კახა კალაძე - სააკაშვილის განცხადება, რომლითაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, არის ტიპური მაგალითი, როგორ მოქმედებს აგენტი

სააკაშვილმა იცის, რომ მთლიანად ოპოზიციაა განულებული, მხარს არავინ უჭერს, ამიტომაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

 

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ აშშ საქართველოში ყველაფერს მოაგვარებს, არის მაგალითი იმის, როგორ მოქმედებს აგენტი.

 

„ეს არის აგენტურის ყველაზე საუკეთესო მაგალითი. სააკაშვილმა იცის, რომ ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭერს. მთლიანად ოპოზიციაა განულებული. ამიტომაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება. რა გავაფუჭეთ ამერიკასთან მიმართებით? ჩვენ აბსოლუტურად ღიად ვსაუბრობთ ყველაფერზე, არაფერი დასამალი არ გვაქვს. ჩვენ პირდაპირ ვთქვით, რომ ის უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა ქართულ სახელმწიფოსთან, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია გამოასწოროს თავისი ქმედებებით. ჩვენ მზად ვართ, ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. სააკაშვილის განცხადება კი არის ტიპური მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს აგენტი.

 

ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის" ქმედებები არ მაინტერესებს. ისინი ჩვეულებრივი აგენტები არიან. ხედავთ, საზოგადოებაში მხარდაჭერა, თანადგომა არ აქვთ. როდესაც შენ და შენი პოლიტიკური გუნდი უცხო ქვეყანას ემსახურები და აგენტურას წარმოადგენ, საკუთარ ქვეყანაში რა წარმატება გექნება? ასეთ პოლიტიკოსებს და პარტიებს ამ ქვეყანაში ვერანაირი წარმატება ვერ ექნებათ", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ოპოზიციაში შიდა დაპირისპირებას ეხება, თბილისის მერის თქმით, ოპოზიციის ერთობა შეუძლებელია.

 

„რამდენიმე თვის წინ პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. მაშინვე გავაკეთეთ განცხადებები, რომ ეს გაერთიანება დროებითი იყო. მსგავსი რამ წინა წლებშიც გვინახავს - შალვა ნათელაშვილის „ფანჩატურიდან" დაწყებული, ამ გაერთიანებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი „ნაცმოძრაობის" წიაღში აღმოცენებული ელემენეტები და აგენტები არიან, გარედან ფიანანსდებიან, მათი ერთობა მაინც ვერ შედგება, შეუძლებელია. ყველა მათგანი ცდილობს, რომ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციონერი გახდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
ირაკლი კობახიძე - ტაჯიკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით შუა დერეფნის მნიშვნელობას, აღვნიშნეთ ძალისხმევის გაძლიერებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის საჭიროება
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
პრემიერი ტაჯიკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე - განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ხაზი გავუსვით შუა დერეფნის მნიშვნელობას
,, დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად ''- ტაჯიკეთის პრეზიდენტი
ემომალი რაჰმონი - დღეს შევთანხმდით ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ჩამოყალიბებაზე, გვჯერა, რომ ამ კომისიის საქმიანობა ყოვლისმომცველ დახმარებას უზრუნველყოფს ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს
,,დეტალურად განვიხილეთ არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები ორმხრივი ურთიერთობებისთვის''- ტაჯიკეთის პრეზიდენტი
ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვას
"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს დავარქმევდი მიხაილო სააკაშვილის ქრონიკებიდან ერთ-ერთ სცენარს, "ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინება"-ირაკლი კირცხალია
ირაკლი კირცხალია - საინტერესოა, მაიკლ ო'ფლაერტმა დასკვნა რაზე დაყრდნობით გააკეთა? ბრიუსელს ვურჩევდი, ცოტა ობიექტური დავალების გაცემა მოხდეს, როცა აქ ვინმე რაიმეს შეფასებლად ჩამოდის
კახა კალაძე - სააკაშვილის განცხადება, რომლითაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, არის ტიპური მაგალითი, როგორ მოქმედებს აგენტი
ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს - "ვიდრე გადაწყვეტილებები სამ კაცში მიიღება, უმრავლესობა კი ამას „ფეისბუქით“ იგებს, პარტია სულ კრიზისში იქნება და ვერასოდეს გახდება სახალხო"
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ისტორიული ტრადიციებით, მეგობრობით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად
კოჰირ რასულზოდა - ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში
ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება, ვერავინ დამაყვედრებს, რომ ენმ-ს გადარჩენა არ ვცადე
კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია იმ ტიპის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ხელისუფლების შეცვლის მიზნით 4 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი
კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს
კახა კალაძე - მოქალაქეებს რომ არ მიეცათ სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის უფლება, ბრიტანეთის ელჩისთვის ზუსტად ესაა პრობლემა