მაკა ბოჭორიშვილი: არაფერი გაგვიფუჭებია, ჩვენ უბრალოდ დავიცავით ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელმაც რაღაც აბსტრაქტული საკითხების ფასად ქვეყანა არ გაწირა

არაფერი გაგვიფუჭებია, ჩვენ უბრალოდ დავიცავით ჩვენი თავი, დავიცავით ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელმაც რაღაც აბსტრაქტული საკითხების ფასად ქვეყანა არ გაწირა და არ დააზიანა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

ვიცე პრემიერის თქმით, საომარ მოქმედებაში ჩართვის შემთხვევაში საქართველო შეიძლებოდა საერთოდ გამქრალიყო.

 

„რთული მისაღები აღმოჩნდა ეს გარკვეული ძალებისთვის. ერთი პატარა ქვეყანა, ერთი პატარა პოლიტიკური ძალა - „ქართული ოცნება" - როგორ ბედავს და როგორ ეწინააღმდეგება იმ გეგმას, რომლის მიხედვითაც ჩვენს ქვეყანას სულ სხვა ფუნქცია უნდა ჰქონოდა. საქართველოს არაფერი დაუშავებია, ყველა სანქციის შემოღების დღიდან და მე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენსავით კეთილსინდისიერად თავად ევროკავშირის წევრები არ იქცევიან. ერთი პატარა ქვეყანა, რომელიც ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ მოცემულობა არსებობს, ახერხებს იმას, რომ ჰქონდეს ისეთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომ სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ უფიქსირდებოდეს. მიუხედავად ამის, არ წყდება ამ ქვეყანაზე თავდასხმა და გამოგონილი სტატიების წერა", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩის დაბარების საკითხსაც გამოეხმაურა.

 

„არაერთი მანიპულაცია, არაერთი დეზინფრომაცია და ასე ზიანდება ჩვენი ქვეყნის იმიჯი, ამიტომაც ვეღარ შევძლებდით, რომ არ მიგვექცია ყურადღება ამ [ბრიტანეთის ელჩის] განცხადებისთვის და არ დაგვეფიქსირებინა ბრიტანეთის ელჩისთვის ჩვენი წუხილი", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრაზე მიიწვიეს. შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების რეჟიმების დაცვის საკითხს და საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მუშაობას. დიდი ბრიტანეთის ელჩთან საუბრისას აღინიშნა, რომ მიუღებელია საელჩოს განცხადების სულისკვეთება და ამგვარი მანიპულაციური ქმედებები ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებს ამ მიმართულებით.

 





მსგავსი სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი: არაფერი გაგვიფუჭებია, ჩვენ უბრალოდ დავიცავით ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელმაც რაღაც აბსტრაქტული საკითხების ფასად ქვეყანა არ გაწირა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ისევ არ მოგვისმენია ევროკავშირის მხრიდან, კონკრეტულად რა ნაწილში მოდის მაგალითად გამჭვირვალობის კანონი, ან გრანტების კანონი ევროკავშირის რომელიმე სტანდარტთან წინააღმდეგობაში
ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია, მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლის დაკარგვა, ფინანსური საკითხები, ჩვენ არ გვაქვს კიდევ ორი წლის დაკარგვის ფუფუნება
ნანუკა ჟორჟოლიანი - თინა ჩემზე ჭკვიანია, გამოცდილი, იცის ის, რაც მე არ ვიცი და მე შემიძლია, რისი უნარებიც მას შეიძლება, არ ჰქონდეს, იდეალური პარტნიორები ვიქნებოდით და სამწუხაროა, რომ ასე არ დალაგდა
მიხეილ სააკაშვილის პოსტი, ჩემთვის მოულოდნელი და უკიდურესად სამწუხაროა, ასეთმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ - თინა ბოკუჩავა
მტკიცედ ვიმეორებთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოთხოვნას, რათა საჭირო სამედიცინო მკურნალობის საზღვარგარეთ მიღება შეძლოს -ევროპარლამენტი
თამარ ჩერგოლეიშვილი - ნაციონალურობიდან ნაციონანულობამდე
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ლევან სანიკიძის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო მოსამართლემ მოქალაქე გია კაჭკაჭურს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
,,მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან''- სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი
გია აბაშიძე: პატიმარ ელენე (რუბლოვნა) ხოშტარიაზე ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ თითქოს მას ციხეში კლავენ არასათანადო სამედიცინო მომსახურებით, მორიგი ფარსია; შლეგ სააკაშვილზე უკვე გვინახავს ეს "პოლიტვოდევილი"
"რაისა კომუნისტკას რას მოკითხავ, უტიფრობის ზენიტია ეს ქალი... ამხილა მთელი ეს კალასიზმი, რაც არის ევროკავშირში" - ირაკლი ზარქუა
არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, მე მაქვს ძალიან მყარი პოზიცია, რომ წევრ ქვეყანას არ შეიძლება ჰქონდეს ვინმეზე ნაკლები უფლებები - ირაკლი ფავლენიშვილი
ქალბატონი კოსის განცხადება არის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხყოფა ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნისთვის - რატი იონათამიშვილი
ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ამ ევროილუზიიდან, შევძლოთ ჩვენი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება - ვატო შაქარიშვილი
,,ქართულმა ოცნებამ" არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი''- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა
გლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია - ევროკომისია გლობალური შიმშილის 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს
რასა იუკნევიჩიენე - ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება, გაათავისუფლეთ ელენე
საგარეო უწყება - ბრიტანეთის ელჩთან საუბრისას აღინიშნა, რომ გემ SILVAR-თან დაკავშირებით მიუღებელია საელჩოს განცხადების სულისკვეთება და მანიპულაციური ქმედებები ჩრდილს აყენებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს