The Telegraph: ევროპა ნელ-ნელა აცნობიერებს კაია კალასის აბსურდულობას
ევროკავშირს 2010 წლიდან აქვს დინამიური სახელწოდების მქონე საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) - ბოლო 18 თვეა, ესტონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს უკავია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მნიშვნელოვნად ჟღერადი თანამდებობა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, რასაც იგი საგარეო საქმეთა საბჭოს თავმჯდომარისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობებსაც უთავსებს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „ევროპა ნელ-ნელა აცნობიერებს კაია კალასის აბსურდულობას".
„მაგრამ რას აკეთებს კალასი სინამდვილეში? ის არც კი მიუწვევიათ, როდესაც ევროპელი ლიდერები ერთმანეთს დაუკავშირდნენ, რათა დონალდ ტრამპის ვლადიმირ პუტინთან გამართული სამიტი განეხილათ, რომელიც გასულ აგვისტოს ალასკაში შედგა [ევროკავშირს მის ნაცვლად ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენდა]. მართლაც, როდესაც კი იმ მსოფლიო ლიდერებიდან რომელიმეს უმაღლესი რანგის ევროპელებთან გასაუბრება სურს, ისინი კალასს კი არ ურეკავენ, არამედ ემანუელ მაკრონს, ფრიდრიხ მერცს ან ჯორჯია მელონის", - წერს სტატიის ავტორი ოუენ მეთიუსი.
სტატიის ავტორის თქმით, კალასის ოფიციალური მოვალეობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია და მისი მკაფიოდ ჩამოყალიბებაა. „თუმცა მისი - და მთელი ევროპის - პრობლემა ის არის, რომ მსგავსი თანმიმდევრული, მით უმეტეს ერთიანი, საგარეო პოლიტიკა უბრალოდ არ არსებობს".
„ავიღოთ, მაგალითად, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების 20 პაკეტი, რაც საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის დიდ ტრიუმფადაა გასაღებული. თეორიულად, ყველა წევრი ქვეყანა მხარს უჭერს ვლადიმირ პუტინის დასჯას უკრაინაში შეჭრის გამო. პრაქტიკაში კი, ირლანდია კვლავ აგრძელებს იმ ფოლადის წარმოებას, რომელიც, სავარაუდოდ, რუსულ სამხედრო მანქანას კვებავს, ხოლო რუსული „ლუკოილი" კვლავ ამუშავებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ნიდერლანდებში, ბულგარეთსა და რუმინეთში [თუმცა ახლა მათი გაყიდვის პროცესშია, რაც, ირონიულია, მაგრამ არა ევროკავშირის სანქციების, არამედ აშშ-ის ზეწოლის შედეგია]. ევროპული ტანკერები კვლავ აგრძელებენ რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას, ხოლო ევროკავშირი, მთლიანობაში, რუსეთის მიერ მსოფლიო მასშტაბით ექსპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის გამაოგნებელ 49 პროცენტს ყიდულობს. მიუხედავად იმისა, რომ მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდებაზე ფორმალური აკრძალვა არსებობს, უნგრეთი და სლოვაკეთი არა მხოლოდ აგრძელებენ „გაზპრომის" ნავთობის იმპორტს „დრუჟბის" მილსადენით, არამედ, რაც კიდევ უფრო გასაკვირია, აიძულეს ევროკავშირი, გადაეხადა მისი შეკეთების საფასური, როდესაც იანვარში მილსადენის უკრაინული მონაკვეთი ააფეთქეს", - აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „კალასმა არაერთხელ ვერ შეძლო დაერწმუნებინა ევროპული ქვეყნები, რომ მისი სიტყვები საქმედ ექციათ. გასულ წელს იგი შეეცადა უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება მოეზიდა, თუმცა საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის წინააღმდეგობამ აიძულა იგი, ეს თანხა საბრძოლო მასალისთვის განკუთვნილ „რეალისტურ" 5 მილიარდ ევრომდე შეემცირებინა".
„გასაკვირი არ არის, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის (EEAS) ფუნდამენტური სტრუქტურული უძლურების გათვალისწინებით, რომ ფრანგმა მაღალჩინოსნებმა უკვე დაიწყეს რეფორმების მთელი პაკეტის განხილვა. ფრანგების წინადადებაა, სამსახურის 140 საერთაშორისო წარმომადგენლობა მხოლოდ 18 რეგიონულ ჰაბად გაერთიანდეს. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სანქციების სიების შედგენა და სამხედრო მისიების დაგეგმვა ევროპულ საბჭოს გადაეცემა, ხოლო ყოველდღიურ დიპლომატიას ზედამხედველობას ევროკომისია გაუწევს. მოკლედ რომ ვთქვათ, კალასი დამოუკიდებელი სამსახურის მართვის ნაცვლად, ანგარიშვალდებული იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინაშე. [...] იდეა იმის შესახებ, რომ ევროპა ერთიანი ხმით საუბრობს, ყოველთვის ილუზია იყო. მალე კი ეს ოფიციალურადაც გაფორმდება", - დასძინა სტატიის ავტორმა.
მსგავსი სიახლეები
ისრაელმა აშშ-ს ირანთან შეთანხმების ტექსტის ნახვა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო - CNN
The Telegraph: ევროპა ნელ-ნელა აცნობიერებს კაია კალასის აბსურდულობას
„ფაინენშალ თაიმსი“ - „დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ენერგოექსპორტის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებენ
ფაშინიანი: პარლამენტში წარმოდგენილი ამჟამინდელი ოპოზიცია სრულიად უკანონო საქმიანობის შედეგად ჩამოყალიბდა, რის გამოც სახელმწიფოს აქვს კანონიერი უფლება, მომავალში ამ წრეებს პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობა შეუზღუდოს
მედია - რუსეთში ვიზიტის გამო რამდენიმე ევროდეპუტატს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეს
ბრიტანული მედია: რუსულმა სამხედრო ხომალდმა ლა-მანშის სრუტეში ბრიტანული იახტის მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელა
ირანი, შეთანხმების ფარგლებში, ისრაელისგან ლიბანიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვანია, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ზამთრის დადგომამდე დაორგანიზდეს
,,რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების რეჟიმი მალე გაუქმდება''- ტრამპი
სერგეი ლავროვი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებლად იქნება გამოყენებული მათ მიერ, ვისაც მისი მილიტარიზაცია სურს
აშშ-ში სტრატეგიულმა ბომბდამშენმა B-52-მა კატასტროფა განიცადა — დაღუპულია 8 ადამიანი
მასუდ ფეზეშქიანი: აშშ-თან მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის ფორმალიზებული
ირანთან გარიგება სრულად ხელმოწერილია, მთავარია, რომ მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
ევროკავშირის ყველა ქვეყანა დათანხმდა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას
,,თეთრი სახლის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ისრაელისთვის სავალდებულო ძალის მქონე არ არის''- ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი მზად არიან, „გააკეთონ რაღაც“ უკრაინაში ომის დასასრულებლად
ჯეი დი ვენსი - ირანთან შეთანხმებას ელექტრონულად მოვაწერეთ ხელი, თუ დავინახავთ, რომ რეალურ ნაბიჯებს დგამენ, მაშინ ამას სანქციების შემსუბუქება მოჰყვება
,,გემები ჰორმუზის სრუტიდან თავისუფლად გადაადგილებას იწყებენ''- ტრამპი
დონალდ ტრამპი - გემები, მათგან ბევრი ნავთობით დატვირთული, იწყებენ მოძრაობას ჰორმუზის სრუტიდან, მიემართებიან სამხრეთის „მაგისტრალით“, რომელიც სრულიად უსაფრთხო და უპრობლემოა
ისრაელ კაცი - ისრაელი არ გაიყვანს საკუთარ ძალებს ლიბანში დაკავებული ტერიტორიებიდან