დონალდ ტრამპი - ირანთან ომის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ძალაუფლება უსაზღვროა

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ომის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მის ძალაუფლებას საზღვრები არ აქვს. ამის შესახებ ტრამპმა „აქსიოსთან" ინტერვიუში ისაუბრა.

 

ტრამპმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ლიდერები მის გავლენას აღიარებენ და მის სიტყვებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. მისი თქმით, „დიდი შვიდეულის" სამიტზე ლიდერებმა სერიოზულად მიიღეს მისი ხუმრობა, როდესაც თქვა, რომ უფროსია.

 

აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისრაელი, მისი შეფასებით, დიდ პატივს სცემს და გააკეთებს იმას, რასაც თავად ეტყვის.

 

ინტერვიუში ტრამპმა ასევე დაასახელა მსოფლიო ლიდერები, რომლებსაც ყველაზე მეტად აფასებს. მისი თქმით, განსაკუთრებულ პატივს სცემს სი ძინ პინს და ნარენდრა მოდის. ამასთან, მან კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება , რომ ვლადიმერ პუტინი აღარ მონაწილეობს „დიდი რვიანის" ფორმატში, რომელიც რუსეთის გარიცხვის შემდეგ დიდ შვიდეულად გარდაიქმნა.

 

ტრამპმა ასევე ისაუბრა ისრაელთან ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ მისი როლი ქვეყნის უსაფრთხოებაში გადამწყვეტი იყო. მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა ზოგჯერ საჭიროა მისი გონივრულ ჩარჩოებში შენარჩუნება.

 

„აქსიოსი" წერს, რომ მიუხედავად საკუთარი ძალაუფლების შესახებ გაკეთებული ხმამაღალი განცხადებებისა, ტრამპმა აღიარა, რომ ერთი მნიშვნელოვანი შემზღუდველი ფაქტორი მაინც არსებობს და ეს ეკონომიკაა. მისი თქმით, ირანთან კონფლიქტის გაფართოებას შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გამოეწვია, რის გამოც შეთანხმების მხარდაჭერა უფრო სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნია.

 

ტრამპის შეფასებით, ირანთან მიღწეული შედეგი ფაქტობრივად უპირობო კაპიტულაციისა და რეჟიმის ცვლილების ტოლფასია.

 





მსგავსი სიახლეები
ისრაელი და "ჰეზბოლმა" ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც დღეიდან ამოქმედდება
ჯორჯია მელონი - დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია, არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს
დონალდ ტრამპი - ჯორჯია მელონი მეხვეწებოდა, მასთან ფოტო გადამეღო, ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა
დონალდ ტრამპი - ირანთან ომის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ძალაუფლება უსაზღვროა
დონალდ ტრამპი - ღირსების ორდენის საკუთარი თავისთვის გადაცემა მინდოდა, მაგრამ მითხრეს, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო, ვერაფერი ვიპოვე, რისთვისაც ამას ვიმსახურებდი
ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთით საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
რუსეთში აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს
აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა სრულად მოხსნა
სერგეი ლავროვი - რუსეთი გააგრძელებს მასშტაბურ დარტყმებს უკრაინის იმ ობიექტებზე, რომელთა მდგომარეობაზეც დამოკიდებულია მათი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა
დონალდ ტრამპმა ვერსალში ხელი მოაწერა შეთანხმებას ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.
დონალდ ტრამპი - შესაძლოა, რუსულ ნავთობზე სანქციები კვლავ აღვადგინო
სომხეთის ცესკო-მ რობერტ ქოჩარიანს საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნა
ირანის საგარეო უწყება - სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოაწერონ ხელი
ემანუელ მაკრონი - "დიდი შვიდეულის" ყველა ლიდერი შეთანხმდა მოსაზრებაზე, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს
დრონების დახმარებით, ყირიმი იზოლირებულია და, როგორც ჩანს, მალე კუნძულად გადაიქცევა, რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება -უკრაინის თავდაცვის მინისტრი
„ევრონიუსი“ - ევროკროპარლამენტმა ყველაზე მკაცრი მიგრაციული კანონი დაამტკიცა
,,ირანი და აშშ იღებენ ვალდებულებას, დაიცვან ერთმანეთის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა''- აშშ-ირანის მიერ შეთანხმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს აქვეყნებს
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი: პრეზიდენტი ტრამპი გვიყვარს, მაგრამ არ მივიღებთ შეთანხმებას, რომელსაც მან ხელი მოაწერა
მედიის ცნობით, ისრაელმა ახალი ავიაიერიშები მიიტანა ლიბანის სამხრეთ ნაწილზე
დონალდ ტრამპი - მე ბოსი ვარ