ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია, მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლის დაკარგვა, ფინანსური საკითხები, ჩვენ არ გვაქვს კიდევ ორი წლის დაკარგვის ფუფუნება

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია. ამის შესახებ ბეჟაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისივე თქმით, მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლის დაკარგვა, ფინანსური საკითხები და მათ არ აქვთ კიდევ ორი წლის დაკარგვის ფუფუნება.

 

ამასთან, ბეჟაშვილის განცხადებით, პარტია იყო და უნდა დარჩეს ერთადერთ პლატფორმად, სადაც თავმჯდომარეებს ხალხი ირჩევდა.

 

„მეგობრებო, მოდით, შევხედოთ რეალობას და ღიად ვთქვათ ის, რაც ბოლო ორი წელია, ყველამ ვიცით: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია. ბოლო პერიოდის სტაგნაცია, ამომრჩევლის დაკარგვა, შიდაპარტიული კომუნიკაციის პრობლემები და ფინანსური საკითხები, პოლიტიკური უმოქმედობა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. ჩვენი პარტია იყო და უნდა დარჩეს ერთადერთ პლატფორმად, სადაც თავმჯდომარეებს ხალხი ირჩევდა. საგამონაკლისო წესით დანიშვნების დრო გამონაკლისად უნდა დარჩეს (ერთი შემთხვევა იყო ასეთი). დღეს სწორედ არაორდინალური, თამამი და რადიკალური გადაწყვეტილებების დროა.

 

მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება ივლისში სრული შიდა არჩევნების ჩატარების შესახებ არის ერთადერთი სწორი გზა. უკვე არსებული კრიზისის მიზეზების სწორი ანალიზი, იმავდროულად, პარტიის გახსნა ახალი, ენერგიული ადამიანებისთვის - ეს პროცესი ახალი ხედვების ნამდვილი შეჯიბრი უნდა გახდეს.

 

ჩვენი პარტიის ფუნდამენტური კოდი ყოველთვის იყო არჩევითობა და გამბედაობა. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ყოველთვის არაორდინალური, რადიკალური და თამამი ნაბიჯებით იმარჯვებდა. როდესაც სისტემა ჭედავს, მას სჭირდება სრული გადატვირთვა. არჩევანი მარტივია: ან ვინარჩუნებთ კომფორტის ზონას და ვეგუებით ნელ სტაგნაციას, ან რისკზე მივდივართ, ვხსნით კარებს ახალი ადამიანებისთვის და ვიბრუნებთ გამარჯვებულის მენტალიტეტს. ჩვენ არ გვაქვს კიდევ ორი წლის დაკარგვის ფუფუნება. ივლისში ენმ-ს სრული რეფორმა და გადატვირთვა გარდაუვალია. მომავალი ეკუთვნის მათ, ვისაც ბრძოლა და რისკის გაღება შეუძლია და არა მათ, ვინც სტატუს კვოს შენარჩუნებას ცდილობს", - წერს ლევან ბეჯაშვილი.

 





მსგავსი სიახლეები
ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია, მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლის დაკარგვა, ფინანსური საკითხები, ჩვენ არ გვაქვს კიდევ ორი წლის დაკარგვის ფუფუნება
ნანუკა ჟორჟოლიანი - თინა ჩემზე ჭკვიანია, გამოცდილი, იცის ის, რაც მე არ ვიცი და მე შემიძლია, რისი უნარებიც მას შეიძლება, არ ჰქონდეს, იდეალური პარტნიორები ვიქნებოდით და სამწუხაროა, რომ ასე არ დალაგდა
მიხეილ სააკაშვილის პოსტი, ჩემთვის მოულოდნელი და უკიდურესად სამწუხაროა, ასეთმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ - თინა ბოკუჩავა
მტკიცედ ვიმეორებთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოთხოვნას, რათა საჭირო სამედიცინო მკურნალობის საზღვარგარეთ მიღება შეძლოს -ევროპარლამენტი
თამარ ჩერგოლეიშვილი - ნაციონალურობიდან ნაციონანულობამდე
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ლევან სანიკიძის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო მოსამართლემ მოქალაქე გია კაჭკაჭურს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
,,მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან''- სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი
გია აბაშიძე: პატიმარ ელენე (რუბლოვნა) ხოშტარიაზე ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ თითქოს მას ციხეში კლავენ არასათანადო სამედიცინო მომსახურებით, მორიგი ფარსია; შლეგ სააკაშვილზე უკვე გვინახავს ეს "პოლიტვოდევილი"
"რაისა კომუნისტკას რას მოკითხავ, უტიფრობის ზენიტია ეს ქალი... ამხილა მთელი ეს კალასიზმი, რაც არის ევროკავშირში" - ირაკლი ზარქუა
არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, მე მაქვს ძალიან მყარი პოზიცია, რომ წევრ ქვეყანას არ შეიძლება ჰქონდეს ვინმეზე ნაკლები უფლებები - ირაკლი ფავლენიშვილი
ქალბატონი კოსის განცხადება არის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხყოფა ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნისთვის - რატი იონათამიშვილი
ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ამ ევროილუზიიდან, შევძლოთ ჩვენი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება - ვატო შაქარიშვილი
,,ქართულმა ოცნებამ" არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი''- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა
გლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია - ევროკომისია გლობალური შიმშილის 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს
რასა იუკნევიჩიენე - ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება, გაათავისუფლეთ ელენე
საგარეო უწყება - ბრიტანეთის ელჩთან საუბრისას აღინიშნა, რომ გემ SILVAR-თან დაკავშირებით მიუღებელია საელჩოს განცხადების სულისკვეთება და მანიპულაციური ქმედებები ჩრდილს აყენებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს
„ფეხბურთის ზავი“ ახლო აღმოსავლეთში - ავთანდილ წულაძე
შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის​ ახალ წარმომადგენელს შეხვდა