თბილისის მერი A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ლიცენზია გაუუქმდებათ

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თუ დავალიანება დროულად არ დაიფარება, აღნიშნული ლიცენზიის მფლობელებს ნებართვა გაუუქმდებათ, რაც აღდგენას აღარ დაექვემდებარება.

„ჩვენ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვების მფლობელები ჯარიმებისგან გავათავისუფლეთ. მიუხედავად ამისა, 1 000-ზე მეტი ნებართვის მფლობელის მიერ კვლავ გრძელდება სანებართვო პირობების უგულებელყოფა. ისინი კვლავ არ იხდიან ნებართვის გაცემის საფასურს და წინა თვეების დაგროვილ დავალიანებასთან ერთად, ყოველდღიურად ემატებათ შესაბამისი ოდენობის თანხა. რა თქმა უნდა, ჩვენ ლიცენზიის ყველა მფლობელს ვუგზავნით შესაბამის ტექსტურ შეტყობინებას პირად ნომერზე და აქვთ ინფორმაცია, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მათ - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ამ ნებართვების გაუქმება, რომელიც შემდეგ ვერანაირად ვერ აღდგება. არავის უხარია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა სხვანაირად შეუძლებელი იქნება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, საუბარია პირებზე, რომელთაც A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის გაცემის ფასი 2025 წლის ოქტომბრიდან დღემდე არ გადაიხადეს და კვლავ აგრძელებენ პირობების დარღვევას.

„მათ მიმართ პერიოდულად იგზავნება წერილობითი გაფრთხილება, ასევე, ინფორმაცია მიეწოდებათ სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, რათა შეასრულონ ნებართვის პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასამმაგებული ჯარიმა დაეკისრებათ, რასაც საბოლოოდ ნებართვის გაუქმება მოჰყვება. ნებართვის გაცემის ფასის გადაუხდელობისთვის პირველადი ჯარიმა 100 ლარს შეადგენს, შემდეგ ხდება გასამმაგება და ჯარიმა განისაზღვრება 300 ლარით. თუ პირი ისევ არ გადაიხდის, ჯარიმის ოდენობა 900 ლარი გახდება. თავის მხრივ, აღნიშნული ჯარიმების კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, მათ დაეკისრებათ საურავები გამოწერილი ჯარიმების ორმაგი ოდენობით", - აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს
ჩუღურეთის რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ირაკლი ჭეიშვილი - მზად ვართ ევროკავშირთან სასაუბროდ არა მხოლოდ გამჭვირვალობის კანონთან, არამედ ნებისმიერ საკითხთან მიმართებით, საუბარია არა დათმობებზე, არამედ დისკუსიაზე
20-21 ივნისს ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი“ ჩატარდება
"სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში" ცვლილებები შედის
ძიუდოს 2029 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
თბილისის მერი A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ლიცენზია გაუუქმდებათ
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
„რატომ აძლევთ თქვენ თავს უფლებას... სასწაული ვერსიები მოვისმინე“ - მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს
17 ივნისის ამინდის პროგნოზი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - SILVAR-ის საქართველოში ოპერირებისას მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია, საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა ვალდებულებების სრული დაცვით
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განცხადებას ავრცელებს
გამოფენა „პატრიარქი ილია II“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი
17-20 და 22-25 ივნისს გორის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება
შიო მესამე - ერთობლივი შრომით იქმნება ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო, სადაც ახალგაზრდებს მართებული ორიენტირების პოვნა და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბება შეუძლიათ
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
16 ივნისის ამინდის პროგნოზი
ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
გივი მიქანაძე: მასწავლებლების გამოცდებზე რეკორდული რაოდენობის, თითქმის 30 ათასი მსურველი დარეგისტრირდა
საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტების მეუღლეებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდი დაათვალიერეს