პატიმარი ქალები ელენე ხოშტარიას ტყუილში ამხელენ
ქალთა ნომერ მეხუთე პენიტენციური დაწესებულებიდან „ქრონიკას" პატიმარი ქალები დაუკავშირდნენ. როგორც მათ აღნიშნეს, ის ბრალდებები, რასაც ელენე ხოშტარია და მისი ადვოკატი დაწესებულების დირექტორის შესახებ ავრცელებენ, სიცრუეა.
პატიმრებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ყველა პატიმარს სათანადო ყურადღება ექცევა და დირექტორი თითოეულ იქ მყოფს პირადად ხვდება.
„ჩვენ გირეკავთ ნომერ მეხუთე პენიტენციური დაწესებულებიდან, რომელზეც ელენე ხოშტარია ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, მისი ადვოკატიც და თვითონაც. ჩვენ სამედიცინო კუთხით ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევენ. დირექტორი არის, ენით აღუწერელი ქალბატონი, რომელიც პატიმრისთვის თავდადებულია ნამდვილად. ამას დავადასტურებთ ყველა პატიმარი და სიცრუეა ყველაფერი, რასაც იძახის ქალბატონი ელენე ხოშტარია და მისი ადვოკატი.
ძალიან გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ. ჩვენ ელენე ხოშტარიასთან არანაირი შეხება არ გვაქვს, მაგრამ ახალა რომ ვისმენთ და ქალბატონ ნესტანზე რომ ამბობს, თითქოს არ აქცევს ყურადღებას, არის სიცრუე. აქ ყველა პატიმარს ყურადღებას აქცევენ და ქალბატონი ნესტანი ის პიროვნება არ არის, რომ ყურადღება არ მიაქციოს პატიმარს. როცა გვითქვამს, რომ ქალბატონ ნესტანთან გვინდოდა შეხვედრა, ყოველთვის გვხვდება", - აღნიშნა ირინა ასანიძემ.
„გამორიცხულია, რომ რომელიმე პატიმარმა ქალბატონ ნესტანთან მოითხოვოს შეხვედრა და ის არ შეხვდეს. გუშინ სათითაოდ ყველა პატიმარს შეგვხვდა. რაც შეეხება ჯანდაცვას, აქ 70 წლის ქალია ერთი, 1 კვირის წინ ცუდად გახდა და დირექტორი გასული იყო სამსახურიდან, შემოვიდა უკან და წამში მიხედეს. ტყუილებს ლაპარაკობენ. იმიტომ ლაპარაკობენ ამ ყველაფერს, რომ ოპოზიციას აწყობს ეს. მე „ფორმულაშიც" დავრეკავ და „ტვ პირველშიც", მაგრამ ვიცი, რომ არ გააჟღერებენ და თქვენთან ამიტომ ვრეკავ. არ იციან რაზე ილაპარაკონ. ცოტა ხნის წინ კარანტინში ვიყავი და ვუყურებდი პირდაპირ მზია ამაღლობელს, ჩვეულებრივად არიან", - განაცხადა ხათუნა ჯანჯღავამ.
მსგავსი სიახლეები
დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
"საქართველოს რკინიგზის" საქმეზე დაკავებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, დავით ფერაძესა და ზაზა ბიძინაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში "ფორმულას" მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს "სანდოს" დირექტორი და შპს "სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის" ინსპექტორი დააკავა
პატიმარი ქალები ელენე ხოშტარიას ტყუილში ამხელენ
სპეციალური პენიტენციური სამსახური ელენე ხოშტარიას ადვოკატის განცხადებას ეხმაურება
"საქართველოს რკინიგზის" ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძესა და კიდევ 7 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
გოგა ხაინდრავა - ვეცდები, რომ „ფორმულას“ წინააღმდეგ ჩემმა საჩივარმა გაგრძელება ჰპოვოს არა სამოქალაქო, არამედ სისხლის სამართლის მიმართულებით
ერთი თვის წინ მოწმის სახით გამოკითხეს, ხელი კი გაუთქმელობაზე მოაწერინეს - კორუფციის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი
კახეთში ცოლ-ქმრის ჩხუბს მეზობლის ქალი ემსხვერპლა
სუს-ი: "საქართველოს რკინიგზის" ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდება
მეხანძრე-მაშველებმა 2 ივნისის ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ქურდიანის ქუჩაზე მომხდარზე 2 პირი დააკავეს
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან დღემდე, საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა, 7 საქმე კი შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასრულდა
მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს
პოლიციამ მესტიაში დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოიღო, ჯამში ამოღებულია 330 ე.წ. მაინერი
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანასკოლელს დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, სისტემატურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას
შსს ხაშურში ცეცხლსასროლი იარაღით ორი პირის მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს