ინოვაციური კულტურის განვითარება ახალი თაობისთვის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის კვლევით საზოგადოებაში

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება „ინოვაციური კულტურის განვითარება ახალი თაობისთვის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის კვლევით საზოგადოებაში - FORGE-AI", რომლის ფარგლებში პროექტის პირველი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.


ღონისძიება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მან ხაზი გაუსვა, რომ FORGE-AI წარმოადგენს მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საქართველოს კვლევითი და ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას, ახალგაზრდა მკვლევრების პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას: "დღეს შევაფასებთ განვლილი წლის საქმიანობის შედეგებს და დავსახავთ სამომავლო გეგმებს, რათა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობით შევძლოთ ამ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევა. სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენს გვერდით იმყოფება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, რომელიც აქტიურად არის ჩართული ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე კვლევით და განვითარების პროცესებში", - აღნიშნა თეიმურაზ დოჭვირმა.


დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ეროვნული შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალგაზრდა მკვლევრების პროფესიულ განვითარებასა და საქართველოს ევროპულ კვლევით სივრცეში ინტეგრაციას. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა პროექტ FORGE-AI -ის სამუშაო ჯგუფს გაწეული საქმიანობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პროექტს ექნება კონკრეტული შედეგები და რეკომენდაციები, რომელთა გამოყენებასაც განათლების სისტემა პრაქტიკაში ეფექტიანად შეძლებს.


ღონისძიების ფარგლებში პროექტის მონაწილე ორგანიზაციებმა პირველი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის, განხორციელებული აქტივობების შედეგები და სამომავლო ხედვა წარადგინეს.


შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო პროექტის მესამე სამუშაო პაკეტის - „ეროვნული კვლევითი პრაქტიკისა და დაფინანსების ინსტრუმენტების კორექტირება" - ფარგლებში მიმდინარე საქმიანობები. მონაწილეებმა იმსჯელეს პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პროცესზე, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციებზე ორიენტირებული კვლევების ხელშეწყობას, ინტერსექტორული კარიერული განვითარების მექანიზმების გაძლიერებასა და ეროვნული დაფინანსების ინსტრუმენტების გაუმჯობესებას.


FORGE-AI პროექტი Horizon Europe-ის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევისა და ინოვაციების სისტემის გაძლიერებას, ახალგაზრდა მკვლევრებისა და კვლევითი მენეჯერების შესაძლებლობების განვითარებას, საერთაშორისო და სექტორთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ევროპულ კვლევით სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავებას.

 

 





მსგავსი სიახლეები
ვალუტის კურსი განახლდა - რამდენად იყიდით დოლარს და ევროს
მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდრ ვუჩიჩი, მეუღლეებთან ერთად, კახეთს ესტუმრნენ
ინოვაციური კულტურის განვითარება ახალი თაობისთვის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის კვლევით საზოგადოებაში
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის აფილირებული უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს
ჩუღურეთის რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ირაკლი ჭეიშვილი - მზად ვართ ევროკავშირთან სასაუბროდ არა მხოლოდ გამჭვირვალობის კანონთან, არამედ ნებისმიერ საკითხთან მიმართებით, საუბარია არა დათმობებზე, არამედ დისკუსიაზე
20-21 ივნისს ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი“ ჩატარდება
"სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში" ცვლილებები შედის
ძიუდოს 2029 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
თბილისის მერი A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ლიცენზია გაუუქმდებათ
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
„რატომ აძლევთ თქვენ თავს უფლებას... სასწაული ვერსიები მოვისმინე“ - მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს
17 ივნისის ამინდის პროგნოზი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - SILVAR-ის საქართველოში ოპერირებისას მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია, საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა ვალდებულებების სრული დაცვით
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განცხადებას ავრცელებს
გამოფენა „პატრიარქი ილია II“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი
17-20 და 22-25 ივნისს გორის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება
შიო მესამე - ერთობლივი შრომით იქმნება ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო, სადაც ახალგაზრდებს მართებული ორიენტირების პოვნა და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბება შეუძლიათ