დონალდ ტრამპი - მე ბოსი ვარ

 

მე ბოსი ვარ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის" ლიდერებთან შეხვედრის დაწყებამდე დარბაზში შესვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, თეირანთან დაკავშირებით შეთანხმება „ძალიან ძლიერია" და მისი დეტალების შესახებ მალე გახდება ცნობილი. ამასთან, თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ის არ დაუშვებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.

„ირანთან დაკავშირებით დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ვისაუბრებთ. ეს შესანიშნავი შეთანხმებაა ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ პირველი, უდავოდ, 99.9% არის ის, რომ მათ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი. ასე რომ, ეს ძალიან ძლიერი შეთანხმებაა. არავინ იცის, რა არის ეს, მაგრამ ის ძალიან ძლიერია. როგორც ჩანს, ადამიანების უმეტესობა ძალიან ბედნიერია. ვინც ნამდვილად ბედნიერია, არის ბაზარი, რადგან ბაზარი ათასობით პუნქტით გაიზარდა ბოლო ოთხი ან ხუთი დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც სრუტის გახსნის შესახებ გაიგეს. მომდევნო ერთი ან ორი დღის განმავლობაში ის მალე სრულად გაიხსნება", - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპი თეირანს კიდევ ერთხელ დაემუქრა და აღნიშნა, რომ ირანი შეთანხმებას ხელს თუ არ მოაწერს, იერიშები  გაგრძელდება.

„ეს არის ურთიერთგაგების მემორანდუმი. თუ მე არ მომწონს, ჩვენ დავუბრუნდებით მათზე იერიშებს და თავზე ბომბების ჩამოყრას", - განაცხადა ტრამპმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
„ევრონიუსი“ - ევროკროპარლამენტმა ყველაზე მკაცრი მიგრაციული კანონი დაამტკიცა
,,ირანი და აშშ იღებენ ვალდებულებას, დაიცვან ერთმანეთის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა''- აშშ-ირანის მიერ შეთანხმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს აქვეყნებს
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი: პრეზიდენტი ტრამპი გვიყვარს, მაგრამ არ მივიღებთ შეთანხმებას, რომელსაც მან ხელი მოაწერა
მედიის ცნობით, ისრაელმა ახალი ავიაიერიშები მიიტანა ლიბანის სამხრეთ ნაწილზე
დონალდ ტრამპი - მე ბოსი ვარ
Trading Economics-ის მონაცემებით, ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ნავთობის ფასი მცირდება
POLITICO: ტრამპი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინას, თუ ევროპა მას ირანთან დაკავშირებით დაეხმარება
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ირანთან და ლიბანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
მარკ კარნი - უკრაინის თემაზე შეიმჩნევა აშშ-ისა და პრეზიდენტ ტრამპის ორიენტაციის ცვლილება
Financial Times: რუსეთის მიერ ემბარგოს შემოღების შემდეგ სომხეთს დახმარება დასჭირდა
ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა
,,იმედია, მემორანდუმი მართლაც გახდება ირანში ომის დასრულების გზა''- რომის პაპი
ირანმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა
POLITICO: სტარმერმა თავდაცვისთვის დამატებითი დაფინანსების მოპოვება ვერ შეძლო
სროლა აშშ-ის ქალაქ უილმინგტონის საავადმყოფოში - არის მსხვერპლი
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - „მზად ვართ, განვიხილოთ უკრაინისთვის ლიცენზიების გაცემა, რათა უკრაინაში სამხედრო წარმოება გაიზარდოს“
ისრაელმა აშშ-ს ირანთან შეთანხმების ტექსტის ნახვა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო - CNN
The Telegraph: ევროპა ნელ-ნელა აცნობიერებს კაია კალასის აბსურდულობას
„ფაინენშალ თაიმსი“ - „დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ენერგოექსპორტის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებენ
ფაშინიანი: პარლამენტში წარმოდგენილი ამჟამინდელი ოპოზიცია სრულიად უკანონო საქმიანობის შედეგად ჩამოყალიბდა, რის გამოც სახელმწიფოს აქვს კანონიერი უფლება, მომავალში ამ წრეებს პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობა შეუზღუდოს