - უკრაინა, უკვე ოთხი წელია, ომობს, ბორის ჯონსონი კი, მშვიდად დადის, კონფერენციებს ატარებს და სემინარებში მონაწილეობს
შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც გარედან დაკვეთით არაერთხელ ჩაატარეს, ამას ხალხი აღარ იჯერებს
აშშ-მა, შესაძლოა, გერმანიაში "ტომაჰავკის" ტიპის რაკეტების განთავსების გეგმაზე უარი თქვას -"პოლიტიკო"
ჯეფრი საქსი - მე ძალიან მაწუხებს ევროპის ჩარევა სამხრეთ კავკასიაში, ვფიქრობ, ეს სრულიად შეუსაბამოა, ევროკავშირი თამაშობს უკიდურესად საშიშ თამაშს, რომელიც მისი მისიის ფარგლებს მნიშვნელოვნად სცდება
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილი პროექტების მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად თვისებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის
ერევნის ახლანდელი კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო კონკრეტულ ქმედებებს იწვევს -რუსეთის საგარეო უწყება
თბილისში უსახლკაროს სტატუსის მქონე 450 ოჯახს საცხოვრებელი ფართი უკვე გადაეცა