ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვანია, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ზამთრის დადგომამდე დაორგანიზდეს

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „დიდ შვიდეულში" ყველას ესმის, რომ რუსეთი არ იმარჯვებს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ტრამპთან საუბრისას ერთ-ერთ საკითხად მან წამოაყენა ანტიბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის საჭირო ლიცენზიების მიღება. მისივე თქმით, სამიტის სხვა მონაწილეებთან ასევე განიხილეს უკრაინის საჭიროებები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებითი რაოდენობის აუცილებლობა.

„ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ რუსეთი არ იმარჯვებს და ჩვენ უნდა მივაღწიოთ ომის დასრულებას", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ზამთრის დაწყებამდე სურს.

„მე ვიცი, რომ პუტინმა სხვადასხვა ლიდერთან ბევრი წინადადება წამოაყენა. ვგულისხმობ, რომ მე ჩავიდე მოსკოვში. თუმცა, ჩვენ ასეთ თამაშებში არ ვმონაწილეობთ. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება მესამე ქვეყანა, არა რუსეთი და უკრაინა. გასაგებია, რატომაც. ეს შეიძლება იყოს შვეიცარია, თურქეთი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. ეს, შეიძლება, იყოს აშშ. თუმცა მე არ ვარ აშშ-ის პრეზიდენტი, რომ ეს გავაკეთო, მოვაწყო ეს შეხვედრა ან არა. თუმცა, ვფიქრობ, რომ შეიძლება, აშშ იყოს ასეთი ქვეყანა. მათ უკვე ჰქონდათ შეხვედრა აშშ-ში, ალასკაზე. ეს უნდა მოხდეს ზამთრის დადგომამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა ზამთრის დადგომამდე იყოს ორგანიზებული. წინა ზამთარი საშინელი იყო ჩვენთვის და არ გვინდა, იგივე გავიაროთ. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ მათაც არ ექნებათ მარტივი ზამთარი. ასე რომ, ჩემი წინადადებაა დიალოგი", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 





მსგავსი სიახლეები
ისრაელმა აშშ-ს ირანთან შეთანხმების ტექსტის ნახვა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო - CNN
The Telegraph: ევროპა ნელ-ნელა აცნობიერებს კაია კალასის აბსურდულობას
„ფაინენშალ თაიმსი“ - „დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ენერგოექსპორტის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებენ
ფაშინიანი: პარლამენტში წარმოდგენილი ამჟამინდელი ოპოზიცია სრულიად უკანონო საქმიანობის შედეგად ჩამოყალიბდა, რის გამოც სახელმწიფოს აქვს კანონიერი უფლება, მომავალში ამ წრეებს პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობა შეუზღუდოს
მედია - რუსეთში ვიზიტის გამო რამდენიმე ევროდეპუტატს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეს
ბრიტანული მედია: რუსულმა სამხედრო ხომალდმა ლა-მანშის სრუტეში ბრიტანული იახტის მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელა
ირანი, შეთანხმების ფარგლებში, ისრაელისგან ლიბანიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვანია, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ზამთრის დადგომამდე დაორგანიზდეს
,,რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების რეჟიმი მალე გაუქმდება''- ტრამპი
სერგეი ლავროვი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებლად იქნება გამოყენებული მათ მიერ, ვისაც მისი მილიტარიზაცია სურს
აშშ-ში სტრატეგიულმა ბომბდამშენმა B-52-მა კატასტროფა განიცადა — დაღუპულია 8 ადამიანი
მასუდ ფეზეშქიანი: აშშ-თან მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის ფორმალიზებული
ირანთან გარიგება სრულად ხელმოწერილია, მთავარია, რომ მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
ევროკავშირის ყველა ქვეყანა დათანხმდა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას
,,თეთრი სახლის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ისრაელისთვის სავალდებულო ძალის მქონე არ არის''- ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი მზად არიან, „გააკეთონ რაღაც“ უკრაინაში ომის დასასრულებლად
ჯეი დი ვენსი - ირანთან შეთანხმებას ელექტრონულად მოვაწერეთ ხელი, თუ დავინახავთ, რომ რეალურ ნაბიჯებს დგამენ, მაშინ ამას სანქციების შემსუბუქება მოჰყვება
,,გემები ჰორმუზის სრუტიდან თავისუფლად გადაადგილებას იწყებენ''- ტრამპი
დონალდ ტრამპი - გემები, მათგან ბევრი ნავთობით დატვირთული, იწყებენ მოძრაობას ჰორმუზის სრუტიდან, მიემართებიან სამხრეთის „მაგისტრალით“, რომელიც სრულიად უსაფრთხო და უპრობლემოა
ისრაელ კაცი - ისრაელი არ გაიყვანს საკუთარ ძალებს ლიბანში დაკავებული ტერიტორიებიდან