უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი პირი - ვ.გ და ლ.ს. დააკავეს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გურიის რეგიონში, მდინარე სუფსიდან შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე სისტემატურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომლის რეალიზაციასაც სხვადასხვა მეწარმე სუბიექტზე ახდენდნენ. ჯამში, უკანონოდ მოპოვებულ იქნა 380 804 ლარის ღირებულების 32 957 კუბური მეტრი ინერტული მასალა, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 494 345 ლარი შეადგინა.

 

ამასთანავე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა განახორციელა 45 713 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ითვალისწინებს.

 





მსგავსი სიახლეები
დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
"საქართველოს რკინიგზის" საქმეზე დაკავებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, დავით ფერაძესა და ზაზა ბიძინაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში "ფორმულას" მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს "სანდოს" დირექტორი და შპს "სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის" ინსპექტორი დააკავა
პატიმარი ქალები ელენე ხოშტარიას ტყუილში ამხელენ
სპეციალური პენიტენციური სამსახური ელენე ხოშტარიას ადვოკატის განცხადებას ეხმაურება
"საქართველოს რკინიგზის" ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძესა და კიდევ 7 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
გოგა ხაინდრავა - ვეცდები, რომ „ფორმულას“ წინააღმდეგ ჩემმა საჩივარმა გაგრძელება ჰპოვოს არა სამოქალაქო, არამედ სისხლის სამართლის მიმართულებით
ერთი თვის წინ მოწმის სახით გამოკითხეს, ხელი კი გაუთქმელობაზე მოაწერინეს - კორუფციის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი
კახეთში ცოლ-ქმრის ჩხუბს მეზობლის ქალი ემსხვერპლა
სუს-ი: "საქართველოს რკინიგზის" ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდება
მეხანძრე-მაშველებმა 2 ივნისის ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ქურდიანის ქუჩაზე მომხდარზე 2 პირი დააკავეს
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან დღემდე, საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა, 7 საქმე კი შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასრულდა
მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს
პოლიციამ მესტიაში დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოიღო, ჯამში ამოღებულია 330 ე.წ. მაინერი
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანასკოლელს დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, სისტემატურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას
შსს ხაშურში ცეცხლსასროლი იარაღით ორი პირის მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს