„დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“- ცესკო მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის მთავარ თემაა - „დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში".
საერთაშორისო კონფერენცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ.
ორი დღის განმავლობაში საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა - დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესებზე; დეზინფორმაცია, როგორც პოლიტიკის გამოწვევა: მექანიზმები, გამომწვევი ფაქტორები და გავლენა; ხელოვნური ინტელექტისა და სოციალური ქსელების როლი საარჩევნო პროცესებში: შესაძლებლობები და რისკები; ინფორმაციისა და განათლების როლი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა კონფერენციის გახსნისას აღნიშნა, საერთაშორისო კონფერენციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთაშორისო პროფესიული ქსელის ჩამოყალიბებაში, რომელიც ეფუძნება ურთიერთნდობას, თანამშრომლობასა და საერთო პასუხისმგებლობას დემოკრატიული ღირებულებების დაცვის საქმეში.
"ცენტრალური საარჩევნო კომისია ტრადიციულად, მეცამეტედ, მასპინძლობს საარჩევნო ადმინისტრაციების საერთაშორისო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც გამართული დისკუსიები, პროფესიული გამოცდილების გაცვლა და სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის განხილვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერებაში, ისე ინფორმაციული მდგრადობისა და დემოკრატიული პროცესების დაცვის მიმართულებით. წელს ჩვენი შეხვედრის მთავარ თემად შევარჩიეთ „დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში". ეს საკითხები განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ინფორმაციის შექმნის, გავრცელებისა და მიღების პროცესები. ერთი მხრივ, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელები ქმნის ახალ შესაძლებლობებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა ჩართულობის გასაზრდელად, ხოლო მეორე მხრივ, ზრდის დეზინფორმაციის, მანიპულაციისა და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების რისკებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციებმა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა ერთობლივად იმსჯელონ აღნიშნულ გამოწვევებზე და შეიმუშაონ ეფექტიანი მიდგომები ინფორმაციული სანდოობისა და დემოკრატიული პროცესების დასაცავად", - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ კონფერენციის გახსნისას.
კონფერენცია 17-18 ივნისს იმართება და მასში 23 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას (A-WEB, Smartmatic). კონფერენციას ასევე ესწრებიან საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, სახელმწიფო სტრუქტურების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებიც.
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
ირაკლი ფავლენიშვილი - თინა ბოკუჩავა გაწეული ღვაწლის გამო, ჩვენგან სათანადო პატივისცემას იმსახურებს
ირაკლი კობახიძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა
ქართველიშვილი: 2022 წლამდე ევროკავშირის გაფართოებაზე საუბარი არ იყო. საქართველოს "ღია კარში" ტოვებდნენ, რომ სამხედრო პოლიგონად გამოეყენებინათ "საერთო ფასეულობების" დასაცავად. თუ გადარჩებოდა, მიიღებდა გაწევრიანების "კასტრირებულ" პერსპექტივას
,,მე არ ვუჩივი არავის! არც ვიცი, ვინ არის ეს ადამიანი - ვფიქრობ, ისიც ეყოფა, 2026 წელს კიდევ „ქოცი" რომ არის''- გრიგოლ გეგელია
შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
„დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“- ცესკო მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
ევროპარლამენტში დღეს კენჭს უყრიან საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტარი, მომხსენებელი საქართველოს საკითხებში რასა იუკნევიჩიენე წარადგენს
სამადაშვილის ტყუილი - საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე ღარიბი ქვეყანაა, IMF -ის 2026 წლის მონაცემი - ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე:1 - საქართველო 10 346$, 2 - მოლდოვა 8 542$; 3 - უკრაინა 6 499$
,,უკრაინელების ბრძოლის გამო, ევროკავშირის გაფართოების ფანჯარა გაიღო "ქართული ოცნების" ხელისუფლება კი ამ შესაძლებლობას არ იყენებს''- რასა იუკნევიჩიენე
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ - მარტა კოსის იდეა გამოხატავს, რომ „დიფ სთეითის“ დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოსგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ორი თვეა, საერთოდ არაფერში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია
იმედი გვაქვს, როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის გაგრძელებას - ნიკოლოზ სამხარაძე
ლევან მახაშვილი - იმედი გვაქვს, ლუქსემბურგში ვიზიტი ხელს შეუწყობს, როგორც ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას, ასევე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
დონალდ ტრამპი - რუსეთმა შეთანხმება უნდა დადოს, რვა ომი მოვაგვარე, ამის მოგვარება ყველაზე ადვილი მეგონა, ორ ლიდერს შორის დიდი ანტიპათიაა
პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა
ალექსანდრ ვუჩიჩი - გაუმარჯოს სერბ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობას
ნინო წილოსანი - მაკრონი ამბობს, რომ ამერიკა კანონების მიღებას ვერ უკარნახებს, სასტიკია კარმა, გვახსოვს, ევროკავშირის ლიდერები როგორ მიუთითებდნენ საქართველოს, როგორი კანონები ჰქონოდა
ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა