პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს "სანდოს" დირექტორი და შპს "სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის" ინსპექტორი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს ,,სანდოს" დირექტორი და შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის" ინსპექტორი დააკავა, ხოლო ერთ პირს ბრალდება გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „სანდოს" დირექტორმა ბაღდათში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ არსებული დაზიანებული საყრდენი კედლის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისას, არ გაითვალისწინა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მონაცემები და მიუხედავად იმისა, რომ გეოლოგიური პირობების სირთულის მიხედვით უნდა შედგენილიყო, საყრდენი კედლის მეწყერსაწინააღმდეგო ნაგებობის პროექტი, 2024 წლის ივნისში შეადგინა გეოლოგიური დასკვნის მონაცემებთან და ადგილზე შექმნილ ვითარებასთან შეუსაბამო პროექტი. შეუსაბამო პროექტის კონსტრუქციულ ნაწილს შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის" ინსპექტორმა დადებითი შეფასება მისცა, რის შემდეგაც პროექტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა.
იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,სანდოს" მიერ შედგენილი არ იყო საყრდენი კედლის მეწყერსაწინააღმდეგო ნაგებობის პროექტი, შემსრულებელმა ორგანიზაციამ სამუშაოები წარმართა შეუსაბამო პროექტის პირობებში, რაშიც არამიზნობრივად გაიხარჯა სახელმწიფოს კუთვნილი 756 198 ლარი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მძიმე შედეგის მიყენება გამოიწვია და წარმოქმნა საცხოვრებელი კორპუსების მეწყრულ პროცესებში ჩათრევის საფრთხე.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს ,,სანდოს" ერთ-ერთი დამფუძნებლის ოჯახის წევრმა ზემოქმედება განახორციელა მოწმის სახით გამოსაკითხ პირზე, რათა ამ უკანასკნელს გეოლოგიური დასკვნის მონაცემებთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაცია მიეწოდებინა.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ერთ პირს ბრალდება 372-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
მსგავსი სიახლეები
დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
"საქართველოს რკინიგზის" საქმეზე დაკავებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, დავით ფერაძესა და ზაზა ბიძინაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში "ფორმულას" მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს "სანდოს" დირექტორი და შპს "სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის" ინსპექტორი დააკავა
პატიმარი ქალები ელენე ხოშტარიას ტყუილში ამხელენ
სპეციალური პენიტენციური სამსახური ელენე ხოშტარიას ადვოკატის განცხადებას ეხმაურება
"საქართველოს რკინიგზის" ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძესა და კიდევ 7 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
გოგა ხაინდრავა - ვეცდები, რომ „ფორმულას“ წინააღმდეგ ჩემმა საჩივარმა გაგრძელება ჰპოვოს არა სამოქალაქო, არამედ სისხლის სამართლის მიმართულებით
ერთი თვის წინ მოწმის სახით გამოკითხეს, ხელი კი გაუთქმელობაზე მოაწერინეს - კორუფციის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი
კახეთში ცოლ-ქმრის ჩხუბს მეზობლის ქალი ემსხვერპლა
სუს-ი: "საქართველოს რკინიგზის" ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდება
მეხანძრე-მაშველებმა 2 ივნისის ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ქურდიანის ქუჩაზე მომხდარზე 2 პირი დააკავეს
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან დღემდე, საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა, 7 საქმე კი შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასრულდა
მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს
პოლიციამ მესტიაში დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოიღო, ჯამში ამოღებულია 330 ე.წ. მაინერი
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანასკოლელს დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, სისტემატურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას