,,იმედია, მემორანდუმი მართლაც გახდება ირანში ომის დასრულების გზა''- რომის პაპი

 

რომის პაპმა დადებითად შეაფასა აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული  შეთანხმება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.

ლეო XIV-მ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მადლობელია ღმერთის, რადგან მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

„მშვიდობისკენ და მოლაპარაკებებისკენ მოწოდება ყოველთვის აუცილებელია. მადლობა ღმერთს, რომ, სულ მცირე, ეს მემორანდუმი მაინც არსებობს, რომელსაც, როგორც ამბობენ, პარასკევს ოფიციალურად მოაწერენ ხელს. ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე საკითხი გადასაწყვეტი, თუმცა ამის გაკეთება ყოველთვის სჯობს დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით და არა ომის განახლებით", - აღნიშნა პონტიფიკოსმა.

მისი თქმით, მთავარი მიზანი უნდა იყოს ომის საბოლოო დასრულება.

„იმედი მაქვს, ეს მართლაც გახდება ომის დასრულების გზა. ომი ნამდვილად დასრულდება და ჩვენ წინსვლას შევძლებთ. ყველას სასიკეთოდ არის აუცილებელი ბირთვული იარაღის აღმოფხვრა, ყველა ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნვა და იმ პრობლემების გადაჭრის გზების პოვნა, რომლებიც კონფლიქტის შედეგად, მათ შორის, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში, წარმოიშვა",  - აღნიშნა პაპმა.

პაპმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საერთაშორისო დავების გადაწყვეტა, სამხედრო მოქმედებების ნაცვლად, მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის გზით უნდა ხდებოდეს.

 

 





მსგავსი სიახლეები
„ევრონიუსი“ - ევროკროპარლამენტმა ყველაზე მკაცრი მიგრაციული კანონი დაამტკიცა
,,ირანი და აშშ იღებენ ვალდებულებას, დაიცვან ერთმანეთის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა''- აშშ-ირანის მიერ შეთანხმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს აქვეყნებს
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი: პრეზიდენტი ტრამპი გვიყვარს, მაგრამ არ მივიღებთ შეთანხმებას, რომელსაც მან ხელი მოაწერა
მედიის ცნობით, ისრაელმა ახალი ავიაიერიშები მიიტანა ლიბანის სამხრეთ ნაწილზე
დონალდ ტრამპი - მე ბოსი ვარ
Trading Economics-ის მონაცემებით, ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ნავთობის ფასი მცირდება
POLITICO: ტრამპი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინას, თუ ევროპა მას ირანთან დაკავშირებით დაეხმარება
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ირანთან და ლიბანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
მარკ კარნი - უკრაინის თემაზე შეიმჩნევა აშშ-ისა და პრეზიდენტ ტრამპის ორიენტაციის ცვლილება
Financial Times: რუსეთის მიერ ემბარგოს შემოღების შემდეგ სომხეთს დახმარება დასჭირდა
ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა
,,იმედია, მემორანდუმი მართლაც გახდება ირანში ომის დასრულების გზა''- რომის პაპი
ირანმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა
POLITICO: სტარმერმა თავდაცვისთვის დამატებითი დაფინანსების მოპოვება ვერ შეძლო
სროლა აშშ-ის ქალაქ უილმინგტონის საავადმყოფოში - არის მსხვერპლი
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - „მზად ვართ, განვიხილოთ უკრაინისთვის ლიცენზიების გაცემა, რათა უკრაინაში სამხედრო წარმოება გაიზარდოს“
ისრაელმა აშშ-ს ირანთან შეთანხმების ტექსტის ნახვა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო - CNN
The Telegraph: ევროპა ნელ-ნელა აცნობიერებს კაია კალასის აბსურდულობას
„ფაინენშალ თაიმსი“ - „დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ენერგოექსპორტის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებენ
ფაშინიანი: პარლამენტში წარმოდგენილი ამჟამინდელი ოპოზიცია სრულიად უკანონო საქმიანობის შედეგად ჩამოყალიბდა, რის გამოც სახელმწიფოს აქვს კანონიერი უფლება, მომავალში ამ წრეებს პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობა შეუზღუდოს