მაკა ბოჭორიშვილი: "ბატონი ჯო ვილსონი მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს რეპუტაციას"
შშ-ის კონგრესმენის, ჯო ვილსონის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლოა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვას უშლის ხელს - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „იმედი Live" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ქართული მხარე პარტნიორებთან ურთიერთობის ახალი ჩარჩოს შექმნის პროცესში გულწრფელობასა და ურთიერთპატივისცემას ელოდება.
„ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვესაუბრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე, ახალი ურთიერთობების ჩარჩოს შექმნაზე, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ისინი არიან გულწრფელები და ნამდვილად გულისხმობენ იმას, რასაც საუბრობენ ჩვენთან შეხვედრებისას; რომ ჩვენ გვსურს, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები იყოს ჯანსაღი, იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული და იყოს შინაარსიანი, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო." - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონგრესმენის ქმედებები აზიანებს ამ პოზიტიურ მოლოდინებს, რადგან მისი მხრიდან გაჟღერებული კრიტიკა ყოველგვარ რეალურ საფუძველსაა მოკლებული.
„ამას ნამდვილად ხელს უშლის მსგავსი განცხადებები და მსგავსი ნაბიჯები, რასაც აკეთებს ბატონი ჯო ვილსონი. ის მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს რეპუტაციას. მას რომ ჰკითხოთ, ვერანაირ ფაქტს ვერ მოგიტანთ და ვერაფერს დაამტკიცებს გარდა საქართველოს ხელისუფლების პროქართულობისა. თუმცა ამას მუდმივად წერს. სამწუხაროა, რომ ის არის ერთადერთი, ხშირ შემთხვევაში აქტიური ხმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელიც ისმის საქართველოსთან დაკავშირებით და ეს ნამდვილად არ ეხმარება ამ პროცესს", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი: "არაფერი გაგვიფუჭებია, ჩვენ უბრალოდ დავიცავით ჩვენი თავი და ჩვენი ქვეყანა"
მაკა ბოჭორიშვილი: რთული წარმოსადგენია გაფართოების პოლიტიკის ნამდვილობა და სერიოზულობა - ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო თურქეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნად რაიმე უფლების გარეშე ან შეზღუდული უფლებებით
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის გაფართოების ახალი წესები აჩენს კითხვებს, რამდენად არის მზად ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად
მაკა ბოჭორიშვილი: "ბატონი ჯო ვილსონი მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს რეპუტაციას"
მაკა ბოჭორიშვილი: არაფერი გაგვიფუჭებია, ჩვენ უბრალოდ დავიცავით ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელმაც რაღაც აბსტრაქტული საკითხების ფასად ქვეყანა არ გაწირა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ისევ არ მოგვისმენია ევროკავშირის მხრიდან, კონკრეტულად რა ნაწილში მოდის მაგალითად გამჭვირვალობის კანონი, ან გრანტების კანონი ევროკავშირის რომელიმე სტანდარტთან წინააღმდეგობაში
ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია, მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლის დაკარგვა, ფინანსური საკითხები, ჩვენ არ გვაქვს კიდევ ორი წლის დაკარგვის ფუფუნება
ნანუკა ჟორჟოლიანი - თინა ჩემზე ჭკვიანია, გამოცდილი, იცის ის, რაც მე არ ვიცი და მე შემიძლია, რისი უნარებიც მას შეიძლება, არ ჰქონდეს, იდეალური პარტნიორები ვიქნებოდით და სამწუხაროა, რომ ასე არ დალაგდა
მიხეილ სააკაშვილის პოსტი, ჩემთვის მოულოდნელი და უკიდურესად სამწუხაროა, ასეთმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ - თინა ბოკუჩავა
მტკიცედ ვიმეორებთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოთხოვნას, რათა საჭირო სამედიცინო მკურნალობის საზღვარგარეთ მიღება შეძლოს -ევროპარლამენტი
თამარ ჩერგოლეიშვილი - ნაციონალურობიდან ნაციონანულობამდე
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ლევან სანიკიძის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო მოსამართლემ მოქალაქე გია კაჭკაჭურს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
,,მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან''- სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი
გია აბაშიძე: პატიმარ ელენე (რუბლოვნა) ხოშტარიაზე ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ თითქოს მას ციხეში კლავენ არასათანადო სამედიცინო მომსახურებით, მორიგი ფარსია; შლეგ სააკაშვილზე უკვე გვინახავს ეს "პოლიტვოდევილი"
"რაისა კომუნისტკას რას მოკითხავ, უტიფრობის ზენიტია ეს ქალი... ამხილა მთელი ეს კალასიზმი, რაც არის ევროკავშირში" - ირაკლი ზარქუა
არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, მე მაქვს ძალიან მყარი პოზიცია, რომ წევრ ქვეყანას არ შეიძლება ჰქონდეს ვინმეზე ნაკლები უფლებები - ირაკლი ფავლენიშვილი
ქალბატონი კოსის განცხადება არის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხყოფა ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნისთვის - რატი იონათამიშვილი
ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ამ ევროილუზიიდან, შევძლოთ ჩვენი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება - ვატო შაქარიშვილი