ირაკლი კირცხალია - საინტერესოა, მაიკლ ო'ფლაერტმა დასკვნა რაზე დაყრდნობით გააკეთა? ბრიუსელს ვურჩევდი, ცოტა ობიექტური დავალების გაცემა მოხდეს, როცა აქ ვინმე რაიმეს შეფასებლად ჩამოდის

საინტერესოა, მაიკლ ო'ფლაერტმა დასკვნა რაზე დაყრდნობით გააკეთა? როდესაც რაიმეს აღმოფხვრაზე ვსაუბრობთ, ბრიუსელს ვურჩევდი, ცოტა ობიექტურად შეფასდეს და ობიექტური დავალების გაცემა მოხდეს, როცა აქ ვინმე რაიმეს შეფასებლად ჩამოდის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

 

რაც შეეხება კანონებს, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ნებისმიერი კანონი, რომელიც პარლამენტში მიიღება, ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება.

 

„კანონპროექტის განხილვისას მზად ვიყავით ნებისმიერი დისკუსიისთვის და ღიად ვამბობდით, რომ ღია თუ დახურულ დისკუსიაში შევიდოდით. ისინი დისკუსიაში ობიექტურად ვერ შემოდიან, რადგან ობიექტურები არ არიან. მასკარადს და იმ გაცვეთილ პიარშოუს ვხედავთ, რასაც ბრენდავდნენ - „რუსული კანონი", „რეჟიმის კანონი" და ა.შ. მეგობრებო, ეს სცენარი და მესიჯბოქსები გაცვდა. ასეთივე გაცვეთილია ევროკომისარის ეს შეფასებაც. როდესაც ქვეყანა თავის ღირებულებებს და უსაფრთხოებას იცავს, შენ მიდიხარ და ამბობ, რომ თურმე კანონები შენთვის მიუღებელია. მათ ქვეყნებში ანალოგიური და უფრო მძიმე სანქციებით დახუნძლულ კანონებს ვხედავთ. ეს არის სწორედ უსტანდარტობა, უსამართლო, უტიფარი და შეურაცხმყოფელი მიდგომა ჩვენი ქვეყნის მიმართ", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

 

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო'ფლაერტიმ გამოაქვეყნა მემორანდუმი, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პროგრესს მიაღწიოს დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაში და გააუქმოს კანონები, რომლებიც, მისი შეფასებით, მათ შორის, შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
ირაკლი კობახიძე - ტაჯიკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით შუა დერეფნის მნიშვნელობას, აღვნიშნეთ ძალისხმევის გაძლიერებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის საჭიროება
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
პრემიერი ტაჯიკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე - განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ხაზი გავუსვით შუა დერეფნის მნიშვნელობას
,, დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად ''- ტაჯიკეთის პრეზიდენტი
ემომალი რაჰმონი - დღეს შევთანხმდით ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ჩამოყალიბებაზე, გვჯერა, რომ ამ კომისიის საქმიანობა ყოვლისმომცველ დახმარებას უზრუნველყოფს ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს
,,დეტალურად განვიხილეთ არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები ორმხრივი ურთიერთობებისთვის''- ტაჯიკეთის პრეზიდენტი
ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვას
"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს დავარქმევდი მიხაილო სააკაშვილის ქრონიკებიდან ერთ-ერთ სცენარს, "ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინება"-ირაკლი კირცხალია
ირაკლი კირცხალია - საინტერესოა, მაიკლ ო'ფლაერტმა დასკვნა რაზე დაყრდნობით გააკეთა? ბრიუსელს ვურჩევდი, ცოტა ობიექტური დავალების გაცემა მოხდეს, როცა აქ ვინმე რაიმეს შეფასებლად ჩამოდის
კახა კალაძე - სააკაშვილის განცხადება, რომლითაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, არის ტიპური მაგალითი, როგორ მოქმედებს აგენტი
ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს - "ვიდრე გადაწყვეტილებები სამ კაცში მიიღება, უმრავლესობა კი ამას „ფეისბუქით“ იგებს, პარტია სულ კრიზისში იქნება და ვერასოდეს გახდება სახალხო"
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ისტორიული ტრადიციებით, მეგობრობით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად
კოჰირ რასულზოდა - ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში
ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება, ვერავინ დამაყვედრებს, რომ ენმ-ს გადარჩენა არ ვცადე
კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია იმ ტიპის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ხელისუფლების შეცვლის მიზნით 4 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი
კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს
კახა კალაძე - მოქალაქეებს რომ არ მიეცათ სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის უფლება, ბრიტანეთის ელჩისთვის ზუსტად ესაა პრობლემა