მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდრ ვუჩიჩი, მეუღლეებთან ერთად, კახეთს ესტუმრნენ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან და მის მეუღლესთან, თამარა ვუჩიჩთან ერთად, კახეთის რეგიონს ესტუმრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტებმა, მეუღლეებთან ერთად, ალავერდის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს.
ოფიციალურ პირებს მეგზურობა ალავერდის მიტროპოლიტმა, აბბა დავით მახარაძემ გაუწია.
„საქართველოსა და სერბეთის მეგობარ ერებს შორის არსებული საერთო სულიერი და კულტურული ფასეულობების გათვალისწინებით, ამ უმნიშვნელოვანესი მართლმადიდებლური სიწმინდის ერთობლივ დათვალიერებას განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.
პრეზიდენტებმა ასევე მოინახულეს „ბადაგონის" ღვინის საწარმო, სადაც მათ კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი სალაყაიამ ქართული მეღვინეობის უძველესი ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნო. სტუმარმასპინძლობისა და მტკიცე მეგობრობის ნიშნად, საწარმოში პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის სახელზე სიმბოლური ღვინის კასრი საზეიმოდ განთავსდა.
სერბეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველო-სერბეთის პარტნიორობის გაღრმავებისა და ჩვენს ხალხებს შორის მრავალმხრივი კავშირების განმტკიცების გზაზე", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
ვალუტის კურსი განახლდა - რამდენად იყიდით დოლარს და ევროს
მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდრ ვუჩიჩი, მეუღლეებთან ერთად, კახეთს ესტუმრნენ
ინოვაციური კულტურის განვითარება ახალი თაობისთვის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის კვლევით საზოგადოებაში
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის აფილირებული უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს
ჩუღურეთის რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ირაკლი ჭეიშვილი - მზად ვართ ევროკავშირთან სასაუბროდ არა მხოლოდ გამჭვირვალობის კანონთან, არამედ ნებისმიერ საკითხთან მიმართებით, საუბარია არა დათმობებზე, არამედ დისკუსიაზე
20-21 ივნისს ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი“ ჩატარდება
"სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში" ცვლილებები შედის
ძიუდოს 2029 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
თბილისის მერი A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ლიცენზია გაუუქმდებათ
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
„რატომ აძლევთ თქვენ თავს უფლებას... სასწაული ვერსიები მოვისმინე“ - მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს
17 ივნისის ამინდის პროგნოზი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - SILVAR-ის საქართველოში ოპერირებისას მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია, საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა ვალდებულებების სრული დაცვით
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განცხადებას ავრცელებს
გამოფენა „პატრიარქი ილია II“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი
17-20 და 22-25 ივნისს გორის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება
შიო მესამე - ერთობლივი შრომით იქმნება ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო, სადაც ახალგაზრდებს მართებული ორიენტირების პოვნა და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბება შეუძლიათ