თენგიზ შარმანაშვილი - ევროპარლამენტში რეზოლუციებს ერთადერთი მიზნით იღებენ, რომ მუდმივად იყოს შენარჩუნებული ანტიქართული ფონი ევროპულ პოლიტიკურ სიტუაციაში, ამ საქმიდან არაფერი გამოვა

ევროპარლამენტში რეზოლუციებს ერთადერთი მიზნით იღებენ, რომ მუდმივად იყოს შენარჩუნებული ანტიქართული ფონი ევროპულ პოლიტიკურ სიტუაციაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მორიგ რეზოლუციაზე კომენტირებისას განაცხადა.

 

შარმანაშვილის შეფასებით, ყველაფერს „ყალბ ნარატივზე აფუძნებენ ხოლმე და შემდეგ ყალბი მოწოდებებით გამოდიან".

 

„ძალზედ „საინტერესო" რეზოლუციაა. ხანდახან გაოცებას საზღვარიც აღარ აქვს ხოლმე. იცით, რომ ყველაფერს ყალბ ნარატივზე აფუძნებენ ხოლმე და შემდეგ ყალბი დასკვნები გამოაქვთ, ყალბი მოწოდებებით გამოდიან. ახლა უფრო შორს წავიდნენ და საზოგადოების სეგრეგაციაზე დაიწყეს საუბარი, თურმე არასამთავრობო ორგანიზაციებს და ვიღაცებს უვიზო რეჟიმი უნდა ჰქონდეთ და სხვებს - არა, საქართველოს დანარჩენ ნაწილს. იქამდეც კი მივიდნენ, რომ საზოგადოებას ჰყოფენ. მედიის მიმართ მათი დამოკიდებულება ახალი არ არის. მერამდენე რეზოლუცია მიიღეს, სათვალავი აგვერია. ამ რეზოლუციებს ერთადერთი მიზნით იღებენ, რომ მუდმივად იყოს შენარჩუნებული ანტიქართული ფონი ევროპულ პოლიტიკურ სიტუაციაში.

როგორც აქამდე არაფერი გამოვიდა ამ საქმიდან, არც მომავალში გამოვა. მათ დირექტივებს ვინც არ ემორჩილება, მათი მტერია. არ უყურებენ ისე, რომ მედია სხვადასხვა ხაზს ატარებს და არის კიდევ ნეიტრალური მედია, რომელიც მოვლენებს ნეიტრალურად აშუქებს. მათ ასეთი სივრცე არ წარმოუდგენიათ. ვინც მათ ნარატივს არ ატარებს, პირად მტრად მიაჩნიათ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
ლევან მაჭავარიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“ განახლების რესურსი არ აქვს, ნანუკა ჟორჟოლიანი კარგ ლობიანებს აცხობდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის კარგი თავმჯდომარე იქნები
ლევან მაჭავარიანი - ევროპარლამენტის რეზოლუციით კიდევ ერთხელ გვაჩვენეს უსამართლო დამოკიდებულება, მათი მხრიდან შანტაჟი გრძელდება, დროა, სიმართლეს თვალი გაუსწორონ და რეალობა აღიქვან
ნიკა გვარამია - ბუნებრივია, გეოპოლიტიკური პროცესები დააჩქარა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ, რა არის ამაში გაუგებარი? ომი გეოპოლიტიკური არქიტექტურის შემქმნელია
გია ვოლსკი - სააკაშვილის მხრიდან იმპულსური გადაწყვეტილებები მოულოდნელი არ არის, მიაჩნია, რომ თინა ბოკუჩავამ პარტიისთვის ნაკლები ძალა გაიღო და ნანუკა ჟორჟოლიანს მეტი რესურსი აქვს
თენგიზ შარმანაშვილი - ევროპარლამენტში რეზოლუციებს ერთადერთი მიზნით იღებენ, რომ მუდმივად იყოს შენარჩუნებული ანტიქართული ფონი ევროპულ პოლიტიკურ სიტუაციაში, ამ საქმიდან არაფერი გამოვა
თინა ბოკუჩავა - ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ვიბრძოლებ ბოლომდე
მიხეილ სააკაშვილი - ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, ეს არის ვეტერანებისა და ახალი თაობის ნამდვილი თანავარსკვლავედი, ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
მაკა ბოჭორიშვილი: "არაფერი გაგვიფუჭებია, ჩვენ უბრალოდ დავიცავით ჩვენი თავი და ჩვენი ქვეყანა"
მაკა ბოჭორიშვილი: რთული წარმოსადგენია გაფართოების პოლიტიკის ნამდვილობა და სერიოზულობა - ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო თურქეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნად რაიმე უფლების გარეშე ან შეზღუდული უფლებებით
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის გაფართოების ახალი წესები აჩენს კითხვებს, რამდენად არის მზად ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად
მაკა ბოჭორიშვილი: "ბატონი ჯო ვილსონი მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს რეპუტაციას"
მაკა ბოჭორიშვილი: არაფერი გაგვიფუჭებია, ჩვენ უბრალოდ დავიცავით ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელმაც რაღაც აბსტრაქტული საკითხების ფასად ქვეყანა არ გაწირა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ისევ არ მოგვისმენია ევროკავშირის მხრიდან, კონკრეტულად რა ნაწილში მოდის მაგალითად გამჭვირვალობის კანონი, ან გრანტების კანონი ევროკავშირის რომელიმე სტანდარტთან წინააღმდეგობაში
ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია, მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლის დაკარგვა, ფინანსური საკითხები, ჩვენ არ გვაქვს კიდევ ორი წლის დაკარგვის ფუფუნება
ნანუკა ჟორჟოლიანი - თინა ჩემზე ჭკვიანია, გამოცდილი, იცის ის, რაც მე არ ვიცი და მე შემიძლია, რისი უნარებიც მას შეიძლება, არ ჰქონდეს, იდეალური პარტნიორები ვიქნებოდით და სამწუხაროა, რომ ასე არ დალაგდა
მიხეილ სააკაშვილის პოსტი, ჩემთვის მოულოდნელი და უკიდურესად სამწუხაროა, ასეთმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ - თინა ბოკუჩავა
მტკიცედ ვიმეორებთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოთხოვნას, რათა საჭირო სამედიცინო მკურნალობის საზღვარგარეთ მიღება შეძლოს -ევროპარლამენტი
თამარ ჩერგოლეიშვილი - ნაციონალურობიდან ნაციონანულობამდე
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ლევან სანიკიძის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო მოსამართლემ მოქალაქე გია კაჭკაჭურს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა