ჯორჯია მელონი - დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია, არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს
დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია, - ასე გამოეხმაურა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჯორჯია მელონი „დიდი შვიდეულის" სამიტის დროს ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა.
როგორც მელონიმ ვიდეომიმართვაში თქვა, არც იტალია და არც თავად არასოდეს არავის ეხვეწებიან.
„ზოგიერთ საკითხზე დაუყოვნებელი რეაგირება აუცილებელია. დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია. გულწრფელად რომ ვთქვა, აღშფოთებული ვარ. არ მესმის, რატომ იქცევა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასე საკუთარი მოკავშირეების მიმართ? მით უმეტეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: სამწუხაროა, რომ ამავე სიმტკიცესა და შეუპოვრობას ის არ ავლენს დასავლეთის მტრების, შეერთებული შტატების მტრებისა და იმ ლიდერების მიმართ, რომელთა მიმართაც გაცილებით დამთმობი და შემწყნარებელია, თუმცა ერთი რამ უნდა ახსოვდეს: არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს", - განაცხადა მელონმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ჯორჯია მელონის შესახებ განაცხადა: „ის მეხვეწებოდა, რომ მასთან ფოტო გადამეღო! ძალიან უნდოდა ჩემთან ფოტოს გადაღება. მე ამას არც კი გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა! ალბათ ბედნიერია, რომ ვესაუბრე! არ ვიყავი ვალდებული, მასთან მესაუბრა!" - განაცხადა ტრამპმა.
მსგავსი სიახლეები
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი გააუქმა ტრამპის მიერ მელონის შესახებ გაკეთებული კომენტარების გამო
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა
ისრაელი და "ჰეზბოლმა" ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც დღეიდან ამოქმედდება
ჯორჯია მელონი - დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია, არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს
დონალდ ტრამპი - ჯორჯია მელონი მეხვეწებოდა, მასთან ფოტო გადამეღო, ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა
დონალდ ტრამპი - ირანთან ომის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ძალაუფლება უსაზღვროა
დონალდ ტრამპი - ღირსების ორდენის საკუთარი თავისთვის გადაცემა მინდოდა, მაგრამ მითხრეს, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო, ვერაფერი ვიპოვე, რისთვისაც ამას ვიმსახურებდი
ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთით საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
რუსეთში აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს
აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა სრულად მოხსნა
სერგეი ლავროვი - რუსეთი გააგრძელებს მასშტაბურ დარტყმებს უკრაინის იმ ობიექტებზე, რომელთა მდგომარეობაზეც დამოკიდებულია მათი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა
დონალდ ტრამპმა ვერსალში ხელი მოაწერა შეთანხმებას ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.
დონალდ ტრამპი - შესაძლოა, რუსულ ნავთობზე სანქციები კვლავ აღვადგინო
სომხეთის ცესკო-მ რობერტ ქოჩარიანს საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნა
ირანის საგარეო უწყება - სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოაწერონ ხელი
ემანუელ მაკრონი - "დიდი შვიდეულის" ყველა ლიდერი შეთანხმდა მოსაზრებაზე, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს
დრონების დახმარებით, ყირიმი იზოლირებულია და, როგორც ჩანს, მალე კუნძულად გადაიქცევა, რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება -უკრაინის თავდაცვის მინისტრი
„ევრონიუსი“ - ევროკროპარლამენტმა ყველაზე მკაცრი მიგრაციული კანონი დაამტკიცა
,,ირანი და აშშ იღებენ ვალდებულებას, დაიცვან ერთმანეთის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა''- აშშ-ირანის მიერ შეთანხმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს აქვეყნებს
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი: პრეზიდენტი ტრამპი გვიყვარს, მაგრამ არ მივიღებთ შეთანხმებას, რომელსაც მან ხელი მოაწერა