გოგა ხაინდრავა - ვეცდები, რომ „ფორმულას“ წინააღმდეგ ჩემმა საჩივარმა გაგრძელება ჰპოვოს არა სამოქალაქო, არამედ სისხლის სამართლის მიმართულებით
კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „ფორმულას" წინააღმდეგ სამოქალაქო დავა დაიწყო.
ხაინდრავა „ფორმულას" მის წინააღმდეგ ცრუ და ცილისწამების შემცველი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
„საქმე მაქვს ძებნილი კრიმინალის მიერ დაფუძნებულ, ნაძარცვი ფულით შექმნილ ორგანიზაციასთან, რომელიც ცილისწამებითა და სიცრუის გავრცელებით არის დაკავებული. ეს კლასიკური მაგალითია და ყველაფერი სასამართლოში დადასტურდება. ცილი დამწამეს, თითქოს, 2 000 დოლარის სანაცვლოდ, 2 000 პაკისტანელი არალეგალურად შემოვიყვანე საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს, რომ ამაში, სულ მცირე, ჩართული უნდა ყოფილიყვნენ სუს-ი და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტი. შესაბამისად, საუბარია ერთობლივ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე და უმძიმეს დანაშაულზე. ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს მძიმე დანაშაულთან. ეს განსაკუთრებით მძიმე ცილისწამებაა, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ არის მიმართული. თუ აღმოჩნდება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მართლაც მონაწილეობდნენ ამ პროცესში, მათი მხრიდან ეს უმძიმესი დანაშაული იქნება. ვფიქრობ, სასამართლო დაადასტურებს, რომ ეს არის ცილისწამებისა და სიცრუის გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომლის უკან დგას საქართველოდან გაქცეული კრიმინალი, რომელმაც ქართული ჯარი გაძარცვა. საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ეს სამოქალაქო საქმეა, სისხლის სამართლის საქმეა, რადგან ან მე მაქვს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, ან მათ, ვინც ცილი დაგვწამა მე, სუს-სა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტს. ორივე შემთხვევაში, საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს. ამიტომ ვეცდები, ამ საქმემ გაგრძელება ჰპოვოს სისხლის სამართლის მიმართულებით და არა სამოქალაქო დავის ფარგლებში", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ამასთან, მოპასუხე მხარის, ტელეკომპანია „ფორმულას" იურისტის განცხადებით, ისინი ხაინდრავას სარჩელს არ ეთანხმებიან.
საქალაქო სასამართლოში დღევანდელი პროცესი გადაიდო და საქმის განხილვა პირველი ივლისიდან გაგრძელდება.
მსგავსი სიახლეები
დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
"საქართველოს რკინიგზის" საქმეზე დაკავებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, დავით ფერაძესა და ზაზა ბიძინაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში "ფორმულას" მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს "სანდოს" დირექტორი და შპს "სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის" ინსპექტორი დააკავა
პატიმარი ქალები ელენე ხოშტარიას ტყუილში ამხელენ
სპეციალური პენიტენციური სამსახური ელენე ხოშტარიას ადვოკატის განცხადებას ეხმაურება
"საქართველოს რკინიგზის" ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძესა და კიდევ 7 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
გოგა ხაინდრავა - ვეცდები, რომ „ფორმულას“ წინააღმდეგ ჩემმა საჩივარმა გაგრძელება ჰპოვოს არა სამოქალაქო, არამედ სისხლის სამართლის მიმართულებით
ერთი თვის წინ მოწმის სახით გამოკითხეს, ხელი კი გაუთქმელობაზე მოაწერინეს - კორუფციის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი
კახეთში ცოლ-ქმრის ჩხუბს მეზობლის ქალი ემსხვერპლა
სუს-ი: "საქართველოს რკინიგზის" ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდება
მეხანძრე-მაშველებმა 2 ივნისის ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ქურდიანის ქუჩაზე მომხდარზე 2 პირი დააკავეს
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან დღემდე, საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა, 7 საქმე კი შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასრულდა
მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს
პოლიციამ მესტიაში დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოიღო, ჯამში ამოღებულია 330 ე.წ. მაინერი
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანასკოლელს დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, სისტემატურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას
შსს ხაშურში ცეცხლსასროლი იარაღით ორი პირის მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს