,,მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან''- სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის განცხადებით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია მაღალი სტანდარტის სამედიცინო მოსახურებით. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ადვოკატის ბრალდებას, თითქოს პენიტენციურ სამსახურს ოთხი თვის წინ გადაეცა თურქი ექიმების რეკომენდაცია მტკნარი სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უკლებლივ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში საჭიროებისამებრ ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეწოდება მაღალი სტანდარტის სამედიცინო სერვისები. რაც შეეხება კონკრეტულ მსჯავრდებულს, დღეს მისმა ადვოკატებმა ბრიფინგზე განაცხადეს მორიგი მტკნარი სიცრუე, ვითომდა თურქეთის მხარისგან მათ მიიღეს სამედიცინო რეკომენდაციები და ოთხი თვის წინ გადმოსცეს პენიტენციურ სამსახურს. რა თქმა უნდა, ეს არის მტკნარი სიცრუე. ეს წერილი, რეკომენდაცია თავად მსჯავრდებულმა ჩვენს სამედიცინო გუნდს გადასცა 21 მაისს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან დაიგეგმა შესაბამისი დარგის სპეციალისტის მოძიება. უკვე 5 ივნისს მას გაეწია შესაბამისი კონსულტაცია. ამის შემდეგ, უკვე 9 ივნისს ჩაუტარდა შესაბამისი მიმართულების ლაბორატორიული კვლევები. დღეს როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ამ წუთებში მას უკვე გაწეული აქვს შესაბამისი კვლევის შემდგომი კონსულტაცია. რა თქმა უნდა, უკვე სამომავლოდ დაგეგმილია შესაბამისი მკურნალობის ტაქტიკა", - განაცხადა პატარიძემ.
აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას უფლებადამცველებს წერილობით პასუხი დაუყოვნებლივ გადაეცათ.
,,დღეს ბრიფინგზე მსჯავრდებულის ადვოკატების მიერ გავრცელდა მორიგი მტკნარი სიცრუე ვითომ, დაახლოებით ორი კვირის წინ მათ მოგვმართეს წერილით და დღემდე არ აქვთ მიღებული პასუხი მსჯავრდებულის სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით, ეს არის მორიგი მტკნარი სიცრუე. მათ 3 ივნისს მიმართეს №5 პენიტენციურ დაწესებულებას და უკვე დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მათ პასუხი გაეგზავნათ №5 პენიტენციური დაწესებულებიდან. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან", - განაცხადა გიორგი პატარიძემ.
მსგავსი სიახლეები
მტკიცედ ვიმეორებთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოთხოვნას, რათა საჭირო სამედიცინო მკურნალობის საზღვარგარეთ მიღება შეძლოს -ევროპარლამენტი
თამარ ჩერგოლეიშვილი - ნაციონალურობიდან ნაციონანულობამდე
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ლევან სანიკიძის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო მოსამართლემ მოქალაქე გია კაჭკაჭურს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
,,მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან''- სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი
გია აბაშიძე: პატიმარ ელენე (რუბლოვნა) ხოშტარიაზე ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ თითქოს მას ციხეში კლავენ არასათანადო სამედიცინო მომსახურებით, მორიგი ფარსია; შლეგ სააკაშვილზე უკვე გვინახავს ეს "პოლიტვოდევილი"
"რაისა კომუნისტკას რას მოკითხავ, უტიფრობის ზენიტია ეს ქალი... ამხილა მთელი ეს კალასიზმი, რაც არის ევროკავშირში" - ირაკლი ზარქუა
არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, მე მაქვს ძალიან მყარი პოზიცია, რომ წევრ ქვეყანას არ შეიძლება ჰქონდეს ვინმეზე ნაკლები უფლებები - ირაკლი ფავლენიშვილი
ქალბატონი კოსის განცხადება არის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხყოფა ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნისთვის - რატი იონათამიშვილი
ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ამ ევროილუზიიდან, შევძლოთ ჩვენი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება - ვატო შაქარიშვილი
,,ქართულმა ოცნებამ" არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი''- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა
გლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია - ევროკომისია გლობალური შიმშილის 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს
რასა იუკნევიჩიენე - ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება, გაათავისუფლეთ ელენე
საგარეო უწყება - ბრიტანეთის ელჩთან საუბრისას აღინიშნა, რომ გემ SILVAR-თან დაკავშირებით მიუღებელია საელჩოს განცხადების სულისკვეთება და მანიპულაციური ქმედებები ჩრდილს აყენებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს
„ფეხბურთის ზავი“ ახლო აღმოსავლეთში - ავთანდილ წულაძე
შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
ირაკლი ფავლენიშვილი - თინა ბოკუჩავა გაწეული ღვაწლის გამო, ჩვენგან სათანადო პატივისცემას იმსახურებს
ირაკლი კობახიძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა
ქართველიშვილი: 2022 წლამდე ევროკავშირის გაფართოებაზე საუბარი არ იყო. საქართველოს "ღია კარში" ტოვებდნენ, რომ სამხედრო პოლიგონად გამოეყენებინათ "საერთო ფასეულობების" დასაცავად. თუ გადარჩებოდა, მიიღებდა გაწევრიანების "კასტრირებულ" პერსპექტივას