კახა კალაძე - სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება საქართველოში დღეს დაცულია, როგორც არასდროს
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი დამოკიდებულება და მოსაზრება სხვადასხვა საკითხზე. შეიძლება აქცია ჩაატარონ, პროტესტი გამოხატონ, დღეს არავინ არაფერზე შეზღუდული არ არის. ქვეყანაში სიტყვის, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, მაიკლ ო'ფლაერტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიშთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.
კალაძის თქმით, საქართველო თავისი კანონმდებლობით იცავს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ქართველი ხალხის ინტერესებს.
„ეს მოწოდებები და თითის ქნევა წარმოუდგენელია. მთელი ამ ხნის განმავლობაში, იგივე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ვინმეს მოგისმენიათ არგუმენტი, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, რატომ ეწინააღმდეგება ის დემოკრატიულ პროცესებს და ევროინტეგრაციას? ამასთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ არის. უბრალოდ, მათ ასე უნდათ იმიტომ, რომ დღეს ისინი ვერ ახერხებენ შავი ფულის შემოტანას და ხვრელების ნახვას, როგორც თვითონ საუბრობენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ ეძებენ შავ ხვრელებს საქართველოში „ქეშის" შემოსატანად. რას ხმარდებოდა ეს თანხები? ეს ხმარდებოდა რადიკალური დაჯგუფებების დაფინანსებას, მათ შექმნას, რომ შემდეგ ისინი გამოეყენებინათ სახელმწიფოს წინააღმდეგ რევოლუციების მოწყობაში, სახელმწიფო გადატრიალებებში და ა.შ.
არ გამოვა დღეს ეს. დღეს აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა, სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია და ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის ინტერესებს", - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება მემორანდუმის იმ ნაწილს, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან აქციებისას ძალადობის ფაქტებს შეეხება, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება და შედეგებს უნდა დაველოდოთ.
„ბევრჯერ გაკეთდა განმარტება, რომ იყო მათ შორის ამოცნობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ დაველოდოთ. არიან კონკრეტული სპეცრაზმელები, რომლებიც გამოძიების შედეგად ამოცნობილია და შესაბამისი სისხლის სამართლის საქმე დაწყებულია ამასთან დაკავშირებით. ამიტომ დაველოდოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები
"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს დავარქმევდი მიხაილო სააკაშვილის ქრონიკებიდან ერთ-ერთ სცენარს, "ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინება"-ირაკლი კირცხალია
ირაკლი კირცხალია - საინტერესოა, მაიკლ ო'ფლაერტმა დასკვნა რაზე დაყრდნობით გააკეთა? ბრიუსელს ვურჩევდი, ცოტა ობიექტური დავალების გაცემა მოხდეს, როცა აქ ვინმე რაიმეს შეფასებლად ჩამოდის
კახა კალაძე - სააკაშვილის განცხადება, რომლითაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, არის ტიპური მაგალითი, როგორ მოქმედებს აგენტი
ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს - "ვიდრე გადაწყვეტილებები სამ კაცში მიიღება, უმრავლესობა კი ამას „ფეისბუქით“ იგებს, პარტია სულ კრიზისში იქნება და ვერასოდეს გახდება სახალხო"
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ისტორიული ტრადიციებით, მეგობრობით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად
კოჰირ რასულზოდა - ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში
ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება, ვერავინ დამაყვედრებს, რომ ენმ-ს გადარჩენა არ ვცადე
კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია იმ ტიპის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ხელისუფლების შეცვლის მიზნით 4 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი
კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს
კახა კალაძე - მოქალაქეებს რომ არ მიეცათ სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის უფლება, ბრიტანეთის ელჩისთვის ზუსტად ესაა პრობლემა
კახა კალაძე - სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება საქართველოში დღეს დაცულია, როგორც არასდროს
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო'ფლაერტიმ საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
რატომ აირჩია ნანუკა ჟორჟოლიანი, ეს მიხეილ სააკაშვილმა უნდა განმარტოს- ირაკლი ფავლენიშვილი
ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთში დაიწყო
არჩილ გორდულაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციებს უკვე ერთი თეთრის, ერთი ევროცენტის ფასიც აღარ აქვს
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
"ევროპაში, დიახ ბატონო, ევროპაში და არსად სხვაგან კაცობრიობის ისტორიაში, რამდენიმე საუკუნე ენთო ინკვიზიციის კოცონი და ღმერთის სახელით ცეცხლზე წვავდნენ ადამიანებს"-ჯონდი ბაღათურია
ირაკლი ჩიქოვანმა რამშტაინის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
მაკა ბოჭორიშვილი - ფაქტია, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე საუბარი სწორედ უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ გააქტიურდა, რასაც ქალბატონი რასა ადასტურებს