თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
თიბისის მხარდაჭერით, კომპანია „ფლამინგო კაპიტალ გრუფ ჯორჯიამ" ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური აამოქმედა. პროექტის ფარგლებში, 6.5 მეგავატი დადგმული სიმძლავრის სადგურები კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსდა.
პროექტის ჯამური ღირებულება 12.2 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 10 მილიონამდე ლარი თიბისის დაფინანსებაა. სადგურების მონტაჟი 2025 წელს დაიწყო, 2026 წელს კი ექსპლოატაციაში ეტაპობრივად შევიდა. პროექტი საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მხარდაჭერით განხორციელდა.
მზის ელექტროსადგურები ჩართულია ელექტროენერგეტიკულ ქსელში და გაქირავებულია კომპანიებზე, რაც კერძო სექტორს ელექტროენერგიის ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას აძლევს. პროექტი ხელს უწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და განახლებადი ენერგიის წარმოების ზრდას.
„მოხარულები ვართ, რომ „ფლამინგო კაპიტალ გრუფ ჯორჯიასთან" თანამშრომლობის ფარგლებში უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა, რომელიც საქართველოში სუფთა ენერგიის წარმოების ზრდას უწყობს ხელს. განახლებადი ენერგიის მხარდაჭერა თიბისისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია - ენერგეტიკის დაფინანსებაში 55%-იანი წილით ბაზრის ლიდერები ვართ, ჩვენი ენერგეტიკული პორტფელი მილიარდ ლარს აღწევს და დაახლოებით 2 100 მეგავატ სიმძლავრეს მოიცავს, რაც ქვეყნის ელექტროენერგიის გამომუშავების დაახლოებით 45%-ს შეადგენს. ამ დროისთვის 800 მგვტ-ის პროექტებს ვამუშავებთ, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ განახლებად რესურსებზე - ქარსა და მზის ენერგიაზე მოდის ",- მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი.
„ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება განახლებადი ენერგიის როლი. ჩვენთვის მზის ენერგეტიკაში ინვესტირება ახალი მიმართულება არ არის - მანამდე განხორციელებული მცირე პროექტების წარმატებულმა შედეგებმა მოგვცა შესაძლებლობა, უფრო მასშტაბური ინვესტიცია განგვეხორციელებინა. მოხარულები ვართ, რომ ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური წარმატებით ავამოქმედეთ. ამ მიმართულებით განვითარებას ვაგრძელებთ და უკვე ვმუშაობთ ახალ, 50 მეგავატიან პროექტზე, რომელიც ქუთაისთან ახლოს განთავსდება", - გოდერძი მამალაძე, „ფლამინგო კაპიტალ გრუფ ჯორჯიას" დირექტორი.
მსგავსი სიახლეები
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს
ჩუღურეთის რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ირაკლი ჭეიშვილი - მზად ვართ ევროკავშირთან სასაუბროდ არა მხოლოდ გამჭვირვალობის კანონთან, არამედ ნებისმიერ საკითხთან მიმართებით, საუბარია არა დათმობებზე, არამედ დისკუსიაზე
20-21 ივნისს ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი“ ჩატარდება
"სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში" ცვლილებები შედის
ძიუდოს 2029 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
თბილისის მერი A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ლიცენზია გაუუქმდებათ
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
„რატომ აძლევთ თქვენ თავს უფლებას... სასწაული ვერსიები მოვისმინე“ - მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს
17 ივნისის ამინდის პროგნოზი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - SILVAR-ის საქართველოში ოპერირებისას მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია, საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა ვალდებულებების სრული დაცვით
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განცხადებას ავრცელებს
გამოფენა „პატრიარქი ილია II“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი
17-20 და 22-25 ივნისს გორის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება
შიო მესამე - ერთობლივი შრომით იქმნება ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო, სადაც ახალგაზრდებს მართებული ორიენტირების პოვნა და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბება შეუძლიათ
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
16 ივნისის ამინდის პროგნოზი
ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
გივი მიქანაძე: მასწავლებლების გამოცდებზე რეკორდული რაოდენობის, თითქმის 30 ათასი მსურველი დარეგისტრირდა
საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტების მეუღლეებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდი დაათვალიერეს