POLITICO: სტარმერმა თავდაცვისთვის დამატებითი დაფინანსების მოპოვება ვერ შეძლო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ჯონ ჰილის ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ შეიარაღებული ძალებისთვის დამატებითი დაფინანსების მოპოვება ვერ შეძლო. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
საფრანგეთში მიმდინარე „დიდი შვიდეულის" სამიტის ფარგლებში ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ სტარმერმა განაცხადა, რომ ჯარის გასაძლიერებლად რიგი მკაცრი ზომები მიიღო: გასულ წელს უცხო ქვეყნების დახმარება შეამცირა, ხოლო უკანასკნელ კვირებში სამთავრობო უწყებების დაფინანსების შემცირებას ცდილობს, რათა თავდაცვაში ინვესტიციების გეგმაზე მუშაობა დაასრულოს.
სტარმერმა აგრეთვე დასძინა, რომ თავდაცვის ახალი მინისტრი დენ ჯარვისი გეგმაში გარკვევას ახლა იწყებს და უნდა გადაწყვიტოს, რაზე დახარჯოს გამოთავისუფლებული სახსრები.
აღნიშნული გარემოება, როგორც POLITICO წერს, მიუთითებს იმაზე, რომ პროცესი დასრულებული არ არის და უკვე გამოყოფილი 13,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის გარდა ბრიტანეთის პრემიერმა ახალი სახსრების მოძიება ვერ მოახერხა.
გამოცემა აგრეთვე აღნიშნავს, რომ სტარმერი „დიდი შვიდეულის" სამიტის ფარგლებში ორჯერ შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, თუმცა ორმხრივი შეხვედრის გამართვაზე მას უარი უთხრეს. ბრიტანეთის პრემიერი აგრეთვე არ იმყოფებოდა ტრამპის, ემანუელ მაკრონისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე, რომელიც ცალკე გაიმართა.
მსგავსი სიახლეები
„ევრონიუსი“ - ევროკროპარლამენტმა ყველაზე მკაცრი მიგრაციული კანონი დაამტკიცა
,,ირანი და აშშ იღებენ ვალდებულებას, დაიცვან ერთმანეთის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა''- აშშ-ირანის მიერ შეთანხმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს აქვეყნებს
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი: პრეზიდენტი ტრამპი გვიყვარს, მაგრამ არ მივიღებთ შეთანხმებას, რომელსაც მან ხელი მოაწერა
მედიის ცნობით, ისრაელმა ახალი ავიაიერიშები მიიტანა ლიბანის სამხრეთ ნაწილზე
დონალდ ტრამპი - მე ბოსი ვარ
Trading Economics-ის მონაცემებით, ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ნავთობის ფასი მცირდება
POLITICO: ტრამპი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინას, თუ ევროპა მას ირანთან დაკავშირებით დაეხმარება
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ირანთან და ლიბანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
მარკ კარნი - უკრაინის თემაზე შეიმჩნევა აშშ-ისა და პრეზიდენტ ტრამპის ორიენტაციის ცვლილება
Financial Times: რუსეთის მიერ ემბარგოს შემოღების შემდეგ სომხეთს დახმარება დასჭირდა
ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა
,,იმედია, მემორანდუმი მართლაც გახდება ირანში ომის დასრულების გზა''- რომის პაპი
ირანმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა
POLITICO: სტარმერმა თავდაცვისთვის დამატებითი დაფინანსების მოპოვება ვერ შეძლო
სროლა აშშ-ის ქალაქ უილმინგტონის საავადმყოფოში - არის მსხვერპლი
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - „მზად ვართ, განვიხილოთ უკრაინისთვის ლიცენზიების გაცემა, რათა უკრაინაში სამხედრო წარმოება გაიზარდოს“
ისრაელმა აშშ-ს ირანთან შეთანხმების ტექსტის ნახვა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო - CNN
The Telegraph: ევროპა ნელ-ნელა აცნობიერებს კაია კალასის აბსურდულობას
„ფაინენშალ თაიმსი“ - „დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ენერგოექსპორტის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებენ
ფაშინიანი: პარლამენტში წარმოდგენილი ამჟამინდელი ოპოზიცია სრულიად უკანონო საქმიანობის შედეგად ჩამოყალიბდა, რის გამოც სახელმწიფოს აქვს კანონიერი უფლება, მომავალში ამ წრეებს პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობა შეუზღუდოს