Financial Times: რუსეთის მიერ ემბარგოს შემოღების შემდეგ სომხეთს დახმარება დასჭირდა

 

ევროკავშირმა სომხეთისთვის დახმარების გაწევაზე ფიქრი დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა სომხური პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვები დააწესა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელეს.

გამოცემის ცნობით, ამის გამო ბრიუსელი საგანგებო სავაჭრო შეღავათების პაკეტს ამზადებს, რათა ქვეყანას რუსეთის მიერ დაწესებული იმპორტის შეზღუდვებით გამოწვეული ზარალის შემცირებაში დაეხმაროს. ინიციატივა იმ ფონზე ხორციელდება, როდესაც ბრიუსელი და მოსკოვი სამხრეთ კავკასიაში გავლენების გასაძლიერებლად კონკურენციას აგრძელებენ.

ინფორმირებული წყაროების ცნობით, ევროკომისია ე.წ. ავტონომიურ სავაჭრო ზომებზე მუშაობს, რომლებიც სომხური სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის ევროკავშირის ბაზარზე ტარიფების შემცირებას ითვალისწინებს. ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ რუსეთის მიერ სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინ დაწესებული შეზღუდვები ქვეყნის პროდასავლურ ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას ისახავდა მიზნად.

„ახლა დროა, სომხეთს მხარში დავუდგეთ და დავანახოთ, რომ საიმედო პარტნიორი ვართ. მათ მეგობრები სჭირდებათ, ჩვენ კი ჩვენი სამეზობლოს სტაბილურობა უნდა დავიცვათ", - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.

როგორც Financial Times-ი იუწყება, დაგეგმილი ზომების ამოქმედებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობისა და ევროპარლამენტის თანხმობა სჭირდება. წყაროების ინფორმაციით, პაკეტი მოიცავს დაახლოებით იმ 20 სასაქონლო კატეგორიას, რომლებზეც რუსეთმა შეზღუდვები დააწესა. ამ პროდუქციის წლიური ღირებულება დაახლოებით 420 მილიონ ევროს შეადგენს.

ბრიუსელში ასევე შიშობენ, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ ეკონომიკური ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიეროს.

წყაროების თქმით, შესაბამისი წინადადებები, შესაძლოა, უახლოეს კვირებში წარადგინონ.

საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს, ლუქსემბურგში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან შეხვედრისას განიხილეს. ამასთან, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი მომდევნო თვის დასაწყისში სომხეთში ვიზიტს გეგმავს.

ევროკომისიის პრესსპიკერმა ოლოფ გილმა განაცხადა, რომ კომისია ავტონომიური სავაჭრო ზომების პაკეტს წარადგენს, რომელიც სომხურ ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე ახალი შესაძლებლობების გამოყენებაში დაეხმარება და იმ სექტორებს დაუჭერს მხარს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

Financial Times-ის ინფორმაციით, სომხეთი რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ევრაზიული საბაჟო კავშირის წევრია, რაც მოსკოვს ქვეყნის საგარეო ვაჭრობაზე მნიშვნელოვან გავლენას ანიჭებს და ამავდროულად ართულებს ევროკავშირსა და ერევანს შორის პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებას.

7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ რუსეთმა ეტაპობრივად დააწესა შეზღუდვები სომხურ პროდუქციაზე. თავდაპირველად აკრძალვა ყვავილების იმპორტს შეეხო, რასაც მოსკოვი ფიტოსანიტარიული ნორმების დარღვევით ხსნიდა.

მოგვიანებით შეზღუდვები გავრცელდა მინერალურ წყალზე, ღვინოზე, ბრენდიზე, ხილ-ბოსტნეულსა და თევზეულზე. არჩევნებამდე სამი დღით ადრე ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ სომხეთს ფინანსურ დახმარებას გაუწევდა და შეისყიდდა ათასობით ყვავილს, რომელიც მანამდე რუსეთის ბაზარზე გადიოდა.

 

 





მსგავსი სიახლეები
„ევრონიუსი“ - ევროკროპარლამენტმა ყველაზე მკაცრი მიგრაციული კანონი დაამტკიცა
,,ირანი და აშშ იღებენ ვალდებულებას, დაიცვან ერთმანეთის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა''- აშშ-ირანის მიერ შეთანხმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს აქვეყნებს
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი: პრეზიდენტი ტრამპი გვიყვარს, მაგრამ არ მივიღებთ შეთანხმებას, რომელსაც მან ხელი მოაწერა
მედიის ცნობით, ისრაელმა ახალი ავიაიერიშები მიიტანა ლიბანის სამხრეთ ნაწილზე
დონალდ ტრამპი - მე ბოსი ვარ
Trading Economics-ის მონაცემებით, ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ნავთობის ფასი მცირდება
POLITICO: ტრამპი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინას, თუ ევროპა მას ირანთან დაკავშირებით დაეხმარება
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ირანთან და ლიბანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
მარკ კარნი - უკრაინის თემაზე შეიმჩნევა აშშ-ისა და პრეზიდენტ ტრამპის ორიენტაციის ცვლილება
Financial Times: რუსეთის მიერ ემბარგოს შემოღების შემდეგ სომხეთს დახმარება დასჭირდა
ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა
,,იმედია, მემორანდუმი მართლაც გახდება ირანში ომის დასრულების გზა''- რომის პაპი
ირანმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა
POLITICO: სტარმერმა თავდაცვისთვის დამატებითი დაფინანსების მოპოვება ვერ შეძლო
სროლა აშშ-ის ქალაქ უილმინგტონის საავადმყოფოში - არის მსხვერპლი
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - „მზად ვართ, განვიხილოთ უკრაინისთვის ლიცენზიების გაცემა, რათა უკრაინაში სამხედრო წარმოება გაიზარდოს“
ისრაელმა აშშ-ს ირანთან შეთანხმების ტექსტის ნახვა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო - CNN
The Telegraph: ევროპა ნელ-ნელა აცნობიერებს კაია კალასის აბსურდულობას
„ფაინენშალ თაიმსი“ - „დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ენერგოექსპორტის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებენ
ფაშინიანი: პარლამენტში წარმოდგენილი ამჟამინდელი ოპოზიცია სრულიად უკანონო საქმიანობის შედეგად ჩამოყალიბდა, რის გამოც სახელმწიფოს აქვს კანონიერი უფლება, მომავალში ამ წრეებს პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობა შეუზღუდოს