ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვას

 

ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ 17 ივნისს მიღებული მორიგი რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომის დაშვებისკენ მოუწოდებს, მიზეზად კი, ისტორიული განათლებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ნაკლებობას ასახელებს, რასაც "რუსეთის ფედერაცია იყენებს ქართული საზოგადოების ევროატლანტიკური მისწრაფებების შესასუსტებლად".

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, საბჭოთა ოკუპაციის, მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური შედეგების შესწავლაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანეს ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა "სოვლაბი".

"[რეზოლუცია] ხაზს უსვამს, რომ საბჭოთა ოკუპაციისა და მისი გრძელვადიანი შედეგების შესახებ საფუძვლიანი აკადემიური კვლევის, ისტორიული განათლებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ნაკლებობა ხელს უწყობს ისტორიული მანიპულაციებისა და დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებას, რასაც რუსეთის ფედერაცია იყენებს ქართული საზოგადოების ევროატლანტიკური მისწრაფებების შესასუსტებლად; შესაბამისად, აღნიშნავს აკადემიური კვლევის, დოკუმენტირების და ცოდნის გავრცელების მნიშვნელობას საქართველოს ისტორიის შესახებ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, მათ შორის, პოლიტიკური რეპრესიების, მასობრივი დახვრეტების, საბჭოთა-რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიის, აგრეთვე ამ მოვლენების კოლექტიურ მეხსიერებაში აღდგენის კუთხით; სინანულს გამოთქვამს, რომ ბოლო წლებში, სულ მცირე, ხელისუფლების პასიური თანხმობის პირობებში, შეინიშნება მცდელობები კომუნისტური დანაშაულების მნიშვნელობის დაკნინებისა და დესტალინიზაციის პროცესის უკუქცევის მიმართულებით; ამასთან დაკავშირებით, ხაზს უსვამს საბჭოთა ოკუპაციის, მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური შედეგების შესწავლაში ისეთი დამოუკიდებელი ისტორიკოსების, მკვლევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს, როგორიცაა "სოვლაბი". - აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტში შეშფოთებაა გამოთქმული საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ჩადენილ რეპრესიებსა და დანაშაულებთან დაკავშირებულ არქივებზე წვდომის შეზღუდვის გამო.

"მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებში მოქმედ შესაბამის ინსტიტუტებს, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციის, კომუნისტური დანაშაულებისა და სხვა ტოტალიტარული რეჟიმების შედეგების დოკუმენტირებით არიან დაკავებული, გააღრმაონ თანამშრომლობა თავიანთ ქართველ პარტნიორებთან, მხარი დაუჭირონ ერთობლივ კვლევით პროექტებს და მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო პროგრამებსა და ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ისტორიის ამ პერიოდის გამოვლენას, დოკუმენტირებასა და მის შესახებ ცოდნის გავრცელებას; შეშფოთებას გამოხატავს საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ჩადენილ რეპრესიებსა და დანაშაულებთან დაკავშირებულ არქივებზე წვდომის სისტემატური შეზღუდვის გამო; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული წვდომა მეცნიერების, მკვლევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის", - ვკითხულობთ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
ირაკლი კობახიძე - ტაჯიკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით შუა დერეფნის მნიშვნელობას, აღვნიშნეთ ძალისხმევის გაძლიერებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის საჭიროება
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
პრემიერი ტაჯიკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე - განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ხაზი გავუსვით შუა დერეფნის მნიშვნელობას
,, დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად ''- ტაჯიკეთის პრეზიდენტი
ემომალი რაჰმონი - დღეს შევთანხმდით ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ჩამოყალიბებაზე, გვჯერა, რომ ამ კომისიის საქმიანობა ყოვლისმომცველ დახმარებას უზრუნველყოფს ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს
,,დეტალურად განვიხილეთ არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები ორმხრივი ურთიერთობებისთვის''- ტაჯიკეთის პრეზიდენტი
ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვას
"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს დავარქმევდი მიხაილო სააკაშვილის ქრონიკებიდან ერთ-ერთ სცენარს, "ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინება"-ირაკლი კირცხალია
ირაკლი კირცხალია - საინტერესოა, მაიკლ ო'ფლაერტმა დასკვნა რაზე დაყრდნობით გააკეთა? ბრიუსელს ვურჩევდი, ცოტა ობიექტური დავალების გაცემა მოხდეს, როცა აქ ვინმე რაიმეს შეფასებლად ჩამოდის
კახა კალაძე - სააკაშვილის განცხადება, რომლითაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, არის ტიპური მაგალითი, როგორ მოქმედებს აგენტი
ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს - "ვიდრე გადაწყვეტილებები სამ კაცში მიიღება, უმრავლესობა კი ამას „ფეისბუქით“ იგებს, პარტია სულ კრიზისში იქნება და ვერასოდეს გახდება სახალხო"
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ისტორიული ტრადიციებით, მეგობრობით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად
კოჰირ რასულზოდა - ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში
ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება, ვერავინ დამაყვედრებს, რომ ენმ-ს გადარჩენა არ ვცადე
კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია იმ ტიპის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ხელისუფლების შეცვლის მიზნით 4 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი
კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს
კახა კალაძე - მოქალაქეებს რომ არ მიეცათ სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის უფლება, ბრიტანეთის ელჩისთვის ზუსტად ესაა პრობლემა