მიხეილ სააკაშვილის პოსტი, ჩემთვის მოულოდნელი და უკიდურესად სამწუხაროა, ასეთმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ - თინა ბოკუჩავა
პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი მაშინ წავიკითხე, როდესაც გზაში ვიყავი. გახსოვთ, ექვსი დღის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მხარს მიჭერდა, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რომლებიც, მას მიაჩნია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერებისთვის აუცილებელია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„გუშინდელ ეთერში მას მადლობა გადავუხადე განახლებული ნდობის მანდატისთვის, რადგან ჩემი ორწლიანი ვადა, რომლითაც პარტიის ყრილობამ ამირჩია, დაახლოებით ერთ თვეში იწურება. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, პოსტი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გზაში წავიკითხე, ჩემთვის მოულოდნელი იყო. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, კითხვაზე, რჩება თუ არა პარტიაში, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ პარტიიდან წასვლას არ აპირებს.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ივლისში ყველა თანამდებობის პირს პარტიაში ვადა უმთავრდება და აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს. ჩემი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი".
მსგავსი სიახლეები
ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია, მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლის დაკარგვა, ფინანსური საკითხები, ჩვენ არ გვაქვს კიდევ ორი წლის დაკარგვის ფუფუნება
ნანუკა ჟორჟოლიანი - თინა ჩემზე ჭკვიანია, გამოცდილი, იცის ის, რაც მე არ ვიცი და მე შემიძლია, რისი უნარებიც მას შეიძლება, არ ჰქონდეს, იდეალური პარტნიორები ვიქნებოდით და სამწუხაროა, რომ ასე არ დალაგდა
მიხეილ სააკაშვილის პოსტი, ჩემთვის მოულოდნელი და უკიდურესად სამწუხაროა, ასეთმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ - თინა ბოკუჩავა
მტკიცედ ვიმეორებთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოთხოვნას, რათა საჭირო სამედიცინო მკურნალობის საზღვარგარეთ მიღება შეძლოს -ევროპარლამენტი
თამარ ჩერგოლეიშვილი - ნაციონალურობიდან ნაციონანულობამდე
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ლევან სანიკიძის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო მოსამართლემ მოქალაქე გია კაჭკაჭურს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
,,მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან''- სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი
გია აბაშიძე: პატიმარ ელენე (რუბლოვნა) ხოშტარიაზე ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ თითქოს მას ციხეში კლავენ არასათანადო სამედიცინო მომსახურებით, მორიგი ფარსია; შლეგ სააკაშვილზე უკვე გვინახავს ეს "პოლიტვოდევილი"
"რაისა კომუნისტკას რას მოკითხავ, უტიფრობის ზენიტია ეს ქალი... ამხილა მთელი ეს კალასიზმი, რაც არის ევროკავშირში" - ირაკლი ზარქუა
არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, მე მაქვს ძალიან მყარი პოზიცია, რომ წევრ ქვეყანას არ შეიძლება ჰქონდეს ვინმეზე ნაკლები უფლებები - ირაკლი ფავლენიშვილი
ქალბატონი კოსის განცხადება არის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხყოფა ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნისთვის - რატი იონათამიშვილი
ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ამ ევროილუზიიდან, შევძლოთ ჩვენი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება - ვატო შაქარიშვილი
,,ქართულმა ოცნებამ" არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი''- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა
გლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია - ევროკომისია გლობალური შიმშილის 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს
რასა იუკნევიჩიენე - ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება, გაათავისუფლეთ ელენე
საგარეო უწყება - ბრიტანეთის ელჩთან საუბრისას აღინიშნა, რომ გემ SILVAR-თან დაკავშირებით მიუღებელია საელჩოს განცხადების სულისკვეთება და მანიპულაციური ქმედებები ჩრდილს აყენებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს
„ფეხბურთის ზავი“ ახლო აღმოსავლეთში - ავთანდილ წულაძე
შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელს შეხვდა