რუსეთში აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს
რუსეთში აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს. შესაბამისი განცხადება საელჩოს ვებგერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის დიდ ქალაქებში დრონებისა და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შემთხვევაში, შტატების მოქალაქეებმა ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები უნდა დაიცვან და თავშესაფარი მოძებნონ.
აშშ-ის საელჩო რუსეთის ფედერაციაში აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე რეგიონებსა და ქვეყნის შიგნით დიდ ქალაქებში დრონების იერიშები და აფეთქებები ფიქსირდება.
გავრცელებულ ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების მითითებები და მოიძიონ თავშესაფარი.
„თუ ხედავთ უპილოტო საფრენ აპარატს ან დრონს, დაუყოვნებლივ მოშორდით ადგილს და საჭიროების შემთხვევაში მოძებნეთ თავშესაფარი. არ მიუახლოვდეთ, არ შეეხოთ და არ გადაიღოთ ფოტო ან ვიდეო დრონებს, მათ ნამსხვრევებს ან მათ მიერ ჩამოგდებულ ობიექტებს", - ნათქვამია მითითებებში.
საელჩო ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთში აკრძალულია თავდასხმების შედეგების ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელება, რაც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
„კიდევ ერთხელ ვურჩევთ და მკაცრად მოვუწოდებთ აშშ-ის მოქალაქეებს, არ იმოგზაურონ რუსეთში", - აცხადებს საელჩო.
მსგავსი სიახლეები
რუსეთში აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს
აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა სრულად მოხსნა
სერგეი ლავროვი - რუსეთი გააგრძელებს მასშტაბურ დარტყმებს უკრაინის იმ ობიექტებზე, რომელთა მდგომარეობაზეც დამოკიდებულია მათი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა
დონალდ ტრამპმა ვერსალში ხელი მოაწერა შეთანხმებას ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.
დონალდ ტრამპი - შესაძლოა, რუსულ ნავთობზე სანქციები კვლავ აღვადგინო
სომხეთის ცესკო-მ რობერტ ქოჩარიანს საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნა
ირანის საგარეო უწყება - სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოაწერონ ხელი
ემანუელ მაკრონი - "დიდი შვიდეულის" ყველა ლიდერი შეთანხმდა მოსაზრებაზე, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს
დრონების დახმარებით, ყირიმი იზოლირებულია და, როგორც ჩანს, მალე კუნძულად გადაიქცევა, რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება -უკრაინის თავდაცვის მინისტრი
„ევრონიუსი“ - ევროკროპარლამენტმა ყველაზე მკაცრი მიგრაციული კანონი დაამტკიცა
,,ირანი და აშშ იღებენ ვალდებულებას, დაიცვან ერთმანეთის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა''- აშშ-ირანის მიერ შეთანხმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს აქვეყნებს
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი: პრეზიდენტი ტრამპი გვიყვარს, მაგრამ არ მივიღებთ შეთანხმებას, რომელსაც მან ხელი მოაწერა
მედიის ცნობით, ისრაელმა ახალი ავიაიერიშები მიიტანა ლიბანის სამხრეთ ნაწილზე
დონალდ ტრამპი - მე ბოსი ვარ
Trading Economics-ის მონაცემებით, ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ნავთობის ფასი მცირდება
POLITICO: ტრამპი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინას, თუ ევროპა მას ირანთან დაკავშირებით დაეხმარება
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ირანთან და ლიბანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
მარკ კარნი - უკრაინის თემაზე შეიმჩნევა აშშ-ისა და პრეზიდენტ ტრამპის ორიენტაციის ცვლილება
Financial Times: რუსეთის მიერ ემბარგოს შემოღების შემდეგ სომხეთს დახმარება დასჭირდა
ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა