ქართველიშვილი: 2022 წლამდე ევროკავშირის გაფართოებაზე საუბარი არ იყო. საქართველოს "ღია კარში" ტოვებდნენ, რომ სამხედრო პოლიგონად გამოეყენებინათ "საერთო ფასეულობების" დასაცავად. თუ გადარჩებოდა, მიიღებდა გაწევრიანების "კასტრირებულ" პერსპექტივას

ვ"ეს მონაკვეთი ყველაფრით "მშვენიერია" - იმის აღიარებით, რომ 2022 წლამდე ევროკავშირის არანაირ გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ იყო და საქართველოს ამ "ღია კარებში", ისევე როგორც ნატო-ს ორპირში მხოლოდ იმისთვის ტოვებდნენ, რომ "საათი იქს" დადგომისას - სამხედრო პოლიგონად გამოეყენებინათ "საერთო ევროპული ფასეულობების" დასაცავად. ჯილდოდ - თუ კი გადარჩებოდა, მიიღებდა გაწევრინების იმ "კასტრირებულ" პერსპექტივას - დღეს რომ უკრაინას და მოლდოვას სთავაზობენ, მორიგი ბუნდოვანი ნახევრადდაპირების სახით", -  წერს "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს ვიდეო მიმართვის შესახებ.

მისივე განცხადებით, ევროდეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინამ ეს ჯილდო განადგურებული ქვეყნით, მილიონობით მიგრანტით და ასი ათასობით მსხვერპლით დაიმსახურა და  ეს იყო ფასი, რომელიც საქართველოსაც უნდა გადაეხადა.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, იუკნევიჩიენე კვლავ მიმართავს ვირტუალურ ქართველ ხალხს, "17 მაისის" ქართველობას კი ევრობიუროკრატები კვლავინდებურად არ იმჩნევენ, მსგავსად საკუთარი ალტერნატიული გეოგრაფიისა, სადაც საქართველო მხოლოდ მაშინ ჩანს რუკაზე, როდესაც "დემოკრატიის შუქურას" წარმოადგენს.

"პირდაპირ იძახის რასა - რომ უკრაინამ ეს ჯილდო დაიმსახურა: განადგურებული ქვეყნით, მილიონობით მიგრანტით და ასი ათასობით მსხვერპლით. ეს იყო ფასი - რომელიც საქართველოსაც უნდა გადაეხადა და "კრება ბედნიერი დარჩებოდა". აქვე რასა კვლავ მიმართავს იმ ვირტუალურ ქართველ ხალხს, რომელმაც უნგრეთის დუნაის წყალი უნდა გადაისხას - ევროპელების "ამაყი" წოდება რომ დაიმსახუროს. "17 მაისის" ქართველობას კვლავინდებურად არ იმჩნევენ, მსგავსად საკუთარი ალტერნატიული გეოგრაფიისა, სადაც საქართველო მხოლოდ მაშინ ჩანს რუკაზე, როდესაც "დემოკრატიის შუქურას" წარმოადგენს.

თავის დროზე ეკონომიკური კავშირების საფუძველზე შექმნილმა დღევანდელმა ევრობიუროკრატიამ, 2008 წელს ცივი უარი განაცხადა ომში ჩათრეულ საქართველოს დახმარების გაწევასა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. მაგრამ, უკრაინა ხომ სულ "სხვა რამაა" - ამიტომაც მოხდა ბრიუსელის მყისიერი ტრანსფორმაცია სამხედრო ალიანსად, რომელმაც ევროინტეგრაციის საფასურად პირდაპირ დააწესა სისხლიანი ზვარაკის მსხვერპლშეწირვა. ამას გვთავაზობს რასა და ამ "ქართველი ხალხის" მხარდაჭერის იმედად რჩება..." - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 





მსგავსი სიახლეები
რასა იუკნევიჩიენე - ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება, გაათავისუფლეთ ელენე
საგარეო უწყება - ბრიტანეთის ელჩთან საუბრისას აღინიშნა, რომ გემ SILVAR-თან დაკავშირებით მიუღებელია საელჩოს განცხადების სულისკვეთება და მანიპულაციური ქმედებები ჩრდილს აყენებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს
„ფეხბურთის ზავი“ ახლო აღმოსავლეთში''- ავთანდილ წულაძე
შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის​ ახალ წარმომადგენელს შეხვდა
ირაკლი ფავლენიშვილი - თინა ბოკუჩავა გაწეული ღვაწლის გამო, ჩვენგან სათანადო პატივისცემას იმსახურებს
ირაკლი კობახიძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა
ქართველიშვილი: 2022 წლამდე ევროკავშირის გაფართოებაზე საუბარი არ იყო. საქართველოს "ღია კარში" ტოვებდნენ, რომ სამხედრო პოლიგონად გამოეყენებინათ "საერთო ფასეულობების" დასაცავად. თუ გადარჩებოდა, მიიღებდა გაწევრიანების "კასტრირებულ" პერსპექტივას
,,მე არ ვუჩივი არავის! არც ვიცი, ვინ არის ეს ადამიანი - ვფიქრობ, ისიც ეყოფა, 2026 წელს კიდევ „ქოცი" რომ არის''- გრიგოლ გეგელია
შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
„დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“- ცესკო მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
ევროპარლამენტში დღეს კენჭს უყრიან საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტარი, მომხსენებელი საქართველოს საკითხებში რასა იუკნევიჩიენე წარადგენს
სამადაშვილის ტყუილი - საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე ღარიბი ქვეყანაა, IMF -ის 2026 წლის მონაცემი - ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე:1 - საქართველო 10 346$, 2 - მოლდოვა 8 542$; 3 - უკრაინა 6 499$
,,უკრაინელების ბრძოლის გამო, ევროკავშირის გაფართოების ფანჯარა გაიღო "ქართული ოცნების" ხელისუფლება კი ამ შესაძლებლობას არ იყენებს''- რასა იუკნევიჩიენე
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ - მარტა კოსის იდეა გამოხატავს, რომ „დიფ სთეითის“ დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოსგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ორი თვეა, საერთოდ არაფერში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია
იმედი გვაქვს, როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის გაგრძელებას - ნიკოლოზ სამხარაძე
ლევან მახაშვილი - იმედი გვაქვს, ლუქსემბურგში ვიზიტი ხელს შეუწყობს, როგორც ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას, ასევე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
დონალდ ტრამპი - რუსეთმა შეთანხმება უნდა დადოს, რვა ომი მოვაგვარე, ამის მოგვარება ყველაზე ადვილი მეგონა, ორ ლიდერს შორის დიდი ანტიპათიაა
პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა