მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის გაფართოების ახალი წესები აჩენს კითხვებს, რამდენად არის მზად ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE"-ის ეთერში ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ყურადღების გამახვილება ხდება იმაზე, თუ რამდენად არის მზად თავად ევროკავშირი ახალი წევრი სახელმწიფოების მისაღებად, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გაფართოების საკითხი ევროპული უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური პროცესების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.
„ჯერ კიდევ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში იყო საუბარი, თუ რამდენად მზად იყო ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნების მისაღებად. განსაკუთრებული აქცენტი უკრაინაზე კეთდებოდა, იმიტომ, რომ მაშინ გაჟღერდა, თითქოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი იყო სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი და ევროკავშირის რიგი წევრი ქვეყნების აღშფოთებაც კი გამოიწვია, თუ რამდენად უნდა უკარნახონ მესამე ქვეყნებმა ევროკავშირს, როდის და რა პირობებით გაფართოვდეს. ამის შემდგომ კიდევ უფრო გააქტიურდა საუბრები, თუ რა წესებით უნდა მოხდეს გაფართოება. ერთგვარად ფაქტის წინაშე დგას ევროკავშირი, რომ გაფართოების საკითხის კიდევ გადადება და გაწელვა, შეიძლება, შეუძლებელი გახდეს რაღაც მომენტში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა უნგრეთის მაგალითზე, რომელიც ხშირად გამოიყენება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვეტოს უფლების მნიშვნელობის საილუსტრაციოდ. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ვეტოს უფლება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის თანასწორობისა და თანასწორუფლებიანობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა.
„ბოლო პერიოდში ხშირად არის საუბარი და უნგრეთის შემთხვევა ხშირად იყო გამოყენებული იმის საჩვენებლად, თუ რამდენად უარყოფითად შეიძლებოდა ემოქმედა ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ერთი ქვეყნისთვის ვეტოს უფლებას. სწორედ ეს არის გარანტია თანასწორობის, თანასწორუფლებიანობის წევრ სახელმწიფოებს შორის. გადაჭრით საუბარი, თუ როგორი იქნება პირობები, ჩემთვის შეუძლებელია, რადგან დაწერილი, ხელმოწერილი და შეთანხმებული ეს არ არის, თუმცა, ცხადია, არის საუბარი, რომ ახალ წევრებს გაწევრიანების შეთანხმებაში ჰქონდეთ პირობა დადებული, რამდენი წელი არ ექნებათ მათ რაღაც უფლებები, როგორებიც ექნებათ სხვა წევრ სახელმწიფოებს", - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.
მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, ასეთი მიდგომა მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს ევროკავშირის მომავალი განვითარების მიმართულებასთან დაკავშირებით.
„მთავარი კითხვა აქ არის ის, არის თუ არა ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის. თუ ევროკავშირი იწყებს უკვე გზების ძიებას, თუ როგორ არ უნდა გახდნენ სრულფასოვანი წევრები ახალი წევრი სახელმწიფოები, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არ არის მზად ახალი გაფართოებისთვის და უბრალოდ ეძებენ გზას იმისთვის, თუ როგორ შეიძლება, შექმნან გაფართოების ილუზია", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, გაფართოების პროცესთან დაკავშირებული ცვლილებები მხოლოდ ინსტიტუციურ საკითხებს არ ეხება და შესაძლოა, ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებზეც იქონიოს გავლენა.
„რა გამოდის, რომ ბრიუსელის წესები ყოველგვარი ხმის, საკუთარი ინტერესების გათვალისწინების გარეშე სავალდებულო უნდა იყოს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, მიუხედავად იმისა, ეს იქნება თუ არა მათ ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობაში? ეს ფუნდამენტურად ცვლის თავად ევროკავშირის არსს. ევროკავშირი სწორედ სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანებაა. რა თქმა უნდა, არის სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილების დათმობა კავშირის სასარგებლოდ, თუმცა ეს არასოდეს ეხებოდა საგარეო პოლიტიკას", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ამ კონტექსტში ჩნდება დამატებითი კითხვები, თუ რა ფორმით იქნება დაცული წევრი სახელმწიფოების ეროვნული ინტერესები და რამდენად შეინარჩუნებენ ისინი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას ევროკავშირის გაფართოების ახალი მოდელის პირობებში.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის განსაკუთრებით რთულია ევროკავშირის გაფართოების სამომავლო ხედვების შეფასება იმ პირობებში, როდესაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, თუმცა რამდენიმე თვეში ევროკავშირმა კანდიდატ ქვეყანასთან დიალოგი შეაჩერა.
„ძალიან რთულია, ისაუბრო დღეს ევროკავშირის გაფართოებაზე და სრულად გქონდეს წარმოდგენა მათ ხედვებზე, თუ რას ფიქრობენ და როგორ ფიქრობენ მომავალთან დაკავშირებით", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი: "არაფერი გაგვიფუჭებია, ჩვენ უბრალოდ დავიცავით ჩვენი თავი და ჩვენი ქვეყანა"
მაკა ბოჭორიშვილი: რთული წარმოსადგენია გაფართოების პოლიტიკის ნამდვილობა და სერიოზულობა - ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო თურქეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნად რაიმე უფლების გარეშე ან შეზღუდული უფლებებით
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის გაფართოების ახალი წესები აჩენს კითხვებს, რამდენად არის მზად ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად
მაკა ბოჭორიშვილი: "ბატონი ჯო ვილსონი მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს რეპუტაციას"
მაკა ბოჭორიშვილი: არაფერი გაგვიფუჭებია, ჩვენ უბრალოდ დავიცავით ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელმაც რაღაც აბსტრაქტული საკითხების ფასად ქვეყანა არ გაწირა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ისევ არ მოგვისმენია ევროკავშირის მხრიდან, კონკრეტულად რა ნაწილში მოდის მაგალითად გამჭვირვალობის კანონი, ან გრანტების კანონი ევროკავშირის რომელიმე სტანდარტთან წინააღმდეგობაში
ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია, მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლის დაკარგვა, ფინანსური საკითხები, ჩვენ არ გვაქვს კიდევ ორი წლის დაკარგვის ფუფუნება
ნანუკა ჟორჟოლიანი - თინა ჩემზე ჭკვიანია, გამოცდილი, იცის ის, რაც მე არ ვიცი და მე შემიძლია, რისი უნარებიც მას შეიძლება, არ ჰქონდეს, იდეალური პარტნიორები ვიქნებოდით და სამწუხაროა, რომ ასე არ დალაგდა
მიხეილ სააკაშვილის პოსტი, ჩემთვის მოულოდნელი და უკიდურესად სამწუხაროა, ასეთმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ - თინა ბოკუჩავა
მტკიცედ ვიმეორებთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოთხოვნას, რათა საჭირო სამედიცინო მკურნალობის საზღვარგარეთ მიღება შეძლოს -ევროპარლამენტი
თამარ ჩერგოლეიშვილი - ნაციონალურობიდან ნაციონანულობამდე
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ლევან სანიკიძის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო მოსამართლემ მოქალაქე გია კაჭკაჭურს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
,,მინდა მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან''- სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი
გია აბაშიძე: პატიმარ ელენე (რუბლოვნა) ხოშტარიაზე ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ თითქოს მას ციხეში კლავენ არასათანადო სამედიცინო მომსახურებით, მორიგი ფარსია; შლეგ სააკაშვილზე უკვე გვინახავს ეს "პოლიტვოდევილი"
"რაისა კომუნისტკას რას მოკითხავ, უტიფრობის ზენიტია ეს ქალი... ამხილა მთელი ეს კალასიზმი, რაც არის ევროკავშირში" - ირაკლი ზარქუა
არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, მე მაქვს ძალიან მყარი პოზიცია, რომ წევრ ქვეყანას არ შეიძლება ჰქონდეს ვინმეზე ნაკლები უფლებები - ირაკლი ფავლენიშვილი
ქალბატონი კოსის განცხადება არის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხყოფა ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნისთვის - რატი იონათამიშვილი
ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ამ ევროილუზიიდან, შევძლოთ ჩვენი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება - ვატო შაქარიშვილი