„ევრონიუსი“ - ევროკროპარლამენტმა ყველაზე მკაცრი მიგრაციული კანონი დაამტკიცა
ევროპარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა ევროკავშირის ახალი კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს წევრ ქვეყნებს, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ შექმნან ე.წ. დაბრუნების ცენტრები და ჩაატარონ არალეგალი მიგრანტების საცხოვრებელი ადგილების ჩხრეკა.
კანონს მხარი 418 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 218-ი წინააღმდეგი იყო, ხოლო 30 დეპუტატმა თავი შეიკავა. კანონის მომხრეებს შორის იყვნენ კონსერვატორი და ულტრამემარჯვენე ჯგუფები.
კანონის მიზანია, დააჩქაროს იმ მიგრანტების დაბრუნება, რომლებსაც ევროკავშირში დარჩენის კანონიერი უფლება არ აქვთ.
„ევრონიუსი" იტყობინება, რომ ე.წ. დაბრუნების რეგულაცია წარმოადგენს ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკის ყველაზე მკაცრ ცვლილებას ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ის საკამათოდ მიიჩნევა, რადგან ევროკავშირის ქვეყნებს საშუალებას მისცემს, მესამე ქვეყნებთან შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირის გარეთ შექმნან დეპორტაციის ცენტრები, ე.წ. დაბრუნების ჰაბები.
აღნიშნული „ჰაბები" წარმოადგენენ დროებით ტრანზიტულ ცენტრებს, სადაც ადამიანები წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებამდე დარჩებიან, გამონაკლისი დაუშვეს მხოლოდ უმეთვალყურეოდ მყოფი არასრულწლოვნებისთვის, რომლებიც ამ „ჰაბებში" ვერ მოხვდებიან.
ე.წ. დაბრუნების ჰაბების გარდა, ახალი კანონი ითვალისწინებს არალეგალი მიგრანტების „საცხოვრებელი ადგილის ან სხვა შესაბამისი შენობების" ჩხრეკის უფლებას. „ევრონიუსის" ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება ამას ადარებენ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მიერ ჩატარებულ რეიდებს.
კანონი ასევე ითვალისწინებს მიგრანტების დაკავების უფრო ხანგრძლივ ვადებს და სხვა აკრძალვებს. ახალი რეგულაციის მიხედვით, დაბრუნების მომლოდინე არალეგალი მიგრანტების დაკავების მაქსიმალური ვადა ექვსი თვიდან ორ წლამდე იზრდება, დამატებით ექვსთვიანი გაგრძელების შესაძლებლობით. იმ პირებისთვის, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრებიან, დაკავების ვადა შესაძლოა, განუსაზღვრელი იყოს.
დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში შესვლის აკრძალვებიც მნიშვნელოვნად მკაცრდება. კერძოდ, უმეტეს შემთხვევაში მათი ხანგრძლივობა ხუთი წლიდან ათ წლამდე გაიზრდება, საფრთხედ მიჩნეული პირებისთვის შესაძლებელია, დაწესდეს ქვეყანაში შესვლის უვადო აკრძალვაც.
კანონი ასევე ცვლის გასაჩივრების პროცედურებს. მოქმედი წესებით, დეპორტაცია ავტომატურად ჩერდება ვიდრე სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. ახალი კანონი ამ ავტომატურ დაცვის მექანიზმს აუქმებს და გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.
მსგავსი სიახლეები
„ევრონიუსი“ - ევროკროპარლამენტმა ყველაზე მკაცრი მიგრაციული კანონი დაამტკიცა
,,ირანი და აშშ იღებენ ვალდებულებას, დაიცვან ერთმანეთის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა''- აშშ-ირანის მიერ შეთანხმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს აქვეყნებს
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი: პრეზიდენტი ტრამპი გვიყვარს, მაგრამ არ მივიღებთ შეთანხმებას, რომელსაც მან ხელი მოაწერა
მედიის ცნობით, ისრაელმა ახალი ავიაიერიშები მიიტანა ლიბანის სამხრეთ ნაწილზე
დონალდ ტრამპი - მე ბოსი ვარ
Trading Economics-ის მონაცემებით, ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ნავთობის ფასი მცირდება
POLITICO: ტრამპი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინას, თუ ევროპა მას ირანთან დაკავშირებით დაეხმარება
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ირანთან და ლიბანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
მარკ კარნი - უკრაინის თემაზე შეიმჩნევა აშშ-ისა და პრეზიდენტ ტრამპის ორიენტაციის ცვლილება
Financial Times: რუსეთის მიერ ემბარგოს შემოღების შემდეგ სომხეთს დახმარება დასჭირდა
ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა
,,იმედია, მემორანდუმი მართლაც გახდება ირანში ომის დასრულების გზა''- რომის პაპი
ირანმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა
POLITICO: სტარმერმა თავდაცვისთვის დამატებითი დაფინანსების მოპოვება ვერ შეძლო
სროლა აშშ-ის ქალაქ უილმინგტონის საავადმყოფოში - არის მსხვერპლი
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - „მზად ვართ, განვიხილოთ უკრაინისთვის ლიცენზიების გაცემა, რათა უკრაინაში სამხედრო წარმოება გაიზარდოს“
ისრაელმა აშშ-ს ირანთან შეთანხმების ტექსტის ნახვა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო - CNN
The Telegraph: ევროპა ნელ-ნელა აცნობიერებს კაია კალასის აბსურდულობას
„ფაინენშალ თაიმსი“ - „დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ენერგოექსპორტის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებენ
ფაშინიანი: პარლამენტში წარმოდგენილი ამჟამინდელი ოპოზიცია სრულიად უკანონო საქმიანობის შედეგად ჩამოყალიბდა, რის გამოც სახელმწიფოს აქვს კანონიერი უფლება, მომავალში ამ წრეებს პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობა შეუზღუდოს