POLITICO: ტრამპი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინას, თუ ევროპა მას ირანთან დაკავშირებით დაეხმარება
„დიდი შვიდეულის" სამიტის მონაწილეები საფრანგეთის ქალაქ ევიანში იმ მოლოდინით ჩავიდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ირანისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხებზე მწვავე დაპირისპირება ელოდებოდათ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
თუმცა, შეხვედრების პირველი სრული დღის შემდეგ ლიდერები აღმოჩნდნენ მოულოდნელად უფრო ოპტიმისტურ განწყობაზე. მათივე შეფასებით, თეთრ სახლთან ურთიერთობები ნაკლებად დაძაბულია და ასევე შემცირდა შიში იმის შესახებ, რომ მომდევნო თვეში თურქეთში დაგეგმილი ნატოს კრიტიკული სამიტი, შესაძლოა, ჩავარდეს, წერს გამოცემა.
აღნიშნულის მიზეზად სახელდება ტრამპის მზარდი მზადყოფნა, გააძლიეროს ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, რათა დასრულდეს ომი უკრაინაში. თუმცა ტრამპს სჭირდება მოკავშირეების მხარდაჭერა ირანთან დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სტაბილიზაციისთვის.
როგორც ჩანს, ფორმირდება შესაძლო შეთანხმების კონტურები: ტრამპი მხარს უჭერს ევროპას უკრაინის საკითხში, სანაცვლოდ კი ევროპა ეხმარება მას ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში - სტრატეგიულ საზღვაო მარშრუტში, რომლის დახურვამ ირანთან კონფლიქტის დროს ენერგომატარებლების ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, - წერს გამოცემა.
„ჩვენ შორის და ასევე აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული საუბრები, როგორც ოფიციალურ შეხვედრებზე, ისე არაფორმალურ კონტაქტებში, გარკვეულ ოპტიმიზმს იძლევა", - ციტირებს გამოცემა გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს.
დიპლომატების თქმით, ზედმეტი ოპტიმიზმი ჯერ ნაადრევია, რადგან ტრამპს წარსულშიც არაერთხელ შეუცვლია პოზიცია უკრაინის მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ. მიუხედავად ამისა, ისინი იზიარებენ გერმანიის ლიდერის შეფასებას ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს პიროვნული დაპირისპირება ჰქონდა „დიდი შვიდეულის" არაერთ ლიდერთან.
შეხვედრებში მონაწილე ხუთმა დიპლომატმა და ოფიციალურმა პირმა, რომლებიც POLITICO-ს ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, აღნიშნა, რომ დახურულ კარს მიღმა განხილვების შემდეგ გარკვეული შვება აშკარად იგრძნობოდა.
მსგავსი სიახლეები
„ევრონიუსი“ - ევროკროპარლამენტმა ყველაზე მკაცრი მიგრაციული კანონი დაამტკიცა
,,ირანი და აშშ იღებენ ვალდებულებას, დაიცვან ერთმანეთის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა''- აშშ-ირანის მიერ შეთანხმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს აქვეყნებს
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი: პრეზიდენტი ტრამპი გვიყვარს, მაგრამ არ მივიღებთ შეთანხმებას, რომელსაც მან ხელი მოაწერა
მედიის ცნობით, ისრაელმა ახალი ავიაიერიშები მიიტანა ლიბანის სამხრეთ ნაწილზე
დონალდ ტრამპი - მე ბოსი ვარ
Trading Economics-ის მონაცემებით, ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ნავთობის ფასი მცირდება
POLITICO: ტრამპი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინას, თუ ევროპა მას ირანთან დაკავშირებით დაეხმარება
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ირანთან და ლიბანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
მარკ კარნი - უკრაინის თემაზე შეიმჩნევა აშშ-ისა და პრეზიდენტ ტრამპის ორიენტაციის ცვლილება
Financial Times: რუსეთის მიერ ემბარგოს შემოღების შემდეგ სომხეთს დახმარება დასჭირდა
ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა
,,იმედია, მემორანდუმი მართლაც გახდება ირანში ომის დასრულების გზა''- რომის პაპი
ირანმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა
POLITICO: სტარმერმა თავდაცვისთვის დამატებითი დაფინანსების მოპოვება ვერ შეძლო
სროლა აშშ-ის ქალაქ უილმინგტონის საავადმყოფოში - არის მსხვერპლი
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - „მზად ვართ, განვიხილოთ უკრაინისთვის ლიცენზიების გაცემა, რათა უკრაინაში სამხედრო წარმოება გაიზარდოს“
ისრაელმა აშშ-ს ირანთან შეთანხმების ტექსტის ნახვა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო - CNN
The Telegraph: ევროპა ნელ-ნელა აცნობიერებს კაია კალასის აბსურდულობას
„ფაინენშალ თაიმსი“ - „დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ენერგოექსპორტის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებენ
ფაშინიანი: პარლამენტში წარმოდგენილი ამჟამინდელი ოპოზიცია სრულიად უკანონო საქმიანობის შედეგად ჩამოყალიბდა, რის გამოც სახელმწიფოს აქვს კანონიერი უფლება, მომავალში ამ წრეებს პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობა შეუზღუდოს