არჩილ გორდულაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციებს უკვე ერთი თეთრის, ერთი ევროცენტის ფასიც აღარ აქვს

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებს უკვე ერთი თეთრის, ერთი ევროცენტის ფასიც კი აღარ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ევროპარლამენტში მიღებული განცხადებებების და რეზოლუციების რაოდენობა იმაზე მეტყველებს, რომ ამ ყველაფერს არავითარი ქმედითი მექანიზმი და საშუალება არ აქვს.

 

„წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ასეთი განცხადებების ამდენჯერ გაკეთება არ მოუწევდათ. რა თქმა უნდა, მათი მიზანი საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევაა, ამ მღელვარების ფონზე სხვის დაკრულზე მოცეკვავე ადამიანები ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში გარე მმართველობა დაამყარონ. ეს ყველაფერი არ გამოსდით, ხუთჯერ რევოლუციური სცენარი ჩაუვარდათ, ხელისუფლების დამხობაც არ გამოუვიდათ.

 

რაც შეეხება რეზოლუციის შინაარსს, ეს კლასიკური მაგალითია იმის, რა წარსულიც არსებობდა ევროპის მასშტაბით 30-იან და 40-იან წლებში. ასევე, რაც არსებობდა აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში 70 წლის განმავლობაში. წესით, ამ ყველაფერზე თანამედროვე მსოფლიოს უარი უნდა ეთქვა, მაგრამ ვხედავთ, რომ ასეთი შეგნების ადამიანები ისევ არიან, მათ შორის, სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიის მასშტაბით. ადამიანებს, რომლებიც საქართველოს რუკაზეც კი ვერ იპოვიან, თურმე სრული ინფორმაცია აქვთ, რა პოლიტიკური და სოციალური გარემოა ქვეყანაში. რეალურად, ამ განცხადებების უკან მდგომ ადამიანებს სურვილი აქვთ, რომ ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით საქართველოში, პირდაპირი მმართველობა დაამყარონ, დემოკრატია ფეხქვეშ გათელონ და, რაც მთავარია, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქართველოში არ იყოს. ასეთ თავდასხმებსა და ასეთ შანტაჟებს ამიტომ ვხედავთ", - განაცხადა გორდულაძემ.

 

მისი თქმით, ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის წინაშე დგას და აუცილებელია, რომ რეალური ევროპულობა ევროკავშირის მასშტაბით დაბრუნდეს.

 

„რეზოლუციის სულისკვეთებაა, რომ თურმე არსებობენ ადამიანები და სხვა ყველა დანარჩენი. თურმე მხოლოდ გარკვეულ პირებს შეუძლიათ, რომ გარკვეული უფლებები ჰქონდეთ, ხოლო სხვა დანარჩენები უნდა იყვნენ სეგრეგირებულები და გარიყულები. არც ეს არ არის უცხო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ რეზოლუციის და ანგარიშის ავტორი რასა იუკნევიჩიანეა, რომელმაც ხელისუფლების მილიონ 120 ათასზე მეტ მხარდამჭერს უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა და ისეთი განცხადება გააკეთა, რომელიც 30-იან და 40-იან წლებში გერმანიასა და იტალიაში კეთდებოდა. მათ შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, შეიძლება, იქამდეც მივიდნენ, რომ პირდაპირ განსაკუთრებული ტანისამოსით ან ტანისამოსზე განსაკუთრებული მანიშნებელი ნიშნებით გამოყონ ადამიანები და შემდეგ გააკეთონ ის ყველაფერი, რაც სხვადასხვა ბანაკში ხდებოდა. ამ ბიუროკრატიის ფარგლებში ვერც წარსულს და ვერც აწმყოს უკვე ვეღარ ვხედავთ, რაც კიდევ ერთი სამწუხარო მოვლენაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ, ასეთი მოვლენებიდან გამომდინარე, ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის წინაშე დგას და აუცილებელია, რომ რეალური ევროპა და ევროპულობა ევროკავშირის მასშტაბით დაბრუნდეს", - განაცხადა გორდულაძემ.

 

17 ივნისს მიღებულ ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნულია: „მოვუწოდებთ ევროკომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში".

 





მსგავსი სიახლეები
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო'ფლაერტიმ საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
რატომ აირჩია ნანუკა ჟორჟოლიანი, ეს მიხეილ სააკაშვილმა უნდა განმარტოს- ირაკლი ფავლენიშვილი
ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთში დაიწყო
არჩილ გორდულაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციებს უკვე ერთი თეთრის, ერთი ევროცენტის ფასიც აღარ აქვს
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
"ევროპაში, დიახ ბატონო, ევროპაში და არსად სხვაგან კაცობრიობის ისტორიაში, რამდენიმე საუკუნე ენთო ინკვიზიციის კოცონი და ღმერთის სახელით ცეცხლზე წვავდნენ ადამიანებს"-ჯონდი ბაღათურია
ირაკლი ჩიქოვანმა რამშტაინის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
მაკა ბოჭორიშვილი - ფაქტია, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე საუბარი სწორედ უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ გააქტიურდა, რასაც ქალბატონი რასა ადასტურებს
მაკა ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბევრი უჩვეულო ჩანაწერია, რაც შეუძლებელს ხდის, დოკუმენტი სერიოზულად შეფასდეს, ყველანაირ მექანიზმის იყენებენ, რომ საზოგადოება დაყოფილი იყოს
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა
ლევან მაჭავარიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“ განახლების რესურსი არ აქვს, ნანუკა ჟორჟოლიანი კარგ ლობიანებს აცხობდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის კარგი თავმჯდომარე იქნები
ლევან მაჭავარიანი - ევროპარლამენტის რეზოლუციით კიდევ ერთხელ გვაჩვენეს უსამართლო დამოკიდებულება, მათი მხრიდან შანტაჟი გრძელდება, დროა, სიმართლეს თვალი გაუსწორონ და რეალობა აღიქვან
ნიკა გვარამია - ბუნებრივია, გეოპოლიტიკური პროცესები დააჩქარა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ, რა არის ამაში გაუგებარი? ომი გეოპოლიტიკური არქიტექტურის შემქმნელია
გია ვოლსკი - სააკაშვილის მხრიდან იმპულსური გადაწყვეტილებები მოულოდნელი არ არის, მიაჩნია, რომ თინა ბოკუჩავამ პარტიისთვის ნაკლები ძალა გაიღო და ნანუკა ჟორჟოლიანს მეტი რესურსი აქვს
თენგიზ შარმანაშვილი - ევროპარლამენტში რეზოლუციებს ერთადერთი მიზნით იღებენ, რომ მუდმივად იყოს შენარჩუნებული ანტიქართული ფონი ევროპულ პოლიტიკურ სიტუაციაში, ამ საქმიდან არაფერი გამოვა
თინა ბოკუჩავა - ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ვიბრძოლებ ბოლომდე
მიხეილ სააკაშვილი - ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, ეს არის ვეტერანებისა და ახალი თაობის ნამდვილი თანავარსკვლავედი, ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
მაკა ბოჭორიშვილი: "არაფერი გაგვიფუჭებია, ჩვენ უბრალოდ დავიცავით ჩვენი თავი და ჩვენი ქვეყანა"
მაკა ბოჭორიშვილი: რთული წარმოსადგენია გაფართოების პოლიტიკის ნამდვილობა და სერიოზულობა - ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო თურქეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნად რაიმე უფლების გარეშე ან შეზღუდული უფლებებით
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის გაფართოების ახალი წესები აჩენს კითხვებს, რამდენად არის მზად ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად