ლაშა ფარულავა - თინა ბოკუჩავას განცხადებას არ ვეთანხმები, ყველამ კარგად ვიცით და არ მოვიტყუოთ თავი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და გამოკვეთილი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ არ ეთანხმება პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას და მიიჩნევს, რომ პარტიაში ხელმძღვანელი პირების არჩევის საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს.

 

როგორც ფარულავამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „რეზიუმე" განაცხადა, პარტიაში გარკვეული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია უკვე დიდი ხანია, განიხილება და აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელი და გვარი სახელდებოდა.

 

„თვეზე მეტია, ვიცი, რომ კონკრეტული სახელი და გვარები განიხილება. დარწმუნებული ვარ, თინამაც იცოდა, თუმცა რეალობა არის ის, რომ ეს გაუგებრობა შეიქმნა. სინამდვილე არის ის, რომ არსებობს კონკრეტული პრობლემები. ნანუკასთან [ჟორჟოლიანი] ერთად და მისი პლატფორმა - „უმრავლესობა" დაგვემატება. ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან. ჩემი მეგობარია ლუკა ჭოხონელიძე და სხვა ახალგაზრდები. ეს არის სიმდიდრე, რომელსაც პარტია იმატებს იმ ვითარებაში, როდესაც „ქართული ოცნება" ამბობს, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას აკრძალავს. ყველამ კარგად ვიცით და არ მოვიტყუოთ თავი, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და გამოკვეთილი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი.

 

დღეს მიხეილ სააკაშვილმა მკაფიოდ დაწერა, რომ შიდა დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, თავმჯდომარე აირჩეოდეს და პირდაპირი დემოკრატია ამუშავდეს. ლევან ხაბეიშვილი ცუდი ფორმით გადააყენეს პარტიის თავმჯდომარეობიდან და მეგონა, ამაზე ისაუბრებდა თინა ბოკუჩავა, თუმცა ამაზე არ იყო საუბარი. საუბარი იყო იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი ხუთი წელია, რაც ციხეშია. სრულად ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს იმ ნაწილში, რომ პარტიას სჭირდება ისეთი სოცმედია პლატფორმები, რომელიც უკვე შექმნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

 

იმ განცხადებას, რაც დღეს თინა ბოკუჩავამ გააკეთა, არ ვეთანხმები. პარტიას სხვა პრობლემები აქვს. თინა ბოკუჩავას და სხვა ხელმძღვანელ პირებს ვადა ამოეწურათ. პარტიაში უნდა დაიწყოს მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს კონკრეტული ადამიანების არჩევა", - განაცხადა ფარულავამ.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დღეს დაწერა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ მისი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი. სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. ბოკუჩავას თქმით, სააკაშვილის პოსტი მისთვის მოულოდნელი და სამწუხაროა. „ასეთმა იმპულსურმა, არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ", - აღნიშნა ბოკუჩავამ

 

 





მსგავსი სიახლეები
ლაშა ფარულავა - თინა ბოკუჩავას განცხადებას არ ვეთანხმები, ყველამ კარგად ვიცით და არ მოვიტყუოთ თავი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და გამოკვეთილი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი
,,არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან; არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი''- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც პარტიის თავმჯდომარე, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობაში“ რეფორმებზე
ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო
შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს
,,უკრაინულმა ძალებმა ყირიმში ტიტანის მწარმოებელ მსხვილ ქარხანას დაარტყეს, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუშაობდა''- მედია
თამარ ტალიაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტსა და UFC-ს შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
სოფო ხორგუანი - მივმართავ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა - მთავარი განსახილველი საკითხი უნდა იყოს რუსეთის მიერ ცხინვალის ტერიტორიაზე მიმდინარე ბოლო პროცესები
შალვა პაპუაშვილი - შხამიანი თესლიდან კარგი ნაყოფი ვერ გაიზრდება, რადიკალური ოპოზიცია საფუძველშივე დგას ანტიქართულ იდეოლოგიაზე
ევროკომისიის პრესსპიკერი - ქართულ მხარესთან შეხვედრა იყო ტექნიკური, წარიმართა ფაქტებზე დაფუძნებით, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ მთავრობასთან
ფრიდრიხ მერცი:უკრაინა შორეულ პერსპექტივაში ევროკავშირის ნაწილი გახდება
ირაკლი კობახიძე - 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპულ ბიუროკრატიას გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი, დარჩათ ვიზალიბერალიზაცია, ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, რომელიც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს, როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და თავდაცვის უფლებას იტოვებს - CBS News
ემანუელ მაკრონი - ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინასა და კრემლს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს
შალვა პაპუაშვილი - უკრაინა, უკვე ოთხი წელია, ომობს, ბორის ჯონსონი კი, მშვიდად დადის, კონფერენციებს ატარებს და სემინარებში მონაწილეობს
შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც გარედან დაკვეთით არაერთხელ ჩაატარეს, ამას ხალხი აღარ იჯერებს
აშშ-მა, შესაძლოა, გერმანიაში "ტომაჰავკის" ტიპის რაკეტების განთავსების გეგმაზე უარი თქვას -"პოლიტიკო"
ჯეფრი საქსი - მე ძალიან მაწუხებს ევროპის ჩარევა სამხრეთ კავკასიაში, ვფიქრობ, ეს სრულიად შეუსაბამოა, ევროკავშირი თამაშობს უკიდურესად საშიშ თამაშს, რომელიც მისი მისიის ფარგლებს მნიშვნელოვნად სცდება