,,უკრაინელების ბრძოლის გამო, ევროკავშირის გაფართოების ფანჯარა გაიღო "ქართული ოცნების" ხელისუფლება კი ამ შესაძლებლობას არ იყენებს''- რასა იუკნევიჩიენე
სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეს ვიდეო მიმართვა ვრცელდება, რომელიც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში განსახილველ ანგარიშზე საუბრობს. ამასთან, ხაზს უსვამს, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე არავინ საუბრობდა ევროკავშირის გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.
მისი თქმით, უკრაინელების ბრძოლის გამო ეს ფანჯარა გაიღო და მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების"
ხელისუფლება ამ შესაძლებლობას არ იყენებს.
"2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. არავინ!
არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ახლა, უკრაინელების გამო, მათი გმირული ბრძოლის გამო ევროპული ცხოვრების წესისთვის ეს ფანჯარა გაიღო მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ასევე, დასავლეთ ბალკანეთისთვის. ეს არის, მე ვიტყოდი, "ქართული ოცნების" ყველაზე დიდი დანაშაული. ისინი არა მხოლოდ არ იყენებენ ამ შესაძლებლობას, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ. თუ ქართველი ხალხი დანებდება, ევროკავშირში არავინ გააკეთებს მათ საქმეს, ქართველების ნაცვლად.
ეს უნდა გესმოდეთ. რა მოხდა უნგრეთში? ხელისუფლებაში ყოფნის 16 წლის შემდეგ ორბანმა წააგო.
თქვენ ახლა ბიძინა ივანიშვილის მესამე ვადა გაქვთ. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ხანგრძლივი რეჟიმია საქართველოში. მაგრამ რა მოხდა უნგრეთში? ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დემოკრატიისკენ მიისწრაფვის, გაერთიანდა და მისცა ნათელი ალტერნატივა უნგრელ ხალხს არჩევნების დროს. ჩემი სურვილი და იმედია, რომ ქართველი ხალხის შეძლებს საკუთარი თავის ისე ორგანიზებას, როგორც ეს უნგრელებმა გააკეთეს", - აცხადებს იუკნევიჩიენე.
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
„დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“- ცესკო მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
ევროპარლამენტში დღეს კენჭს უყრიან საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტარი, მომხსენებელი საქართველოს საკითხებში რასა იუკნევიჩიენე წარადგენს
სამადაშვილის ტყუილი - საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე ღარიბი ქვეყანაა, IMF -ის 2026 წლის მონაცემი - ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე:1 - საქართველო 10 346$, 2 - მოლდოვა 8 542$; 3 - უკრაინა 6 499$
,,უკრაინელების ბრძოლის გამო, ევროკავშირის გაფართოების ფანჯარა გაიღო "ქართული ოცნების" ხელისუფლება კი ამ შესაძლებლობას არ იყენებს''- რასა იუკნევიჩიენე
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ - მარტა კოსის იდეა გამოხატავს, რომ „დიფ სთეითის“ დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოსგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ორი თვეა, საერთოდ არაფერში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია
იმედი გვაქვს, როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის გაგრძელებას - ნიკოლოზ სამხარაძე
ლევან მახაშვილი - იმედი გვაქვს, ლუქსემბურგში ვიზიტი ხელს შეუწყობს, როგორც ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას, ასევე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
დონალდ ტრამპი - რუსეთმა შეთანხმება უნდა დადოს, რვა ომი მოვაგვარე, ამის მოგვარება ყველაზე ადვილი მეგონა, ორ ლიდერს შორის დიდი ანტიპათიაა
პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა
ალექსანდრ ვუჩიჩი - გაუმარჯოს სერბ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობას
ნინო წილოსანი - მაკრონი ამბობს, რომ ამერიკა კანონების მიღებას ვერ უკარნახებს, სასტიკია კარმა, გვახსოვს, ევროკავშირის ლიდერები როგორ მიუთითებდნენ საქართველოს, როგორი კანონები ჰქონოდა
ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
ალექსანდრ ვუჩიჩი - 2012 წლიდან დღემდე საქართველომ საოცარი შედეგები აჩვენა, სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა პირველ კვარტალში იყო 9.3%, ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ აქვს
ალექსანდრ ვუჩიჩი - საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, გვექნება საშუალება, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ
ირაკლი კობახიძე - სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ეს ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ქართულ-სერბულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ყველა მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და სერბეთს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივად გამოცდილების გაზიარება და მჭიდრო კოორდინაცია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ - ცესკო