,,ქართულმა ოცნებამ" არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი''- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა
ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა.
ანგარიში მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის.
„[ევროპარლამენტი] გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუსვლის, მზარდი რეპრესიების, უკანონო დაპატიმრებების, დაუნდობელი მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 75% კვლავ უჭერს მხარს ევროკავშირთან შემდგომ ინტეგრაციას; კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი ღია რჩება ქართველი ხალხისთვის ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად;
ღრმა იმედგაცრუებით აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ" არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი; სწუხს იმ ფაქტის გამო, რომ უკუსვლა დაფიქსირდა ცხრავე პრიორიტეტის განხორციელებაში, რომლებიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობები იყო; ხაზს უსვამს „ქართული ოცნების" განცხადებების შეუსაბამობას, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მთავარ პრიორიტეტად რჩება, მაშინ როდესაც, პარალელურად, მისი უმაღლესი თანამდებობის პირები და მთავრობასთან დაკავშირებული მედია აწარმოებენ ორკესტრირებულ და სისტემატურ კამპანიას, ავრცელებენ რა მანიპულაციურ რუსული სტილის ნარატივებს, დეზინფორმაციას და შეთქმულების თეორიებს ევროკავშირის, მისი თანამდებობის პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ", - აღნიშნულია ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, ევროპარლამენტს აწუხებს ის ფაქტი, რომ „2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ" კიდევ უფრო ინტენსიურად გააგრძელა სრული ავტორიტარიზმისკენ სვლა". „[ევროპარლამენტი] შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების სწრაფი რღვევით მისი დემოკრატიული ინსტიტუტების, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და დემოკრატიული პლურალიზმის წინააღმდეგ მიზანმიმართული თავდასხმების გზით, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელ დემოკრატიულ განვითარებას; იზიარებს კომისიის შეფასებას, რომ ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტებს, როგორიცაა ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომუნიკაციების კომისია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საკონსტიტუციო სასამართლო, პროკურატურა, ეროვნული ბანკი და სამართალდამცავი და უსაფრთხოების უწყებები, აკლიათ მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და დემოკრატიული ზედამხედველობა; ხაზს უსვამს, რომ საქართველო ვერ მიაღწევს რაიმე პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, სანამ ის არ დაუბრუნდება დემოკრატიული რეფორმების გზას და, სხვა საკითხებთან ერთად, არ უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებს, არ დაიცავს ოფიციალური ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, ეფექტურად არ გაუმკლავდება ოლიგარქიულ კონტროლს და არ გააუმჯობესებს ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვას", - აღნიშნულია ანგარიშში. ამასთან, ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების" ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწესებული მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუსჯელობის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება. „ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების" ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის, არჩევნების გაყალბების, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, ასევე „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანიებისა და მედია საშუალებების თანამონაწილე მფლობელების წინააღმდეგ დაწესებული მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუსჯელობის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება; მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში, წევრი სახელმწიფოების მზარდი რაოდენობა აწესებს ინდივიდუალურ სავიზო აკრძალვებსა და სხვა სანქციებს ქართველი თანამდებობის პირების წინააღმდეგ; მოუწოდებს სხვა წევრ სახელმწიფოებსაც მიჰყვნენ ამ მაგალითს; იმეორებს მტკიცე მოწოდებას ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ, დაუყოვნებლივ დააწესონ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ და მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს მისი აქტივები და ითანამშრომლოს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან; გმობს პოლიტიკური რეპრესიების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების შევიწროებისა და ოპოზიციური ფიგურების დევნისთვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირებისა და ინსტიტუტების სისტემურ დაუსჯელობას; ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის რეაგირება დღემდე არაადეკვატური და დაგვიანებულია საქართველოში ავტორიტარული კონსოლიდაციის დაჩქარების გათვალისწინებით; მოუწოდებს საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს, სასწრაფოდ მიიღონ ევროკავშირის მასშტაბით კოორდინირებული შემზღუდავი ზომები ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის, თანამდებობის პირისა და ხელშემწყობი პირის წინააღმდეგ, მათ შორის სანქციების სიების გაფართოება, აქტივების ყოვლისმომცველი გაყინვა და სავიზო აკრძალვა, რომლებიც მიმართული იქნება სახელმწიფოს მიტაცებაზე, რეპრესიებსა და რეჟიმის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ; მოუწოდებს უნგრეთის ახალ მთავრობას, მოხსნას მისი წინამორბედის მიერ დაწესებული ბლოკადა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ევროკავშირის მასშტაბით მიზნობრივი სანქციების დაწესებაზე; მოუწოდებს საბჭოს, შეისწავლოს კოლექტიური მექანიზმები იმ შემთხვევისთვის, როდესაც ერთსულოვნება შეუძლებელია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროკავშირის ეფექტური და ერთიანი რეაგირება", - აღნიშნულია ანგარიშში
მსგავსი სიახლეები
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ლევან სანიკიძის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო მოსამართლემ მოქალაქე გია კაჭკაჭურს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
,,მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან''- სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი
გია აბაშიძე: პატიმარ ელენე (რუბლოვნა) ხოშტარიაზე ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ თითქოს მას ციხეში კლავენ არასათანადო სამედიცინო მომსახურებით, მორიგი ფარსია; შლეგ სააკაშვილზე უკვე გვინახავს ეს "პოლიტვოდევილი"
"რაისა კომუნისტკას რას მოკითხავ, უტიფრობის ზენიტია ეს ქალი... ამხილა მთელი ეს კალასიზმი, რაც არის ევროკავშირში" - ირაკლი ზარქუა
არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, მე მაქვს ძალიან მყარი პოზიცია, რომ წევრ ქვეყანას არ შეიძლება ჰქონდეს ვინმეზე ნაკლები უფლებები - ირაკლი ფავლენიშვილი
ქალბატონი კოსის განცხადება არის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხყოფა ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნისთვის - რატი იონათამიშვილი
ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ამ ევროილუზიიდან, შევძლოთ ჩვენი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება - ვატო შაქარიშვილი
,,ქართულმა ოცნებამ" არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი''- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა
გლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია - ევროკომისია გლობალური შიმშილის 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს
რასა იუკნევიჩიენე - ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება, გაათავისუფლეთ ელენე
საგარეო უწყება - ბრიტანეთის ელჩთან საუბრისას აღინიშნა, რომ გემ SILVAR-თან დაკავშირებით მიუღებელია საელჩოს განცხადების სულისკვეთება და მანიპულაციური ქმედებები ჩრდილს აყენებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს
„ფეხბურთის ზავი“ ახლო აღმოსავლეთში - ავთანდილ წულაძე
შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
ირაკლი ფავლენიშვილი - თინა ბოკუჩავა გაწეული ღვაწლის გამო, ჩვენგან სათანადო პატივისცემას იმსახურებს
ირაკლი კობახიძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა
ქართველიშვილი: 2022 წლამდე ევროკავშირის გაფართოებაზე საუბარი არ იყო. საქართველოს "ღია კარში" ტოვებდნენ, რომ სამხედრო პოლიგონად გამოეყენებინათ "საერთო ფასეულობების" დასაცავად. თუ გადარჩებოდა, მიიღებდა გაწევრიანების "კასტრირებულ" პერსპექტივას
,,მე არ ვუჩივი არავის! არც ვიცი, ვინ არის ეს ადამიანი - ვფიქრობ, ისიც ეყოფა, 2026 წელს კიდევ „ქოცი" რომ არის''- გრიგოლ გეგელია
შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა