მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ისევ არ მოგვისმენია ევროკავშირის მხრიდან, კონკრეტულად რა ნაწილში მოდის მაგალითად გამჭვირვალობის კანონი, ან გრანტების კანონი ევროკავშირის რომელიმე სტანდარტთან წინააღმდეგობაში

კონსტრუქციულ გარემოში შესაძლებელი გახდა, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები გაგვეჟღერებინა და კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ევროკავშირის მხარისთვის, რომ შეუძლებელია ვსაუბრობდეთ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც შედეგებზე დაფუძნებით არის მიღებული და დღეს საქართველოში ლეგიტიმურად მიღებული კანონები იყოს განხილვის საგანი ევროკავშირის პოლიტიკის კონტექსტში, მაშინ, როდესაც დღემდე არავის მოუსმენია, კონკრეტულად რა პრინციპებს ეწინააღმდეგება ეს კანონები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა - რა თქვეს ბრიუსელში, სადაც ქართულ დელეგაციასთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შედგა საუბარი?

 

„ეს შეხვედრა იყო ევროკავშირის რეგულაციით გათვალისწინებული: მაშინ, როდესაც ევროკავშირი სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს აამოქმედებს, ვალდებულია, რომ დიალოგი წამოიწყოს იმ ქვეყანასთან, რომელთანაც მექანიზმი გამოიყენეს. ამ შემთხვევაში საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელთანაც ევროკავშირმა ჯერ წესები შეცვალა, რომ მექანიზმის ამოქმედება შესძლებოდა და შემდეგ აამოქმედა ნაწილობრივ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი. საუბარი იყო ისეთი, როგორსაც მოველოდით; მთავარი აქცენტი ამ შეხვედრაზე კეთდება პოლიტიკურ კომპონენტებზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა ძირითადად ექსპერტებით იყო დაკომპლექტებული, არ იყო მაღალი პოლიტიკური დონის შეხვედრა, სადაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე შეიძლება იყოს საუბარი. თუმცა ზოგადად, კონსტრუქციულ გარემოში შესაძლებელი გახდა, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები გაგვეჟღერებინა და კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ევროკავშირის მხარისთვის, რომ შეუძლებელია ვსაუბრობდეთ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც შედეგებზე დაფუძნებით არის მიღებული (თუნდაც ეს უვიზო მიმოსვლა) და დღეს საქართველოში ლეგიტიმურად მიღებული კანონები, სრულიად სამართლიანი კანონები, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას სჭირდება, იყოს განხილვის საგანი ევროკავშირის პოლიტიკის კონტექსტში, მაშინ, როდესაც დღემდე არავის მოუსმენია, კონკრეტულად რა პრინციპებს ეწინააღმდეგება და რა არის ასეთი მიუღებელი და შეუთავსებელი ევროკავშირის სტანდარტებთან. რა თქმა უნდა, არ ყოფილა კონკრეტული კანონების მუხლების განხილვა და ჩვენ კიდევ ერთხელ არ მოგვისმენია ევროკავშირის მხრიდან კონკრეტულად, თუ რა ნაწილში მოდის მაგალითად გამჭვირვალობის კანონი, ან გრანტების კანონი ევროკავშირის რომელიმე სტანდარტთან წინააღმდეგობაში. მეორე მხრივ კარგი შესაძლებლობა იყო ის, რომ პირველად ამ ფორმატში, პირველად ბრიუსელში, თუნდაც ევროკომისიის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს დელეგაციას მიეცა შესაძლებლობა, რომ ქართული მხარის პოზიცია გაეჟღერებინა.

ეს კანონები გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სტაბილურობას, ქვეყნის უსაფრთხოებას და სწორედ ამან განაპირობა ამ კანონების მიღება და ჩვენთვის წარმოუდგენელია ამ კანონების არსებობა ხელს უშლიდეს ევროკავშირში დიალოგს, გაწევრიანებას, ან ზოგადად ურთიერთობებს. მაშინ ფუნდამენტური კითხვა გვაქვს ჩვენ - ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სტაბილურობა, საქართველოს უსაფრთხოება არის ხელისშემშლელი ევროკავშირთან დიალოგის? - ლოგიკა ასე გვკარნახობს და ეს არის ის კითხვა, რომელიც პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში უნდა გაჟღერდეს და რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს ევროკავშირის მხარესთან", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი: არაფერი გაგვიფუჭებია, ჩვენ უბრალოდ დავიცავით ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელმაც რაღაც აბსტრაქტული საკითხების ფასად ქვეყანა არ გაწირა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ისევ არ მოგვისმენია ევროკავშირის მხრიდან, კონკრეტულად რა ნაწილში მოდის მაგალითად გამჭვირვალობის კანონი, ან გრანტების კანონი ევროკავშირის რომელიმე სტანდარტთან წინააღმდეგობაში
ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია, მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლის დაკარგვა, ფინანსური საკითხები, ჩვენ არ გვაქვს კიდევ ორი წლის დაკარგვის ფუფუნება
ნანუკა ჟორჟოლიანი - თინა ჩემზე ჭკვიანია, გამოცდილი, იცის ის, რაც მე არ ვიცი და მე შემიძლია, რისი უნარებიც მას შეიძლება, არ ჰქონდეს, იდეალური პარტნიორები ვიქნებოდით და სამწუხაროა, რომ ასე არ დალაგდა
მიხეილ სააკაშვილის პოსტი, ჩემთვის მოულოდნელი და უკიდურესად სამწუხაროა, ასეთმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ - თინა ბოკუჩავა
მტკიცედ ვიმეორებთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოთხოვნას, რათა საჭირო სამედიცინო მკურნალობის საზღვარგარეთ მიღება შეძლოს -ევროპარლამენტი
თამარ ჩერგოლეიშვილი - ნაციონალურობიდან ნაციონანულობამდე
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ლევან სანიკიძის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო მოსამართლემ მოქალაქე გია კაჭკაჭურს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
,,მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან''- სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი
გია აბაშიძე: პატიმარ ელენე (რუბლოვნა) ხოშტარიაზე ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ თითქოს მას ციხეში კლავენ არასათანადო სამედიცინო მომსახურებით, მორიგი ფარსია; შლეგ სააკაშვილზე უკვე გვინახავს ეს "პოლიტვოდევილი"
"რაისა კომუნისტკას რას მოკითხავ, უტიფრობის ზენიტია ეს ქალი... ამხილა მთელი ეს კალასიზმი, რაც არის ევროკავშირში" - ირაკლი ზარქუა
არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, მე მაქვს ძალიან მყარი პოზიცია, რომ წევრ ქვეყანას არ შეიძლება ჰქონდეს ვინმეზე ნაკლები უფლებები - ირაკლი ფავლენიშვილი
ქალბატონი კოსის განცხადება არის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხყოფა ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნისთვის - რატი იონათამიშვილი
ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ამ ევროილუზიიდან, შევძლოთ ჩვენი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება - ვატო შაქარიშვილი
,,ქართულმა ოცნებამ" არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი''- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა
გლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია - ევროკომისია გლობალური შიმშილის 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს
რასა იუკნევიჩიენე - ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება, გაათავისუფლეთ ელენე
საგარეო უწყება - ბრიტანეთის ელჩთან საუბრისას აღინიშნა, რომ გემ SILVAR-თან დაკავშირებით მიუღებელია საელჩოს განცხადების სულისკვეთება და მანიპულაციური ქმედებები ჩრდილს აყენებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს