კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს

ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაც ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

 

მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა მზაობა ევროკავშირთან დიალოგის განახლებისთვის.

 

„ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათი მთავარი ხაზი, პოლიტიკა, დაფინანსებაც მიმართულია იმისკენ, რომ პოლარიზაცია, საზოგადოების დაყოფა გაღრმავდეს, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. პირდაპირ დავარქვათ ყველაფერს სახელი, თუ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც აღრმავებენ პოლარიზაციას, არიან დესტრუქციულები. ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორ მოქმედებდნენ ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან. რა თქმა უნდა, ის თანხები, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყანაში შემოდიდოდა, მიმართული იყო აგენტურის შექმნაზე და ამაში ხელფასს უხდიდნენ კონკრეტულ ადამიანებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ვითომ კეთილი ზრახვებითა და მზრუნველობით იყვნენ დაკავებული, მაგრამ სინამდვილეში რა იყო მათი მთავარი მოტივაცია და მიზანი, ყველამ ძალიან კარგად იცის. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს თანხები ხმარდებოდა ქვეყანაში რევოლუციების, სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობას. პოლარიზაციის გაღრმავებაც ზუსტად იმაზე მიუთითებს, რომ ქართველი ხალხი დაყონ", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კახა კალაძე ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტის რეზოლუციას და აღნიშნა, რომ მსგავსი დოკუმენტები მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზეა დაფუძნებული.

 

„რეზოლუციები ბევრი გვინახავს და ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება. მათ არანაირი ფასი არ აქვს, რადგან მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე, ტყუილია და არანაირი კონკრეტიკა, სიმართლე მათში არ არის. წარსულშიც ბევრი ამ შინაარსის რეზოლუცია გვინახავს. გრძელდება ცილისწამება, შეურაცხყოფა, მუქარები. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. ის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაც ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს. საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო. ის არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ქართველ ხალხს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს დამოუკიდებლობას", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 





მსგავსი სიახლეები
"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს დავარქმევდი მიხაილო სააკაშვილის ქრონიკებიდან ერთ-ერთ სცენარს, "ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინება"-ირაკლი კირცხალია
ირაკლი კირცხალია - საინტერესოა, მაიკლ ო'ფლაერტმა დასკვნა რაზე დაყრდნობით გააკეთა? ბრიუსელს ვურჩევდი, ცოტა ობიექტური დავალების გაცემა მოხდეს, როცა აქ ვინმე რაიმეს შეფასებლად ჩამოდის
კახა კალაძე - სააკაშვილის განცხადება, რომლითაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, არის ტიპური მაგალითი, როგორ მოქმედებს აგენტი
ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს - "ვიდრე გადაწყვეტილებები სამ კაცში მიიღება, უმრავლესობა კი ამას „ფეისბუქით“ იგებს, პარტია სულ კრიზისში იქნება და ვერასოდეს გახდება სახალხო"
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ისტორიული ტრადიციებით, მეგობრობით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად
კოჰირ რასულზოდა - ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში
ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება, ვერავინ დამაყვედრებს, რომ ენმ-ს გადარჩენა არ ვცადე
კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია იმ ტიპის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ხელისუფლების შეცვლის მიზნით 4 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი
კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს
კახა კალაძე - მოქალაქეებს რომ არ მიეცათ სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის უფლება, ბრიტანეთის ელჩისთვის ზუსტად ესაა პრობლემა
კახა კალაძე - სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება საქართველოში დღეს დაცულია, როგორც არასდროს
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო'ფლაერტიმ საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
რატომ აირჩია ნანუკა ჟორჟოლიანი, ეს მიხეილ სააკაშვილმა უნდა განმარტოს- ირაკლი ფავლენიშვილი
ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთში დაიწყო
არჩილ გორდულაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციებს უკვე ერთი თეთრის, ერთი ევროცენტის ფასიც აღარ აქვს
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
"ევროპაში, დიახ ბატონო, ევროპაში და არსად სხვაგან კაცობრიობის ისტორიაში, რამდენიმე საუკუნე ენთო ინკვიზიციის კოცონი და ღმერთის სახელით ცეცხლზე წვავდნენ ადამიანებს"-ჯონდი ბაღათურია
ირაკლი ჩიქოვანმა რამშტაინის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
მაკა ბოჭორიშვილი - ფაქტია, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე საუბარი სწორედ უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ გააქტიურდა, რასაც ქალბატონი რასა ადასტურებს